Georgian Democrats

Day 2,621, 09:18 Published in Georgia Georgia by Sergi777

მოგესალმებით, ეს ჩემი პირველი სტატიაა და იმედია არ ჩამქოლავთ :დდ. მოკლედ უკვე ივნისიდან მოყოლებული ვთამაშობ ამ თამაშს, ვიყავი იმ დროსაც, როცა 1 საცოდავი ტერიტორია გვქონდა, ვმონაწილეობდი საქართველოს ტერიტორების გათავისუფლებაში, თუმცა არ ვიღებდი მონაწილეობას პოლიტიკაში, ფაქტიურად მხოლოდ დავალებებს ვასრულებდი. რამდენიმე ხნის შემდეგ თითქოს მომბეზრდა თამაში და ოქტომბრამდე აღარ შევსულვარ. მაშინ გავწევრიანდი პარტიაში Georgian Democrats. ამ პარტიაში მომიწვია დღევანდელმა პარტიის პრეზიდენტმა და ჩემმა მეგობარმა Rezo Marshall Revishvil–მა. მაშინ ეს პარტია ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში გახლდათ, მხოლოდ 21 კაცი ირიცხებოდა ჩემი ჩათვლით. შექმნილმა გარემომ ჩემი ხელახალი დაინტერესება გამოიწვია ამ თამაშის მიმართ. ეს პარტია ნამდვილად სამაგალითოა. აქ არ არსებობს არანაირი დიქტატურა, ავტორიტარულობა და ზღვარი პრეზიდენტსა და უბრალო წვერს შორის. ყველას აქვს აზრის გამოთქმის უფლება, გადაწყვეტილების მიღება კენჭისყრითა და ხმათა უმრავლესობით ხდება, რაც მთავარია, უმცირესობის შეხედულებებისა და აზრების გათვალისწინებით. არცაა ჩემი აზრით გასაკვირი, როგორ მიაღწია ამ პარტიამ წარმატებას, მოკლე ხანში გახდა TOP 2 პარტია. 25-ში უკვე არჩევნებია და ყველა აქტიურად ემზადება. ამიტომაც აირჩიეთ Georgian Democrats, რადგან ამ პარტიას რეალურად შეუძლია ესაქართველოსთვის წარმატების მოტანა და დახმარება. მართალია ჩემი წილი ამ პარტიის განვითარებაში მცირეა და ასე ვთქვათ, სიმბლურიც კი, თუმცა ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ ეს პარტია საამაყო პარტიაა ესაქართველოში.
პატივისცემით მოქალაქე და უბრალოდ პროლეტარი Sergi777