R.P.McMurphy პრეზიდენტად

Day 3,144, 01:52 Published in Georgia Argentina by M i r M i

სალამი.

აქ ბევრი პატარაა და ალბათ არ ემახსოვრება, რომ ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან საქართველოს ჰყავდა მარადმწვანე პრეზიდენტობის კანდიდატი ქართლოს ღარიბაშვილი, მეორე იყო კიდევ მგონი მარგიანი, სახელი არ მახსოვს 😁)) დაახლოებით 3-4 საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა.

ისტორია ამჯერად ესაქართველოში მეორდება და მე ისევ პრეზიდენტობის კანდიდატი ვარ 😁) რატომღაც არის საკმაო რაოდენობა ხალხისა, რომელიც მიიჩნევს, რომ ხელისუფლებაში ყოფნა ჩემთვის იდეა ფიქსია და ხელისუფლების გარეშე ვერ ვძლებ, მაგრამ ეს მხოლოდ მათი აზრია, რომელსაც არაფერი აქვს საერთო რეალობასთან. მე უბრალოდ მიმაჩნია, რომ ჩემი გამოცდილება და ჩემი ცოდნა აქაური ქართველი მომხმარებლების 99%-ის ცოდნაზე და გამოცდილებაზე მეტია და უფრო პროდუქტიულად შევზლებ ქვეყნის მართვას. და ის რომ ეს გამოცდილება და ცოდნა ქვეყანას ხმარდება ამას წესით არც ახლანდელი, ჩემთვის ოპოზიციური მთავრობა უარყოფს, რომლისთვისაც არც რჩევები დამნანებია, არც შენიშვნები, იქნებოდა ეს პმ-ებში თუ სტატიებში.

ამ საპრეზიდენტო არჩევნებშიც არ ვაპირებდი კანდიდატურის დაყენებას, მინდოდა მხარი იმ ადამიანისთვის დამეჭირა,ვინც ჩემი აზრით საკმაოდ ,,გაიზარდა" და დროა ხელისუფლებაში მოვიდეს და ქვეყნის მართვაში უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღოს, ვგულისხმობ ვორიორს, იგივე აშმალახას, თუმცა ვინაიდან დამპლური თამაშები დაიწყო და ქვეყნებიც აქტიურად შეუდგნენ ერთმანეთის ძიძგნას (საცოდავ ესპანეთს 4 ქვეყანა და 2 ალიანსი უტევს) მგონია რომ მომდევნო თვე ამ მხრივ ჩვენთვისაც რთული იქნება, მგონია რომ იქნება ომები და თავდასხმების მეორე ტალღა. აქედან გამომდინარე არ დავუჭირე ვორიორს მხარი, მას ჯერ არ აქვს სათანადო გამოცდილება და ისევ მე დავაყენე კანდიდატურა. თუმცა ვორიორს პრემიერ მინისტრობა შევთავაზე ჩემი პრეზიდენტობის შემთხვევაში.

თუ კი პრეზიდენტი გავხდი, გვექნება ორი ძირითადი პრიორიტეტი, ეს არის ქვეყნის ეკონომიკის განვითარება და ეს არის ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლება.

მინისტრთა კაბინეტი არ იქნება დაკომპლექტებული ძველი, გადაღრძუებული და ცნობადი სახეებით. 😁)) მხოლოდ ერთი გადაღრძუებული მინდა იყოს ეკონომიკის მინისტრი, თომასი - თუ დრო ექნება და თუ დამთანხმდება. არ ვიცი, ჯერ ამაზე არ გვისაუბრია. მას ამ მხრივ საკმაო გამოცდილება აქვს.

სხვა დანარჩენები, ძირითადად ახალი სახეები იქნებიან. ასევე ძალიან მომწონს ერთი მოქმედი მინისტრის მოღვაწეობა, და თუ პრეზიდენტი გავხდი და ისიც თანახმა იქნება იყოს ჩემი მთავრობის მინისტრი, მას ამის შანსი აუცილებლად ექნება.

ჯერ-ჯერობით სულ ესაა. უფრო დაწვრილებით, მომდევნო სტატიებში ვისაუბრებ.

ჩემს ოპონენტებს მოვუწოდებ, არ დაუშვან რომ წინა თვის პრეცედენტი გამეორდეს, მოსახლეობამ ისევ ,,პურზე და წყალზე" გადაიაროს და მათ არ ჰქონდეთ ინფორმაცია თუ რას აპირებს ესა თუ ის კანდიდატი.