[MOD] Sic vis pacem para bellum

Day 2,676, 00:35 Published in Georgia South Africa by Excellence.


მოგესალმებით მეგობრებო და თანა-ე-მოქალაქეებო
ჩემთვის ახალი და უცხო ამპლუით უნდა წარმოგიდგეთ. ამჯერად აწ უკვე თავდაცვის მინისტრის სახით.
ვეცდები გავამართლო მოსახლეობის იმედები.

არ დავიწყებ გრძელ გრძელი სტატიების წერას, მოკლე და ლაკონური ბრძანებები იქნება.
"Sic vis pacem para bellum"-თუ გინდა მშვიდობა ემზადე ომისთვის...
რუსეთის სავარჯიშო ომმა დაგვასუსტა და ამიტომ საჭიროა ძალების რაც შეიძლება სწრაფი აღდგენა...
შეასრულეთ სტანდარტული დეილი ორდერები, დააგროვეთ ენერჯი ბარები.
რამდენიმე კვირა ესე მოვძლიერდეთ და მერე საბჭოს გადაწყვეტილებით რომელიმე ქვეყანაზე გავილაშქრებთ.
იმედი მაქვს ზელანდიის კამპანიაზე არანაკლები თავგადასავლები გველის.


შეავსეთ ფორმა


ამ მშვიდობიან პერიოდში მინდა თქვენი დახმარება რომ სტრუქტურულად გავმართოთ თავდაცვის სამინისტროს საქმიანობა.
პირველ რიგში უნდა ისევ ავამუშაოთ ძველი სქემა რომლის დროსაც ყველა დივიზიონს ქონდა თავისი სკაიპ ჩატი სადაც მხოლოდ ერთი დივიზიის ხალხი იქნება თავმოყრილი და ომის დროს კოორდინირებულად იმოქმედებენ.
ყველა დივიზიას დაენიშნება თავისი კაპიტანი. (კაპიტნების მოვალეობები სხვაგან გაიწერება)
შეიქმნება სამხედრო შტაბი სადაც გაწევრიანდებიან დივიზიის კაპიტნები, თავდაცვის მინისტრი და საჭიროების შემთხვევაში დაემატება სამხედრო დანაყოფის (Military Unit) მეთაურები ან მმართველი საბჭორ რომელიმე წევრი.
ამ საქმეში დამჭირდება თქვენი ყველას დახმარება ვისაც ქვეყნის თავდაცვის უნარიანობაზე შესტკივა გული.
სანამ მშვიდობაა ომისთვის ვემზადოთ.
პრაქტიკაში გვაჩვენა რომ დივიზიონებად დაყოფა კარგი შედეგია. პოლონეთის აირ სტრაიკის დროს კარგად გამოჩნდა მობილიზებულობა. პირადად მე დ1ის ჩატში ვიბრძოდი და ძალიან კოორდინირებულად ვომობდით. ყველა პარტიის და ყველა დანაყოფის წევრი.


პ.ს. ჩემამდე ბევრი თავდაცვის მინისტრი იყო და მათაც ვთხოვ დახმარებას.
პირველ რიგში მომაწოდეთ სურათები და ეგეთი რაღაცეები სტატიების გასაკეთებლად და ბრძანებების დასაწერად და ასევე გამიზიარეთ თქვენი გამოცდილება.
მახსოვს ძველი შტაბის ამბავი ბევრჯერ ვცდილობდით სამხედრო შტაბის შექმნას და მათ შორის მანტექსა იყო მგონი პირველი ვინც ეს აზრი წამოაყენა. მინდა რომ შტაბის სახით ქმედითი ორგანო შევქმნა, რომელიც მხოლოდ ომის დროს დაგვჭირდება.