[რესპები] გახდი რესპუბლიკელი დღეს!

Day 2,492, 18:52 Published in Georgia Turkey by Bendo7


რატომ???
.......
1. იმიტომ რომ ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად დემოკრატიული პარტიული სისტემა ჩამოვაყალიბოთ სადაც ნებისმიერს ექნება საშუალება კარიერური წინსვლის, რესპუბლიკელებში ნებისმიერ კომპეტენტურ პირს შეუძლია წამოაყენოს თავისი კანდიდატურა პარტიის პრეზიდენტის შემდეგ არჩევნებზე და ეს არ იქნება საწყენი არავისთვის, პირიქით. თანაპარტიელების უმრავლესობა გადაწყვიტავს ხმის მიცემით.

2. იმიტომ რომ ჩვენი პარტია არ არის აწყობილი ერთ ან რამოდენიმე პიროვნების ირგვლივ, რომლებსაც პარტია მათი საკუთრება გონიათ და რომელიმე თანაპარტიელის მიერ პარტიის დატოვება აღიქმება როგორ მათი პირადი ღალატი.

3. იმიტომ რომ ჩვენ ვართ ახლადჩამოყალიბებული გუნდი, ჯერ კიდევ ბოლომდე ჩამოუყალიბებელი, შესაბამისად თავიდანვე ჩვენთან გაწევრიანება უფრო დიდ შანს იძლევა პარტიის სათავეებთან მოსახვედრად, ვიდრე შემდეგ დიდი კონკურენციის პირობებში.

4. იმიტომ რომ ჩვენთვის მიუღებელია აზრი თითქოს თითოეული ემოქალაქე თამაშის დაწყებისას თუ შევიდა რომელიმე პარტიაში შემდეგ ვალდებულია მთელი თამაში განმავლობაში იმ პარტიაში დარჩეს. პირიქით, ჩვენ ვემხრობით აზრს რომ ამ მხრივ იყოს სრული თავისუფლება და მოქალაქეებს არ მოერიდოთ პარტიის დატოვება თუ მისთვის არასასურველი გახდა იქ ყოფნა. ეგ აუცილებელია პარტიებს შორის საღი კონკურენციის ჩამოსაყალიბებლად. შეიძლება დღეს რომელიმე პარტიას ძლიერი და აქტიური გუნდი ყავს შეკრებილი და სწორ პოლიტიკას ატარებს ქვეყნის განვითარებისთვის, მაგრამ ვინ იცის რა იქნება ერთ თვეში? არცერთი პარტიის მხარდაჭერა არ უნდა იყოს უაზროდ ფანატიკური, ყოველი არჩევნების წინ დაფიქრდი და ისე აირჩიე!

5. იმიტომ უნდა გაწევრიანდე ჩვენთან რომ დაგვეხმარო ჩვენი იდეოლოგიის გავრცელებასა და დამკვიდრებაში. ჩვენ მოვდივართ ახალი იდეებით, ახალი რეფორმებით, ახალი პროექტებით და დიდი ამბიციებით! გახდი ერთერთი ჩვენთაგანი, ერთად ვიზრუნოთ ესაქართველოზე!

თუ სურვილი გაგიჩნდება გაწევრიანდეთ რესპუბლიკურ პარტიაში მიმართეთ ეხლანდელ პარტიის პრეზიდენტს ManteX რომ გაგაწერვრიანოთ პარტიის ჩათში და იქ გაიზიარეთ ჩვენი იდეები.
ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა! ცოტა აცივდა მაგრამ მაინც 🙂


გახდი რესპუბლიკელი დღეს!!!