UNITED GEORGIAN PARTY ბრუნდება !!

Day 2,491, 02:57 Published in Georgia Georgia by JangavaDze
UNITED GEORGIAN PARTY უბრუნდება თავის კუთვნილ N1 ადგილს

მოგეხსენებათ ბოლო 2 თვის მანძილზე ჩვენმა პარტიამ გადაიტანა დიდი დაბრკოლებები..ყველა ძალაუფლებისკენ მიმავალ მოთამაშეს სურდა შეექმნა თავისი პოლიტიკური პარტია,რისთვისაც იყენებდა UGP-ს...იბირებდნენ ხალხს..უკეთებდნენ ანტირეკლამას და უემოციოდ უთხრიდნენ ძირს ქვეყნის მომავალს.

მინდა გავახსენო ყველას რომ ეს პარტია არის ერთიანობის,ერთგულობის და გუნდური მუშაობის სიმბოლო...არ უნდა დავივიწყოთ ის ფაქტი რომ ჩვენი ქვეყნის დამატებისთანავე შეიქმნა მხოლოდ ეს პარტია სადაც ყველა უცხოელიც და ქართველიც ერთად შეიკრიბნენ რათა ეშრომათ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.

United Georgian party – ფაქტიურად დინებას მიყვებოდა ბოლო პერიოდის მანძილზე ,მაგრამ დროა უკვე გამოფხიზლების,გაძლიერების და გამთლიანების ! მე მივიღე მონაწილეობა პარტიის პრეზიდენტობის არჩევნებში,რომელიც ამ წუთასაც მიმდინარეობს..გარწმუნებთ რომ ხმათა უმრავლესობით გავიმარჯვებ.

აუცილებლად უნდა ავღნიშნო რომ ბევრი რამ შეიცვალა,გაჩნდა დიდი კონკურენცია რასაც მთელი გულით მივესალმები.ჩემთვის ყოველთვის მთავარი იყო და იქნება ქვეყნის კეთილდღეობა და მნიშვნელობა არა აქვს რომელი პარტია შეძლებს ამის გაკეთებას ყველაზე უკეთ.

დიდ მადლობას ვუხდი ყოფილ პარტიის პრეზიდენტს xSteviex ქვეყნისთვის გაწეული უზარმაზარი შრომის გამო.ასევე მინდა პატივისცემა გამოვხატო პარტიაში შემორჩენილი ბიჭების მიმართ .მადლობთ ერთგულებისთვის და გპირდებით დაგიფასდებათ.
არჩევნების დამთავრებისთანავე დავიწყებთ მუშაობას რამოდენიმე ქვეყნისთვის სასარგებლო პროექტზე,ასევე ვითანამშრომლებთ მთავრობასთან მათ მიერ მოწოდებულ ყველანაირ საქმეში.მინდა იცოდეთ რომ მე არასოდეს ვყოფილვარ ოპოზიციაში...ის რასაც სხვები აკეთებენ "კრიტიკა" ჩემთვის უაზრობაა ... ყველამ უაზრო სიტყვების დახარჯვის სანაცვლოდ ჯობია საქმე აკეთოს და ქვეყანა აყვავდება ! ჩემს პრიორიტეტულ საქმედ კვლავ ახალი მოთამაშეების გამოზრდა და მათი დახმარება იქნება.ამიტომაც დიდი სიხარულით ვუბრუნდები Cadeth's Military Academy -ს.

იმედი მაქვს ჩემი ერთგული ბიჭები და ასევე ყველა ვინც იმედგაცრუებით წავიდა პარტიიდან დაბრუნდებით და ჩემს აქტიურ გუნდში დაიმკვიდრებთ ადგილს




მადლობთ ყურადღებისთვის

=========== Georgian_wolf ===========