[NFG] წინასაარჩევნო მიმართვა

Day 2,781, 13:26 Published in Georgia Cyprus by The Yamamoto


მოგესალმებით!
მე ვარ G. N. SOLDIER (ნიკოლოზ ხუცურაული), „National Front of Georgia”-ს ვიცე–პრეზიდენტი და E-საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი 5 ივლისის არჩევნებში.
არ მიყვარს საკუთარ თავზე საუბარი და ამიტომ აღარ გავაგრძელებ, მაგრამ ვისაუბრებ იმაზე თუ რას გავაკეთებ ჩემს გუნდთან ერთად არჩევნებიდან ერთი თვის განმავლობაში.
ესაქართველო არის ის ქვეყანა, რომელიც მრავალი თვეა იბრძვის ადგილის დასამკვიდრებლად ვირტუალურ მსოფლიოში და მართლაც ვთვლი, რომ იმ უხუცესი მოთამაშეების დამსახურებით საქართველომ დაიკავა საკუთარი ადგილი და დადგა ის დრო, როცა ქვეყანას ახალი დიდი რეფორმები სჭირდება.

„National Front of Georgia”–მ ბოლო პერიოდში სრული განახლება განიცადა, ჩამოყალიბდა და დიდი მიზნები დაისახა. ჩვენი იდეები ჩვენს საქმეში გამოჩნდება:

უპირველესი პრობლემა, რომლის გადაჭრასაც პრიორიტეტულად ვთვლით არის ის, რომ ქვეყნის ღირსების საქმეა აფხაზეთის დაბრუნება. ჩვენ დავიბრუნებთ აფხაზეთს!
სომხეთთან ომმა გვიჩვენა, რომ ომი ქვეყნის მოთამაშეების გააქტიურებასა და მოტივაციის ზრდას იწვევს,პირვლ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას ვინც წვლილი შეიტანა ამ ომში, გპირდებით თუ გამოჩნდა ჩვენი ტერიტორიების გაზრდისთვის რაიმე შესაძლო და გონივრული ვარიანტი აუცილებლად განვიხილავ და დაგაღვრევინებთ მტრის სისხლს.
მნიშვნელოვან პრობლემად ვთვლი, ძლიერი აქაუნთების ნაკლებობას, ამიტომ ჩვენი მთავრობა იზრუნებს იმისათვის, რომ აქტიურმა და მოტოვირებულმა მოთამაშეებმა შეიძინონ ახალი აქაუნთები.
მაქსიმალურად გავზრდით საგარეო საქმეთა სამინისტროს დატვირთვას, რათა ქართული რეფორმები გაიცნოს მსოფლიომ და ჩვენი ქვეყანა მეტად პოპულარული გახდეს.
მნიშვნელოვანი და ძირეული რეფორმების გატარება იგეგმება ეკონომიკის კუთხით.
ვიზრუნებთ ინვესტორების მოძიებაზე, რათა მათ დაბალი გადასახადების პირობებში შეძლონ ჩვენი ქვეყნის ბაზარზე წარმატებული ვაჭრობა და ამისათვის ჩემი გუნდი ყველაფერს გააკეთებს.
მაქსიმალურად ვიზრუნებთ მოთამაშეების რაოდენობის გაზრდისათვის!
მაქსიმალურად შევამცირებთ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ბიუროკრატიულ წინააღმდეგობებს და 24 საათიან რეჟიმში აქტიურად ვიმუშავებთ ქვეყნის საკეთილდღეოდ!

ჩემი მინისტრთა კაბინეტი ასეთი იქნება:

პრემიერ-მინისტრი:Uncrowned King
თავდაცვის მინისტრი:Georgian Ghost
საგარეო საქმეთა მინისტრი:Luka Koberidze
განათლების მინისტრი:Georgian woolf
გუბერნატორი:Tengiz I

მთავრობის შემადგენლობაზე შემდეგ სტატიაში დავწერ ვრცლად, არ ვაპირებ არც ერთი სამინისტროს გაუქმებას ყველა განაგრძობს თავის საქმეს როგორც ადრე. ( თუ დავინახე რომ რომელიმე დამატებითი სამინისტრო გაუსაქმურდა პირობას გაძლევთ აღარ განაგრძობს ფუნქსიონირებას)



ბოლოს დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მხარდამჭერ პოლიტიკურ პარტიებს:
United Georgian Party
Christich Soziale Union
Georgian Democrats


წარმატებებს გისურვებთ! მადლობთ მხარდაჭერისთვის!

მეგობრებო, 5 ივლის მონაწილეობა მიიღეთ არჩევენბში და მხარი დამიჭირეთ მე და ჩემს გუნდს!
ერთად უკეთესი საქართველოსთვის!
G. N. Soldier