მე როგორც პრეზიდენტი ...

Day 2,570, 09:13 Published in Georgia Georgia by Georgian woolf
გამარჯობათ.
მივესალმები ყველა ესაქართველოს მოქალაქეს,მადლობა მინდა გადაგიხადოთ გვერდში დგომისთვის და ჩემი მხარდაჭერისთვის.საპრეზიდენტო არჩევნები მოახლოვდა და ეს თანამდებობა ძაან დიდი პასუხისმგებლობაა ჩემთვის, ყველანაირად შევეცდები,რომ ღირსეულად დაგამახსოვროთ თავი.




მინდა გესაუბროთ ამ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შესახებ.
1.ჩემმა მეგობარმა და თანაგუნდელმა არ დაიშურა ფული და გაუშვა 20 დოლარიანი რეკლამა,რომელიც 4 დღე გრძელდებოდა.Vettel-ს სურდა ჩვენი რიგები ახალი მოთამაშეებით შეევსო.შეიძლება ითქვას ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა.მოსახლეობის რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა.იმედი გვაქ დარჩებიან და ჩვენთან ერთად ისიამოვნებენ ამ თამასში.


1.აღარავითარი პარტიული საკვები ან იარაღი... ყველა ერთნაირად მიიღებს.

მინდა განგიმარტოთ სიტყვები რომლებიც ჩემი წინასაარჩევნო სტატია ახალი შემართებიდან მოისმინეთ.ნებისმიერ პიროვნებას შეუძლია თავისი რესურსები გამოიყენოს სურვილისამებრ.ხოლო სახელმწიფო ვალდებულია ყველა მოქალაქეზე ერთნაირად იზრუნოს.ამიტომაც მალე მე ვიწყებ ახალ პროექტს.ყოველ 2 დღეში ერთხელ დაიდება სტატია სადაც ნებისმიერი დამწყები ან გამოცდილი მოთამაშე 30 ლეველამდე დაწერს თუ რამდენი ენერგიის დახარჯვას აპირებს დღის განმავლობაში და იმის მიხედვით დაფინანსდება.ეს იქნება დროებითი და წამახალისებელი ნაბიჯი ბევრი ახალი მებრძოლისთვის რომ განვითარდნენ,გაერთონ და რა თქმაუნდა იშოვონ ოქრო მედლებით ! 😘
ამ პროექტს პირადი სახსრებით ვაკეთებ.

ბიუჯეტი შეადგენს
საკვები : 50 000 Q1 25 000 Q5
იარაღი : 1000 Q7 2000 Q6

მოთხოვნები :
1.მოთამაშე უნდა იმყოფებოდეს რომელიმე სამხედრო დანაყოფში.
2.უნდა ეყენოს ავატარი
3.დაწეროს კომენტრებში თუ რას ითხოვს (თუ აქვს ძირითადი სიცოცხლე 500 მას შეუძლია მოითხოვოს 2ჯერ მეტი ანუ 1000 ენერგიის აღსადგენი საკვები და 10 იარაღი.უნდა დაწეროს 100 FF)

3000 ზე ნაკლები ძალის მქონე მოთამაშეები მიიღებენ Q6 იარაღს
3000 ზე მეტი ძალის მქონეები კი Q7 იარაღს

ნუ შეეცდებით რამის მოტყუებას რადგან პირადად გადავამოწმებ დღის ბოლოს თქვენ მიერ გაკეთებულ მკვლელობებს ქვეყნის სტატისტიკაში.

ამ პროექტით ასევე დაიწყება მოთამაშეთა აღწერა და ავასრულებ ერთერთ დანაპირებს
3.შეიქმნება სკაიპ ჩატ ძლიერი და აქტიური მოთამაშეების რათა კოორდინაცია გავუწიოთ ჩვენს ძალებს ბრძოლებში.

4.გაგრძელდება სახელმწიფოს მიერ დანერგილი მეთოდი სესხების გაცემის პროექტი რომელიც წარმატებით მიმდინარეობს


2.აგიტაცია სამხედრო შენაერთებში მიუღებელია !

მინდა ესეც გაგიმარტოთ .არავინ არ არის საკუთარ სამხედრო დანაყოფში შეზღუდული ახალ მოსულ მოთამაშეს რომ მოაწონოს თავისი შეხედულებები ან პარტია,მაგრამ სხვა პარტიის MU ში გადასვლა და იქ სპამვა ხალხის ან ჩატში თავის პარტიაზე საუბარი შეფასდება როგორც უპატივცემულობა და არ იქნება მისაღები.ყოველ შემთხვევაში ჩემს დანაყოფში ბან დაედება.

7.ყველა აზრი იქნება მოსმენილი და ყველა იდეა დამუშავებული.

აქ ძირითადად მინდა ვისაუბრო იმ იდეებზე რომლებიც მომეწონა და განვახორციელებ
პრემია წარმატებული (ახალბედა) მოქალაქეებისთვის -ავტორი Beka Gujejiani
წარმატებული ახალბედა დასახელდება ყოველ 2 კვირაში ერთხელ , რომელიც აქტიურობს და სწორედ ვითარდება.ის მიიღებს 1000 ლარს ჯილდოს სახით და ის უნდა იყოს 25 ლეველამდე.ასე რომ ნუ იჩქარებთ ლეველის მომატებას 😃

Georgian Warriorწავიკითხე შენი იდეები მაგრამ სამწუხაროდ ვერცერთის დაკმაყოფილებას ვერ შევძლებ,კარგად მუშაობ და მონდომებაც არ გაკლია ამიტომ გირჩევდი ცოტათი რეალური და გამარტივებული პროექტები შემოგვთავაზო.



საგარეო კურსს ამ დროისთვის უცვლელს ვტოვებ,ჩვენ დიდი წვლილი შევიტანეთ ალიანსის,კერძოდ შვეიცარიის დაცვაში ორჯერ და იმედი მაქ საჭიროების შემთხევაში იგივეთი გვიპასუხებენ.ბრძოლის პერიოდში ბევრმა ჩვენთაგანმა მოკავშირე ქვეყნის ათეულობით ძლიერი მოქალაქე გავიცანით და დავუახლოვდით.
კიდევ გავმეორდები :
ამ თამასში ალიანსები ინგრევა და მეგობრობა რჩება !!!!!!!!!!!!!!!!



მინისტრები და სამინისტროები

Prime Minister - Vettell
Minister of Defense -Georgian Shield
Minister of Foreign Affairs - xSteviex
Minister of Education -Psych0 KiIIeR
Governor - Thomas Crown Jr

კრედიტების გაცემის სამინისტრო - George Java
უსაფრთხოების ნაციონალური დეპარტამენტი(UND) - Georgian Shield (ვეხმარებით ყველა მსურველი)
ამ კვირაში არ დაიდება UND-ს სტატია რადგან ყველაფერი უკვე დაწერა ჩვენმა საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის მოხსენებაში - ნახვა აუცილებელია!





ბოლო რამოდენიმე დღის განმავლობაში შევაგროვე ყველა დაწერილი სასწავლო სტატია და მოვათავსე ერთ ადგილას.მოთამაშეებს უწევდათ წვალება მათ საძებნელად და ეს პრობლემაც მოგვარებულია
საქართველოს ოფიციალური სასწავლო გვერდი

ასევე მინდა გაცნობოთ რომ თურქეთთან შეთანხმებით იგეგმება აფხაზეთის დაბრუნება, რათა დარესეტდეს აჯანყების ქულები და მერე ისევ დაიპყრობენ. ჩვეულებრივად გაქირავდება როგორც აქამდე


მადლობთ ყურადღებისთვის