კონგრესიდან წასვლის გადაწყვეტილება

Day 2,419, 02:51 Published in Georgia Georgia by paskunji






გადაწყვეტილება მივიღე წავიდე კონგრესიდან, რადგან არ ვემხრობი როსმედიანის მეორედ გაპრეზიდენტებას ვინაიდა არ მიმაჩნია იგი როგორც წარმატებული პრეზიდენტი და აგრეთვე ახალი ჩამოყალიბებული მთავრობის ზოგი წევრის იდეოლოგია მიუღებელია ჩემთვის, ისევე როგორც მიუღებელია კონფლიქტური მოთამაშეების არსებობა მთავრობაში როგორც თემო1111. ვინაიდან ჩემი პარტია Republican Party of Georgia მხარს უჭერს როსმედიანის კანდიდატურას გადავწყვიტე წამოვსულიყავი პარტიიდან და ვინაიდან მათი წყალობით ვარ მოხვედრილი კონგრესში გადავწყვიტე განთავისუფლების განცხადება დამეწერა.


აქვე მინდა გადავუხადო მადლობა United Georgian Party-ს და Republican Party of Georgia-ს რადგან საშუალება მომცეს მოვხვედრილიყავი კონგრესში, მონაწილეობა მიმეღო ქვეყნისთვის საჭირო გადაწყვეტილებებში და აგრეთვე მიმეღო გამოცდილება პოლიტიკაში. მადლობა მინდა გადავუხადო აგრეთვე მათ ვინც გვენდო და მოგვცა ჩვენ ხმა.



ეხლა კი გადავწყვიტე მხოლოდ ბრძოლებში მივიღო მონაწილეობა საქართველოსთვის და აგრეთვე მივეხმარო კაატინგას მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის და პროგრამის ჩამოყალიბებაში. ვისაც სურვილი გაქვთ შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს და ჩამოაყალიბოთ ალტერნატიული ძალა, you are welcome!