მინი კონკურსი

Day 2,477, 03:16 Published in Georgia Turkey by belimbor

მოგესალმებით, ჩემი გაზეთი ატარებს მინი კონკურსს. მონაწილეობის მიღების აუცილებელი პირობაა გაზეთის გამოწერა და მოწონება.(პასუხებთან ერთად დაწერეთ რომელი იყავით გამომწერებში და მომწონებლებში)
პრიზები:
1 ადგილი - 15 Q7 იარაღი
2 ადგილი - 10 Q5 იარაღი
3. ადგილი - 200 Q2 საჭმელი

მაშ ასე, კითხვები შემდეგია:

1. თუ 8 ადამიანს 10 საათი დასჭირდა კედლის ასაშშენებლად, რამდენი დასჭირდება 4 კაცს იმავე კედლის აშენებისთვის?
2. როგორ შეგიძლია გაძლო 15 დღე ძილის გარეშე?
3. რას მიიღებ, თუ წითელ ქვას ჩააგდებ ლურჯ ზღვაში?
4. რას ჰგავს გაჭრილი ვაშლის ნახევარი?
5. რომელ ბრძოლაში დაიღუპა ნაპოლეონი?
6. სად არის ხელმოწერილი გეორგიევსკის ტრაქტატი?
7. რა ადის ზემოთ და ქვემოთ, მაგრამ იმავე ადგილზე რჩება?
8. 9 = 4, 21 = 8, 22 = 7, 24 = 8, 8 = 3, 7 = 5, 99 = 16, 100 = 3, 16 = ?, 17 = ?
9. ელენემ მაღაზიაში იყიდა ჭურჭელი. სახლში ატანისას ერთი თეფში გაუვარდა და მესამე სართულიდან დაენარცხა ქვის იატაკს მისი გატეხვის გარეშე. როგორ?
10. მადაგასკარში შენ ვერ გადაუღებ სურათს ლემურს ყვითელი თმით. რატომ?

გამარჯვებული გამოვლინდება ყველაზე მეტი სწორი პასუხის მიხედვით. თუ რამდენიმე მონაწილეს ერთნაირი პასუხი ექნება, გაიმარჯვებს უფრო ადრეული პასუხის ავტორი. (პასუხებს დავწერ საღამოს ან 3-ვე გამარჯვებულის გამოვლენისას)


წარმატებებს გისურვებთ 🙂