ჩვენი ბრძოლა - (A.K.A Unser Kampf)

Day 2,902, 11:55 Published in Georgia Georgia by L 1 0 N

-


მოგესალმებით მეგობრებო!!!

გადავწყვიტე ნოსტალგიას შევეჭიდო და ძველი დრო გავიხსენო, ასევე ცოტა პოლიტიკური აგიტაციაც ჩავაკვეხო.

და რაც მთავარია ვუთხრა ჩვენ დამწყებ პოლიტიკოსებს რატომ არის საჭირო აქტიურობა.

„ იყო და არა იყო რა , იყო ერთი კომბლე...


დაახლოებით ერთი წლის წინ ბატონმა კაატინგამ, იგივე მაკმერფიმ (იმ დროისთვის ცნობილმა) "ირინამ" დამითმო თავისი პოზიცია და მე როგორც ამომავალი ვარკსვლავი უდაბნოთაი და საქართველოს ერთადერთი იმედი,ფეტელზე სწრაფი და ჭინჭველზე გამრჯე, საპრეზოდენტო კანდიდატად წარმადგინა... კარგით გადავამეტე

ხალხის სიყვარულით და გაერთიანებული ქართული პარტიის მხარდაჭერით არჩევნებში გავიმარჯვე.

ჩემი და ჩვენი გუნდის მუშაობას იმ დროისთვის შემიძლია წარმატებული ვუწოდო, ჩვენ ვიყავით საქართველოს ისტორიაში პირველი მთავრობა ვინც ჩვენი სამშობლოს ფარგლებს გარეთ გაილაშქრა და საქართველო ნიკოფსიიდან ველინგტონამდე( კაციშვილს ფეხი არ დაუდგამს მანამდე აქ :დ ) გადაჭიმა. შევქმენით და ავამუშავეთ არაერთი პროგრამა:

- დასაქმება (რომელიც იმის შემდეგ ბევრმა მიიწერა)
- სესხები(ჯიმის იდეა რომლის განხორციელებაც მოვახერხეთ)(ჯიმი ნაპოლეონივითაა,არაფერი უკეთებია,მაგრამ სესხებით ისტორიაში რჩება ;დ)(კაი ხო მეორეჯერ კარგი ტიპი იყო - კადეტების სრული დატვირთვით მუშაობა (მადლობა ვულფს)(ეს ბიჭი გადაყვება სმას და მოწევას)
- გავამყარეთ ურთიერთობა მეზობელ ქვეყნებთან.
- მოვაწყეთ არაერთი ე.წ ბეიბი ბუმი რის შედეგადაც მოსახლეობა ერთი ორად გავზარდეთ.
გადავიტანეთ მასიური შეტევები ჯიმის და მანტექსას მხრიდან.

დიახ მეგობრებო ეს ჩვენ ვიყავით: ჯავა, ჩარლი, ტომასი, სტივი, მე და ჩვენს უკან მყოფი ჩვენი ძმანი თავისი ორი პარტიით

შემდეგ მოვიდა შეუდრეკელი, მეომარი, დიპლომატიურად შეუპოვარი,ქვის ქვაზე არ დამტოვებელი,უტეხი ვითა კაატინგას დაუცხრომელი სურვილი პრეზიდენტობისა და მშრომელი ლუკა კობერიძე და ჩვენი დანატოვარი ამაყად და უშეცდომოდ გააგრძელა. იგი ახლაც წარმატებულად განაგრძობს პოლიტიკურ ცხოვრებას და თავის საქმეს იდეალურად ასრულებს.

არ შემიძლია ავღნიშნო ის ფაქტი რომ ჩვენი შრომა აშენდა საძირკველზე რომელის აშენებაშიც თითოეულმა ქართველმა შეიტანა წვლილი.

განსაკუთრებით უნდა ავღნიშნო

ჩვენი პირველი პრეზიდენტი როსმედიანი

ჩვენი ურაინელი ძმა სტივი,

ჩვენი გადარეული, უდიდესი პატრიოტი და საქართველოზე შეყვარებული მაკმერფი.

და ბოლოს ლეგენდა, საქართველოს არერთხეელ ჩასული და ამოსული ვარკვლავი, დიადი მასონი,პირველი ქართველი განმანათლებელი,ადამიანი,რომელიც ჟან-ჯაკ რუსოს ბადალს არ უდებს, ერთადერთი და განუმეორებელი "ქართველი მგელი" AKA "Georgian Wolf"-ი


ამის შემდეგ იყო არაერთი პრობლემა, არაერთი კამათი, ლანძღვა გინება და ა.შ მაგრამ დიქტატურის შემოტანამ ყველაფერი მოაგვარა. ნუ მოაგვარა როგორ ეს პრობლემები შეაჩერა მაგრამ უნდა აღინიშნოს რომ პარტიულ ცხოვრებას ბოდიშით მაგრამ, დედა მოუტყნა.

ეს სანამ ყველაფერს „ბოდიშით, მაგრამ“ დედა მოეტყნა
კაცი მარადმწვანე გოვერნორი და უდრეკი დიქტატორი




ახლა ვუყურებ კანდიდატების სიას და მიხარია, 5 კანდიდატი ხუთივე აქტიური და მონდომებული, თითქოს მუხტი დაბრუნდა, კომენტარებში კამათი დაიწყო, ხალხი გააქტიურდა რაც მისასალმებელია.
(აქვე ჩემს აზრზაც ჩავაკვეხებ გიოს ბრძნულ დებულებასთან ერთად- ერთმანეთის ჯიკებისა და დაჯმის გარეშე არაფერი გამოვა, ხალისი 0 - პოლიტიკა 0- მადლობთ ყურადღებისთვის - Luka)

ამ სტატიის მთავარი იდეა ის არის რომ მინდა დამწყები პოლიტიკოსები გავამხნევო და ვუთხრა რომ არ დანებდეთ.

სანამ არჩევნებში გავიმარჯვებდით ჩვენი პარტია გადარეულების ჯგროსთან ასოცირდებოდა, გიჟი კაატინგა, ცინიკოსი ჩარლი, დიპლომატიური მაგრამ დიდი იაღოველი ჯავა და გაურკვეველი (ეს საერთოდ ვისთან არის) ვეტელი.

პარტიაში გვყავდა ზუსტად 24 კაცი, მე პირადად არასდროს მჯეროდა რომ არჩევნებს მოვიგებდით, მაგრამ რა მოხდა? გავიმარჯვეთ, მეგობრების გვერდზე დგომით არჩევნები მოვიგეთ, თან ისე რომ თვეების განმავლობაში ვერავინ ჩამოგვაგდო. აბა აგვისტოში ვინმეს ეგონებოდა რომ ვეტელი პრეზიდენტი გახდებოდა? არა, ვინმე იფიქრებდა რომ კაატინგა ქვეყნის ბიძინად იქცეოდა? არა, ან საერთოდ ის რომ 20 კაციანი ე.დ.პ მთავრობას დიდი ხნით გაუძღვებოდა? არა


ასე რომ, ახლებო, ძველებო, საშუალეობო,ჭაობებო,იაკობინელებო,რობესპიერებო და დანტონებო, გააქტიურდით, მხოლოდ იმიტომ რომ დიქტატურაა დამყარებული არ ნიშნავს იმას რომ არჩევნებს აზრი არ აქვს ! არ დაივიწყოთ ისიც რომ შეიძლება დიქტატურა ხვალ ზეგ აღარ იყოს
დიქტატორი იმართება პრეზიდენტის მიერ !!!(ნუუ ,როცა პრეზიდენტი რამეს აკეთებს კი,მაგრამ 2-3 თვეა მე მსგავსი რამ არ მახსოვს :დ )

-ხო და ასევე, რა იქნება ჩემი სტატია თუ არ ვთქვი რომ არ დაგავიწყდეთ მხარი დაუჭიროთ მისტერ McMurphy-ს. ( For The Win ) (ბოღმა-შური/რამე-რუმე :დ)
-თუ არ გევასებათ მაშინ ტომას ჰაგენს.
-თუ ესეც არ გევასებათ ჩემ სიცოცხლეს თემურის იგივე TEMSISI-ს რომელიც იმდენს იზავს თავისი არაადეკვატურობით და სისხლის წყურვილით რომელიმე დიდ იმპერიას გადაიკიდებს და საქართველოს დანგრეულ მესამე რაიხად აქცევს, მაგრამ არაა ცუდი ბიჭი კარგი გული აქვს, ასევე არ დაგავიწყდეთ რომ ეს არის ადამიანი ვინც არაერთ პროექტს გაუწია ფინანსური დახმარება. წიმური ზი მენ 😘


სიყვარულით კომბლე და ლუკა ,ლუკა და კომბლე 😘** .


P.S სტატიის ავტორია Vettel-ი, დაამუშავა ლუკა კობერიძემ.
ეძღვნება კაატინგას, იგივე R.P.McMurphy-ის.
დარჩი და აღარ დაგვტოვო, არასდროს !