ინტერვიუ Georgian Democarts-ის პრეზიდენტ და კონგრესმენ Rezo Marshall Revishvil-თან

Day 2,622, 09:46 Published in Georgia Georgia by Sergi777


მოგესალმებით, ისევ თქვენთანაა თქვენი პროლეტარი Sergi 777. როგორც იცით ხვალ კონგრესის არჩევნებია და ამასთან დაკავშირებით მინდა წარმოგიდგინოთ ინტერვიუ Georgian Democarts-ების პრეზიდენტთან, განათლების მინისტრთან და კონგრესმენ Rezo Marshall Revishvil-თან.
-მოგესალმებით ბატონო რეზო, მადლობა, რომ დაგვთანხმდით ინტერვიუზე.
-გამარჯობათ ბატონო სერგი :დ
-პირველ რიგში მინდა გკითხოთ Georgian democarts-ების შესახებ, როგორ შეიქმნა, რა გზა გამოიარა?
-ძალიან გრძელი გზა გამოიარა... ჯერ მხოლოდ გეგა იყო, მერე რამდენიმე ადამიანი შეემატა მერე მე, შემდეგ Georgian Warrior და Achi Zabakhidze ამის შემდეგ კი წინ ძალიან დიდი ძალებით წავედით... შემდეგ პრობლემა იყო ჩვენთვის ტოპ 5 რადგან ქრისტიან დემოკრატებს ფილიალად მეორე პარტია ქრისტიან სოციალისტები ჰქონდათ, ეს დიდი პრობლემა იყო თუმცა ჩვენ მაინც შევძელით გაძლიერება ვიბრძოლეთ ბევრი და დღეს ხედავთ რომ მეორე ადგილზე ვართ, მინდა ხაზი გავუსვა რომ უკვე საკმაო ხანია ამ პოზიციას ვინარჩუნებთ.
-ახლა გადავიდეთ შემდეგ კითხვაზე. რა იდეოლოგიაზე და იდეებზეა დამყარებული თქვენი პარტია?
-პარტია დამყარებულია დემოკრატიაზე, ყოველი გადაწყვეტილება მიიღება დისკურსიით შემდგომ კი გამოკითხვით...
რეალურად მოწინააღმდეგე ნაკლებადაა ხოლმე რადგან დისკურსიისას ისედაც ვარკვევთ სწორი მოსაზრება გვაქვს თუ არა...
ეს ძირითად შემთხვევაში თორემ არის ისეთი შემთხვევები როდესაც ესე მარტივად არ ირკვევა სწორი ხარ თუ არა შენს მოსაზრებაში... ამ შემთხვევაში ყველას თავისი აზრი ჰგონია სწორი... უმრავლესობით კი წყდება რომელ მოსაზრებას გავუკეთებთ რეალიზაციას.
-რა არის თქვენი პარტიის მიზნები? უფრო სწორად მოკლედ გვითხარით თქვენი პარტიის პოლიტიკური და ეკონომიკური პორგრამის შესახებ, რას აპირებთ და რა იდეები გაქვთ ამ მხრივ?
-ჩვენი მიზანია კონგრესის არჩევნებზე მეორე ადგილზე გავიდეთ... ეკონომიკური პროგრამა ჩამოყალიბებული ნამდვილად არ გვაქვს, როგორც ჩემმა თანაპარტიელმა თავის დროზე თქვა (თუ არ ვცდები ნუგო იყო) როდესაც ხალხი დიდ ფულზე იმუშავებს, ექნებათ განათლება შემდეგ ისევ საქართველოს მოახმარენ ამას... მე მქონდა მოსაზრება გაგვეკეთებინა ლატარეა საქართველოში მომუშავეებზე თუმცა არ მოიწონეს...
-რას იტყოდით ესაქართველოს სიტუაციაზე, ბევრი ხარვეზია და ბევრი რამაა შესაცვლელი?
-ალბათ ხალხთან კონტაქტი... სამინისტროებმა უფრო უნდა იაქტიურონ...
სამწუხაროდ მე ამ ბოლო დროს აქტიურობას მოვუკელი, დაიწყო სკოლა და... მარა მალე აღარ იქნება მაგისი პრობლემა, რაღა მალე ორშაბათიდან ვიაქტიურებ.
-და ბოლოს, შეგიძლიათ გვითხრათ რა ხდება ამჯამად პარტიაში?
-განვითარება... მოთამაშეების და პარტიების განვითარება.... დემოკრატიის განმტკიცება პარტიაში... აქვე მინდა მადლობა ვუთხრა ყველა თანაპარტიელებს ერთგულებისთვის.
-ძალიან დიდი მადლობა ბატონო რეზო ამ ინტერვიუსთვის, გისურვებთ წარმატებებს არჩევნებზე.
-არაფრის, მადლობა.