TOP გაჭირვებულები

Day 2,592, 00:23 Published in Georgia Serbia by Rezo Marshall Revishvili

გადავწყვიტე გამეკეთებინა გაჭირვებულ ქვეყანათა Top5-ეული! მგონი საინტერესო იქნება

მეხუთეზე გავიდა მალაიზია რომელიც ძალიან უცნაური ქვეყანაა... 6 დღის განმავლობაში შემოსავლის მაქსიმუმი 32 ლარი იყო დღეს კი უცებ 930 ზე „ავარდა“! მათ აქვთ 1 რეგიონი ანუ 1 20%იანი ბონუსი საკვებზე(მათ ხილის ბონუსი აქვთ). მათი ბიუჯეტი 1 .19 ოქროს, 2,232 .40 MYR-ს და 111,142 ენერგიას მოიცავს... მათ არ აქვთ არანაირი MPP არც დაცვა... მოკლედ ძალიან ცუდ დღეში არიან რაა 😃

მეოთხეზე გავიდა ევროპული ქვეყანა რომელიც რეალობაში საკმაოდ ძლიერია! აქ მდებარეობს ნატოს შტაბ ბინა.. დიახ ეს ქვეყანა ბელგიაა რომელიც დიდ გაჭირვებაშია... მათ აღარ აქვთ ტერიტორიები, ნაწილი დიდი ბრიტანეთისაა ნაწილი ჰოლანდიის, გარდა ამ გაჭირვებისა ეკონომიკურადაც საკმაოდ ცუდ დღეში არიან ბელგიელები, ბოლო დღის შემოსავალი მათ 86 BEF ჰქონდათ... უტერირიტორიობის გამო მათი შემოსავლების უდიდესი ნაწილი ჰოლანდიისა და ბრიტანეთის ბიუჯეტებში მიდის! გარდა ამისა მწარმოებლებს არანაირი ბონუსი არ აქვთ, ამიტომ საკმაოდ ცოტა პროდუქტს აწარმოებენ!
მათი ბიუჯეტი დღესდღეობით 2 .01 ოქროს, 30,142 .75 BEF-ს და 1,751,154 ენერგიას ითვლის. მათ ბანკზე ლაპარაკიც არ ღირს... ოქრო-0.18 ფული კი 0.18!!! მათ არავისთან არ აქვთ MPP, აქტიურ მოთამაშეთა რაოდენობა კი 872... მის რეალურობას კი ვერ გავიგებთ... თუმცა მგონი აშკარაა რომ ამდენნი არ არიან ბელგიელები!

და მესამეზე ადგილზე გავიდა... ჩრდილოეთ კორეა! მასაც არცერთი ტერიტორია არ გააჩნია! იგი დაპყრობილია თურქეთისა და აშშ-ს მიერ! სწორედ ეხლა მიმდინარეობს აჯანყება თურქების წინააღმდეგ თუმცა კორეელები 71-5ს მარცხდებიან და ალბათ ბოლომდე წააგებენ! კორეელებს ეკონომიკურად ძალიან უჭირთ... გარდა იმისა რომ ბონუსი საერთოდ არ აქვთ ყოველდღიური შემოსავალიც ძალიან ცოტა აქვთ... ბოლო კვირაში ყველაზე მაღალი შემოსავლის რაოდენობა 31 იყო! მათი ბიუჯეტი 2,150 .00 ოქროს, 15,633 .83 KPW-ს და 78,024 ენერგიას ითვლის, ნაციონალური ბანკი კი 0.10 ოქროს და 3.00 KPW-ს. ქვეყანას არავისთან არ აქვს MPP... არ არიან ალიანსში! როგორც ქვეყნის გვერდი იტყობინება მათ 129 აქტიური მოთამაშე ჰყავთ თუმცა შემოსავლებიდან გამომდინარე რთულია დაიჯერო ამისი ავთენტურობა...

მეორეზე გავიდა აფრიკული ქვეყანა... ეს ქვეყანა ნიგერიაა!!! მათ ძალიან ძლიერი მტერი ჰყავთ არგენტინის სახით! აქვთ მხოლოდ 1 რეგიონი რომელსაც აქვს გრანიტის(სახლის რესურსების) ბონუსი!!! ეს კი არც თუ ისე გამოყენებადია რადგან სახლის რესურსებს ნაკლებად აწარმოებენ ხოლმე.... ბოლო 7 დღის განმავლობაში ყველაზე დიდი შემოსავალი ბიუჯეტში 88 NGN იყო... არც ბიუჯეტი აქვთ კარგ დღეში... 4 .00 ოქრო 431,224 .76 NGN და 136,598 ენერგია არის მათი ბიუჯეტის ანგარიშზე, ნაციონალურ ბანკში კი 50.50 ოქრო და 35075.50 NGN აქვთ რაც მაფიქრებინებს იმას რომ ისინი მთელი ტერიტორიის დაბრუნებას შეეცდებიან თუმცა რამდენად შესაძებელია ეს მაშინ როდესაც შენი მტერი არგენტინაა... არ ვიცი, თუმცა ბრძოლას აზრი ყოველთვის აქვს! მათ აქვთ 2 MPP ვენესუელასთან და ბრიტანეთთან... დაცვა კი აღარ აქვთ...

და პირველზე გავიდაააა.... ჩვენი სამხრეთელი მეზობელი სომხეთიიიი!!!
მათ არ აქვთ არანაირი რეგიონი... არანაირი ბონუსი, ბიუჯეტი 31 .00 ოქროს, 54,867 .11 AMD-ს და 629,880 ენერგიას მოიცავს... ბოლო 7 დღის განავლობაში უდიდესი შემოსავალი 54 ჰქონდათ... ნაციონალური ბანკი კი 0 ოქროს და 261136.95 AMD-ს მოიცავს... ალბათ იტყვით ამაზე ცუდ დღეში იყვნენ სხვები და ეს პირველზე რატომ გავიდაო... გეტყვით...
ამ ქვეყნის ყველა თანამდებობაზე პოლონელები არიან! მაგის გარდა ტერიტორია მთლიანად თურქებს აქვთ დაკავებული, კონგრესი კი საერთოდ არ აქვთ... ჟურნალ გაზეთები ჩამკვდარია... ზოგჯერ 1-2 ადამიანი რაღაცას დაპოსტავს(შეიძლება ითქვას შემოეპოსტება, აბა რა მუღამი უნდა გქონდეს) და სულ ესაა... არანაირი გამოხმაურება. ქვეყნის გვერდზე წერია რომ 152 აქტიური მოთამაშეა...მიუხედავად იმისა რომ სომხეთში მრავალი PTO არის მაინც რთული დასაჯერებელია რომ ამდენნი არიან... ეს ქვეყანა ისეთ ცუდ დღეშია... გამოსავალი არც ჩანს... ვნახოთ როგორ გაგრძელდება მათი არსებობა(თუ ამას არსებობა ჰქვია)


სულ ეს იყო... იმედია მოგეწონათ...


პატივისცემით კონგრესის წევრი და განათლების მინისტრის მოადგილე Rezo Marshall Revishvili