[PS] - პრეზიდენტის პრესსპიკერი

Day 2,938, 13:16 Published in Georgia Turkey by TheParanoid.Punk


გამარჯობათ ექართველებო.

მორჩა არჩევნები, ეს არჩევნები იყო უკიდურესად დაძაბული, ფაქტიურად ბოლო წუთამდე არ იყო გადაწყვეტილი გამარჯვებული, თუმცა გაიმარჯვა Temsisi II- მა, მასთან შეთანხმებული ვიყავი უკვე, რომ თუ იგი მოიგებდა არჩევნებს, მე პირადად ჩემ თავზე ავიღებდი სტატიების წერას, მე დავეკონტაქტები ყველა მინისტრსა და პრეზიდენტს, გავიგებ მათგან თუ რისი გაკეთება სურთ და რაც გაკეთდება იმასაც მოგახსენებთ.
ამ ყველაფერს თქვენ წაიკითხავთ სტატიებში, რომლებიც რამდენიმე დღეში ერთხელ დაიწერება.

თუ თქვენ დაინახავთ სტატიას რომლის სათაურის დასაწყისშიც წერია [PS] (Press Secretary) აუცილებლად შემოდით, წაიკითხეთ და მიეცით ხმა, ასევე დააკომენტარეთ თუ რაიმე გაქვთ სათქმელი, რადგან ამ სტატიებს მე პირადად გავუგზავნი მინისტრებს, რომ მათ შემდეგ გადახედონ კომენტარებს და შეაფასონ თავისივე სამუშაო.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ აქვს მნიშვნელობა პარტიას, სამხედრო დანაყოფს და შეხედულებებს, ეს სტატიები იქნება არა პოლიტიკური, ეს სტატიები იქნება უბრალოდ ხალხის ინფორმირებისათვის, ასე რომ არ დაიშუროთ ხმები...

არ ვიცი ადრე როგორ იყო, არსებობდა თუ არა ასეთი პოზიცია ჩვენს ქვეყანაში, თუმცა არ იქნება ურიგო მომავალშიც გაგრძელდეს ასე.

მადლობა ყურადღებისათვის.