[MOD] სამხედრო დანაყოფის GAF-ის რეორგანიზაცია

Day 2,829, 03:51 Published in Georgia Spain by Drikechito


მოგესალმებით,

საქართველოს ძირითად სამხედრო დანაყოფში იწყება რეორგანიზაცია, GAF-ის მებრძოლებმა ირანის წინააღმდეგ ბრძოლებში, უდიდესი წვლილი შეიტანეს თუმცა ჩვენ უკეთესის პრეტენზია უნდა გვქონდეს.

ამიტომ გაფ-ი, როგორც ქვეყნის ძირითადი სამხედრო დანაყოფი დაკომპლექტებული უნდა იყოს გამოცდილი მებრძოლებით.

ვინც დღევანდელი მდგომარეობით გაფ-ში იმყოფება და აქვს 1500 ძალაზე ნაკლები, ავტომატურად წაიშლება, ყველას მოგიწოდებთ გადახვიდეთ კადეტების სამხედრო აკადემიაში აქ სადაც თქვენ მიიღებთ გამოცდილებას, უფრო მეტ ინფორმაციას თამაშის შესახებ, მოძლიერდებით და ამის შემდეგ ისევ შეგეძლებათ დაბრუნდეთ GAF-ში.



კადეტებში თქვენ გეყოლებათ მენტორები, რომლებიც გაგარკვევენ თამაშის სპეციპიკაში, ვინც გარკვეულია, მიიღებთ დამატებით ინფორმაციას და გამოცდილებას როგორც კი 1500 ძალას გადაცდებით კადეტების კომანდირის, მეორე კომანდირის რეკომენდაციით მოხდება თქვენი გადმოსვლა GAF-ში.

კადეტების წარმატებით დამთავრების შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ 100 ქ7 იარაღს, თუ რა თქმა უნდა დაბრუნდებით ისევ გაფში.



GAF-ი დაიხურება, და მხოლოდ რეკომენდაციებით და გასაუბრებებით მოხდება მოთამაშეების გაწევრიანება. ირანის ომის დროს უამრავი უცხოელი მოთამაშე გვზვერავდა და ინფორმაციებს იღებდა ჩვენს შესახებ, თან თამაშის წესებიდან გამომდინარე თუ ახალი მოთამაშე შემოუერთდა სამხედრო დანაყოფს, მისი წაშლის უფლება არ გაქვს 3 დღის განმავლობაში, შესაბამისად ეს ქმნიდა სირთულეებს.



დღეს დღის ბოლომე გაფ-ს დატოვებს ყველა მოთამაშე ვისაც 1500 ძალაზე ნაკლები აქვს და მოგიწოდებთ გადახვიდეთ >>>აქ
ვინც თვლის, რომ ამ თამაშის სპეციპიკა იცის და მიახლოებულია 1500 ძალას, ან ცოტა დარჩა მაქამდე, მომწერეთ და შეიძლება გამონაკლისიც დავუშვათ.



ასევე ვინც თვლის, რომ კადეტებში შეძლებს ახალი და გამოუცდელი მოთამაშეების დახმარებას, მათ კითხვებზე პასუხის გაცემას, დაწერეთ კომენტარებში და კადეტებში დაინიშნებით მეორე კომანდირებად და კაპიტნებად. ეს ყველაფერი კეთდება იმიტომ, რომ მოხდეს ჩვენი გაძლიერება სამხდერო კუთხით.
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით ასევე შეიქმენბა სამხედრო ჩატები დივიზიების მიხედვით, რათა ორგანიზებულად მოხდეს კომუნიკაცია მოთამაშეებს შორის, ომის დროს.
ვისაც შეიგძლიათ გააკეთეთ და მომაწოდეთ გაფ-ისთვის ავატარები ყველას ერთი, რომ ქონდეს.
პატივიცემით
Gerogian Ghost