[MOD] ამის გაკეთება მნიშვნელოვანია !

Day 2,709, 06:11 Published in Georgia North Macedonia by Le Saliery





მოგესალმებათ თავდაცვის სამინისტრო !..

ახლა კი მოგახსენებთ იმის შესახებ, თუ რისი შეცვლა მსურს.


პირველ რიგში მნიშვნელოვანია, მოწესრიგდეს ესაქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო დანაყოფი, ქართული არმია.

გადავხედე არმია და რეჯიმენტების უმრავლესობას კაპიტანი არ ჰყავს. კაპიტნის არ ყოლა იწვევს რეჯიმენტის არანორმალ ფუნქციონირებას, ეს კი მოქმედებს მთლიან სამხედრო დანაყოფზე.
ამიტომ მნიშვნელოვანია დავნიშნოთ ისეთი კაპიტნები, რომლებიც დიდ ყურადღებას დაუთმობენ რეჯიმენტებს, თუ ეს მოხერხდება, და მე დიდი იმედი მაქვს რომ ეს არაჩვეულებრივად გამოგვივა, მაშინ ჩამოვაყალიბებთ მართლა ძლიერ სამხედრო დანაყოფს.


მეორე პრობლემა, ეს არის ბრძოლის დროს საჭირო დივიზიაში საჭირო ჯარისკაცის არქონა.
ვაკვირდებოდი ამ მოვლენას პერუსთან ომის დროს და ვხედავდი, თუ როგორ ეძებდნენ ენერგიაგამოლეული თავიანთ შემცვლელებს, მაგრამ ძნელად თუ პოულობდნენ მათ.
ეს ძალზედ მნიშვნელოვანი პრობლემაა, რადგან ომის დროს საჭიროა მუდმივად გამოვნახოთ ვინმე ჯარისკაცი ენერგიაგამოლეულების შესაცვლელად.

ამ პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა გვყავდეს დივიზიების სარდლები, რომლებიც ცალკე მოაგროვებენ თითოეული დივიზიის ჯარისკაცებს და საჭირო მომენტში გამონახავენ შემცვლელს.

დივიზიონების სარდლების მოვალეობა იქნება ასევე, ომის დროს თითოეული რაუნდის შემდეგ თავდაცვის მინისტრისა და პრეზიდენტისთვის ანგარიშის ჩაბარება, თუ რა მოხდა თითოეულ რაუნდში და რა სიძნელეებს წააწყდა კონკრეტულ რაუნდში მისი დივიზია.


კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, ეს არის ომის დროს ესაქართველოს "განსაკუთრებით ძლიერი" ჯარისკაცების "დაკარგვა", ანუ საჭირო დროს მათი არ ყოფნა.
ამიტომ მე მაქვს ასეთი შემოთავაზება.
დავიტოვოთ მეტად მნიშვნელოვანი ჯარისკაცების სატელეფონო ნომრები და საჭიროების შემთხვევაში დავუკავშირდეთ და შევატყობინოთ ის ვითარება რა ვითარებას ესაქართველოს აქვს და ინფორმირებული ვიყოთ, თუ როდის შეძლებენ ისინი ჩვენს დახმარებას.


ამ დროისათვის ჯერ–ჯერობით სულ ეს იყო, მოგვიანებტ შევეხებით სხვა პრობლემებსაც.
თუ ტქვენ არ მოგწონთ რამე, რაც შეეხება თავდაცვას, მოგვწერეთ ჩვენ და დავფიქრდებით ამ თემაზე.


თუ რამე გაინტერესებთ, მოგვწერეთ:

მინისტრი – Le Saliery
მინისტრის მოადგილე – VuXman
მინისტრის მოადგილე – Strategi1