ნადირობის სეზონი

Day 3,169, 03:46 Published in Georgia Argentina by M i r M i

სალამი მეგობრებო.

ვინაიდან და რადგანაც დაშლილები ვართ და ჯერ ფეხზე დადგომის არანაირი პერსპექტივა არ გვეჭყანება, ამ მევერიკ პაკმაც ჩვენს კუბოზე უკანასკნელი ლურსმანი დაარჭო და აქტივობაც ძალიან ჩაკვდა გთავაზობთ ერთ თამაშს რომელიც საკმაოდ გაგვართობს, ნუ მე ვერთობი და თქვენი არ ვიცი.

თამაშს ჰქვია ნადირობის სეზონი 😁)))

თამაშის წესები მარტივია, შევდივართ უმნიშვნელო ბრძოლებში, რომელიც ჩვენი მოკავშირის საწინააღმდეგოდ არ მიმდინარეობს, ვათვალიერებთ თუ ჩალიჩობს რომელიმე რუმინელი ან ასტერიელი ადვილი ბჰ-ს აღებას და ეს ბჰ მოგვაქვს.

გუშინ და დღეს 3 რუმინელი, ერთი სერბი და ერთი ბულგარელი მემსხვერპლა, მევერიკ პაკის მადლმა.

სასურველია თამაში დაიწყოთ რაუნდის დასრულებამდე 5 წუთით ადრე.

აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება თუ რამდენად მნიშვნელოვანია ომი ჩვენი მოკავშირისთვის.

სასიამოვნო ნადირობას გისურვებთ.