პულიცერის პრემია

Day 2,456, 04:49 Published in Georgia Georgia by Mephistophiles

გამარჯობა მოქალაქეებო,
როგორც იცით, ჩვენი მედია საკმაოდ ჩამკვდარია, არადა თამაშის მნიშვნელოვანი ნაწილია და საჭიროებს განვითარებას.
ამის წასახალისებლად, საპრეზიდენტო დაპირების თანახმად, გადავწყვიტე მოვაწყოთ შეჯიბრი, რომ წავახალისოთ ეს სფერო. ყოველ კვირას, შეირჩევა საუკეთესო სტატია, რომელსაც გადაეცემა ეფულადი ჯილდო სახელმწიფოსგან. სტატია შეიძლება იყოს ნებისმიერ სფეროდან, გარდა ახალი ამბებისა რეალური სამყაროდან და რესურსების დარიგებისა.
მაგალითებისთვის გადახედეთ უცხოურ წარმატებულ გაზეთებს.
გამარჯვებული შეირჩევა "Vote"-ების რაოდენობის მიხედვით.

ამ კვირის შეჯიბრის დრო იქნება თამაშის დროით 2457-ე დღის დასაწყისიდან კვირის ბოლომდე (ანუ შემდეგი სამშაბათის ჩათვლით).

წარმატებებს გისურვებთ!