[PS] - სიახლეები და ინტერვიუ

Day 2,946, 10:39 Published in Georgia Turkey by TheParanoid.Punk


გამარჯობა ქართველებო.

ბევრი სათქმელი ამჟამად არაფერია, თუმცა მაინც გეტყვით ორიოდ სიტყვას თუ რა ხდება და რა გველის ხვალ.

პირველ რიგში შეტევა რომელიც მზადდება ირანზე, ამჟამად ოფიციალურად ჩართულია 3 ქვეყანა.

საქართველო :


თურქეთი :


კვიპროსი :



ასევე აუცილებლად დაგვეხმარებიან ჩვენი მოკავშირეები.


თავდაცვის მინისტრის სტატია : http://www.erepublik.com/en/article/-mod-natural-enemy-1-2570846/1/20


რაც შეეხება სხვა მინისტრებს, განათლების მინისტრი (Temsisi) დროის არ ყოფნის გამო ვერ შეძლებს პოსტზე დარჩენას, ჩემთვის ცნობილია რომ ახლა მიმდინარეობს ნორმალური კადრის ძებნა ამ პოზიციაზე.

საგარეო საქმეთა მინისტრისგან გავიგე, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები ჩვენს მოკავშირეებთან, ირანთან ომის წარმოების მიზნით და ასევე აქტიურად იდება ურთიერთდაცვის ხელშეკრულებები.


ახლა კი მეგობრებო მინდა შემოგთავაზოთ პატარა ინტერვიუ ჩვენი ალიანსის ლიდერთან. (mrle1982)

გამარჯობა, რას ფიქრობთ საქართველო-ტაილანდის დღევანდელ ურთიერთობებზე?

გამარჯობა, ვთვლი რომ ახლა ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს, მოგვწონს რომ საქართველო ჩვენი მოკავშირეა და გახარებულები ვიყავით როცა ალიანსში შემოხვედით, ახლა რამდენიმე ქართველი ჩვენს მუ-შიც კი თამაშობს, მომავალში კი ვიმედოვნებ გავხდებით როგორც ერთი მთლიანი და ასევე ვიბრძოლებთ.

საქართველოს პრეზიდენტმა გამოიტანა ირანის ნე, რაც ნიშნავს რომ დაიწყება ირანთან ომი, მზად ხართ დაეხმაროთ საქართველოს ომში?

რა თქმა უნდა მზად ვართ, მიუხედავად იმისა რომ ახლახანს გვქონდა ომი პოლონეთთან, ყოველთვის გვიხარია სხვას რომ ვეხმარებით მით უმეტეს ასეთ მეგობრულ ქვეყანას როგორიც საქართველოა, დარწმუნებული ვარ მაგრად ვიმხიარულებთ.

არის გეგმაში სხვა ქვეყნების მოწვევა ჩვენს ალიანსში?

გეგმა რა თქმა უნდა არის და უკვე შევთავაზეთ ხორვატიასა და თურქეთს გაწევრიანება, მაგრამ მემგონი არ მოვწონვართ მათ რადგან ჩვენ უფრო ძლიერები ვართ.

რას იტყოდით საქართველოს სამხედრო პოლიტიკის მიმართულებაზე?

მოკლედ და ზოგადად, რომ ვთქვათ საქართველოს სამხედრო მიმართულება ემთხვევა, ტაილანდისას, ამიტომაც ვართ ერთ ალიანსში, მე ვთვლი რომ საქართველოს ბევრად გააძლიერებს ირანთან ომი, ველოდებით ომის დაწყებას მოუთმენლად.

რაიმეს თქმა ხომ არ გსურთ საქართველოს მოქალაქეებისთვის?

დიდება Tripod - ს ! (ცოტა შევცვალე სხვანაირად რომ არ გაიგოს ხალხმა)

მადლობა ყურადღებისთვის



მივცეთ ხმა სტატიას და არ დავიშუროთ შემოწირულობები 🙂