o/ ახლებო აქეთ!!! მინდა გესაუბროთ ჭეშმარიტებაზე :)

Day 2,665, 14:40 Published in Georgia Turkey by Bendo7

გამარჯობა,

ამ სტატიას ესაქართველოს რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური გუნდის სახელით გწერთ. მინდა ორიოდე სიტყვით გითხრა რესპუბლიკური პარტიის შესახებ. ჩვენ ვართ პოლიტიკური გუნდი, რომელიც თანაბრად აერთიანებს როგორც გამოცდილ, ისე ახალბედა მოთამაშეებს. ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა უარი თქვა ესაქართველოს პოლიტიკურ ასპარეზზე გავრცელებულ მოდელზე - ერთი ლიდერი და მასზე მიკედლებული პარტიის წევრები. რესპუბლიკელები ყველა გადაწყვეტილებას ღია კენჭისყრით პარტიის საერთო სკაიპ ჩატში იღებენ, ყველა წევრის მოსაზრების გათვალისწინებით და საერთო პოზიციების შეჯერებით. ეს რესპუბლიკური პარტიის წესდებაა: http://www.erepublik.com/en/article/-1344-2446586/1/20. ჩვენ პირველი პარტია ვართ დემოკრატიული მმართველობის პრინციპით, სადაც ყველა წევრის ხმას აქვს თანაბარი წონა. ჩვენი მიზანია მეტი ახალბედა ვუზრუნველყოთ რესურსებით, ვასწავლოთ თამაშის მექანიკა და ჩავრთოთ პოლიტიკაში. საარჩევნო სიაშიც წესდების თანახმად პირველ ნომრად ყოველთვის ახალბედა მოთამშეა. გაიგე მეტი რესპუბლიკელებზე, მოდი ჩვენი პარტიის დიდ ოჯახში და გახდი შემდეგი კონგრესმენი რეპუბლიკური პარტიიდან, პარტიის პრეზიდენტი და საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატიც. ყველაფერი შენზე და შენს აქტიურობაზეა დამოკიდებული მხოლოდ. შემოუერთდი რესპუბლიკელებს, ჩვენი პარტია ერთერთი ძლიერი და გამოცდილი მოთამაშეებით დაკომპლეკტებული პარტიაა.

ეს ჩვენი პარტიის გვერდია: http://www.erepublik.com/en/party/republican-party-of-georgia-4787/1 ჩვენ ყოველთვის მოხარულები ვართ ვიხილოთ ახალი მოთამაშეები ჩვენს რიგებში! 🙂

ეს სასწავლო გვერდია სადაც შეგიძლია თამაში შეისწავლო
http://bit.ly/1APSq9W
თუ შენთვის უფრო უპრიანია ვიდეო-ინსტრუქტაჟი, გიწვევ ასევე იხილო ჩვენი მოთამაშეების მიერ მომზადებული სასწავლო ვიდეოები.
http://bit.ly/17I4DGs 24 წუთიანი
http://bit.ly/1LtkYxX 8 წუთიანი

და რაც მთავარია ახლა, ის ახალბედა მოთამაშე რომელიც ეხლახანს შემოგვიერთდა, მიიღბს რესპუბლიკური პარტიიდან საჭმლისა და იარაღის დიდძალ რაოდენობას. არ დავასახელებ რაოდენობას ვინმეს რომ არ შეშურდეს🙂


მოკლედ მიწერეთ პარტიის პრეზიდენტ NicKs777ს სკაიპი და პარტიულ ჩათში დაგამატებთ, იქ უკეთ დაგეხმარებით და ყველა კითხვაზე გაგცემთ პასუხს. რესურსებსაც განვითარებისთვის საჭირო რაოდენობას ყოველდღიურად სკაიპის მეშვეობით მიიღებთ.