უსახელო ამბავი

Day 3,137, 15:07 Published in Georgia Georgia by gio sesiashvili

ის უკვე ოთახში იყო და ნელ ნელა ჩემსკენ მოდიოდა, ბოლოს ვიგრძენი რომ ჩემს საწოლთან გაჩერდა, საბანი მაგრად დავიჭირე, ღმერთს ვევედრებოდი რომ ცუდი არაფერი მომხდარიყო, ნელ ნელა საბანს ხელი მოჰკიდა და თავისკენ ექაჩებოდა, არ მინდოდა შევწინააღმდეგებოდი ამიტომ საშუალება მივეცი გადაეწია, ამ დროს ხმა გავიგე
-ქეით, ლუკასი ვარ, რა დაგემართა?
რამოდენიმე წამი გაშეშებული ვიყავი, ბოლოს უკან შევბრუნდი და ლუკასი დავინახე, გაკვირვებული სახე ჰქონდა, წამოვხტი და მთელი ძალით ჩავეხუტე, იმ ღამეს ლუკასი ჩემთან დარჩა, მე კი ყველაფერი ვუამბე სურათზეც, მედალიონზეც და დღიურზე, მან კი მიპასუხა:
-დაახლოებით 8 წლის წინ აქ ოჯახი ცხოვრობდა, თავიდან ძალიან მშვიდად იყვნენ, დაბინავდნენ, მაგრამ რამოდენიმე დღეში ანერვიულებული იყვნენ, ცდილობდნენ გარეთ აღარ გამოსულიყვნენ, ხშირად ამ სახლიდან კივილის ყვირილის ხმა ისმოდა... ბოლოს კი ქალს წერილი მიუვიდა: „ძალიან ვწუხვარ, თქვენი მამა გარდაიცვალა“ ორი დღის შემდეგ მიიღო წერილი: „დედათქვენი მამათქვენს გადაჰყვა“ ხოლო ორ დღეში მისი მეუღლეც გარდაიცვალა, მან იგი იმ დღესვე დაასაფლავა, შემდეგ კი ამ სახლიდან წავიდა, თან არაფერი წაუღია, მას შემდეგ ამ ქალზე არაფერი გვსმენია
-რა ? ეს ადრე რატო არ მითარი?
-არ მინდოდა შემეშინებინე...
-კი მაგრამ შეიძლება ჩემს ოჯახისწევრებს საფრთხე ემუქრებოდეთ
-ნუ ღელავ ყველაფერი კარგად იქნება
და შემდეგ ჩამეხუტა, მთელი ღამე ჩემს გვერდით იყო, დილით ადრე წავიდა, მე კი დავიძინე. დილით ადრე ავდექი და დღიურის კითხვა განვაგრძე... ლიზი ყვებოდა: „მინდოდა სხვენი დამელაგებინა, ავედი და ძირს მედალიონი ეგდო, ულამაზესი იყო, მომეწონა და ავიღე, შემდეგ კი დალაგებას შევუდექი, მაგრამ დავიღალე, ამიტომ ჩავედი და წამოვწექი, შევამჩნიე რომ მედალიონს პატარა ღილაკი ჰქონდა და მივაჭირე, შიგნით ფოტო იყო , მაგრამ ეს ფოტო ქაღალდის არ იყო, როდესაც შევეხე ვიგრძენი რომ სარკე იყო და გამიკვირდა. შემდეგ კი მედალიონის მეორე მხარეს წარწერა აღმოვაჩინე : „თეთრი სიკვდილი“. ამ სახლში ნაპოვნი მქონდა პატარა წიგნაკი, ზედ კი ეწერა თეთრი სიკვდილი...“ ამ დროს დედაჩემის ხმა მომესმა მეძახდა, ქვევით ჩავედი
-სად ხარ ამდენი ხანი ? სადილის გაშლაში არ უნდა მომეხმარო?
-ბოდიში დედა ჩამეძინა
-კაი, მოდი თეფშები დაალაგე
ერთი სული მქონდა როდის მოვრჩებოდი ჭამას, და გავაგრძელებდი დღიურის კითვას, როგორც იქნა მოვრჩი, მაგიდა ავალაგე და ოთახში ავედი, კითხვა განვაგრძე... : „ავიღე წიგნაკი, და კითვა დავიწყე. მე ბავშვები არ მიმყავს, მათ ვტოვებ რათა გაიზარდონ და მათი ცოდვილი სული წავიყვანო...