[RPG][GNG] - უკან დაბრუნება და 25 კომენტარის დავალება

Day 2,923, 14:48 Published in Georgia Turkey by TheParanoid.Punk


სალამი ყველა ექართველს.

ვიცი რომ, ომია მაგრამ პოლიტიკას თავს ვერ ავარიდებთ.

რესპუბლიკური პარტია დაბრუნდა დიდი პოლიტიკის ასპარეზზე, შევედით ტოპ-5 ში და მეორე დღესვე შევედით ტოპ-4 პარტიას შორის, ჩვენი მიზნები ბევრად მაღლა მიდის და აუცილებლად მივაღწევთ ამ მიზნებსაც.

ვემზადებით კონგრესის არჩევნებისათვის, მიუხედავად იმისა რომ საკმაო რაოდენობის კანდიდატები დაგვიგროვდა, ვაანალიზებთ იმას რომ ყველა მათგანი შეიძლება არ მოხვდეს კონგრესში, ამიტომ როგორც ადრე ვახსენეთ ესაქართველოს ყველაზე დემოკრატიული პარტია განაგრძობს თავის პოლიტიკას, ეს ყველაფერი შიდა საპარტიო საქმეებია თუმცა გადავწყვიტე მაგალითი მომეყვანა თქვენთვის თუ რას ნიშნავს დემოკრატია.

ჩვენი პარტიის თითოეული წევრი ჩამოწერს სიას, თუ ვინ რომელ ადგილზე ურჩევნია, რომ მოხვდეს, ამ მომენტში გვყავს 12 კანდიდატი, პარტიის ყველა წევრი დაწერს 1 დან 12 მდე სიას და ყველა კანდიდატს მიანიჭებენ თავის ნომრებს, შესაბამისად 1 ადგილიდან ქვემოთ წამოვა ქულების მინიჭება, 12 დან ქვემოთ 1 ქულამდე (პირველი ადგილი იღებს 12 ქულას ხოლო მე-12 იღებს 1 ქულას), არის კრიტერიები თუ ვინ როგორ ადგენს სიას, მაგალითად, აქტიურობა, გამოცდილება და ა.შ.

ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია გახდეს რესპუბლიკური პარტიის წევრი, იაქტიუროს გამოიჩინოს თავი, გაგვიზიაროს იდეები, ეს ყველაფერი კი უკეთ გააცნობს თქვენს თავს ყველა პარტიის წევრს და კონკრეტულ ადამიანსაც გაუჩენს სურვილს მოწინავე პოზიციებზე დაგაყენოთ კონგრესის სიაში.

მინდა კიდევ ერთხელ გამოვაცხადო ჩვენს პარტიაში და მუ-ში მიღება.

შემოგვიერთდით და გახდით ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ჯგუფის წევრი, შემოგვიერთდით და მიიღეთ თქვენი ადგილი პარტიის ჩათში, შემოგვიერთდით და მიიღეთ კუთვნილი ხმა, შემოგვიერთდით და მიიღეთ გამოცდილება, შემოგვიერთდით და იბრძოლეთ საქართველოსთვის.

მიყევით შემდეგ ლინკებს :









ასევე ეს სტატია არის ნაწილი ჩემი 25 კომენტარის დავალებების, ამიტომ განურჩევლად პარტიებისა დამიწერეთ კომენტარები, დიდი მადლობა ყურადღებისთვის