სასწრაფოა !

Day 2,845, 14:07 Published in Georgia Georgia by J.Volandi
(ჩასწორება)
axla oms rac sheekheba ,rame sisulele ar knat da sadme ajankeba ar daiwyot mere an rame msgavsi , kargi?
velodebiT!

. გამარჯობა.

ეს-ესაა დავუბრუნდი აქტიურად თამაშს, ბევრის არაფრის თქმა მინდა და მოკლედ შემოვიფარგლები .

პირველი რაც მინდა იცოდეთ, ზოგადად ასეა და აქაც მინდა დამკვიდრდეს ეს და ნორმალურ მოვლენად იქცეს, დიდი ხანია გაძაგებთ იმის გამო,რომ კანონები(როდესაც დიქტატურა არაა) ყველანაირი ახსნისა და მიზეზის გარეშე გამოგაქვთ ,ამიტომ ,რახან ახლა ასეთ სიტუაციაში ვიმყოფებით და მხოლოდ ერთ ადამიანს აქვს უფლება განახორციელოს მსგავსი ქმედება, მოგიწოდებთ აქტიურობისკენ.

რაში გამოიხატება თქვენი აქტიურობა :

თუ გაქვთ რაიმე შემოთავაზება ,ან გინდათ გაიტანოთ რაიმე კანონი , შესაბამის წარმომადგენელს( თქვენი პარტიიდან ), თუ თავად კონგრესმენი არ ხართ( დაუბრუნდება საქართველო ჩვეულ ფორმას, და გვეყოლება კონგრესიც,მაგრამ სჯობს ახლავე დავნერგოთ ეს) მიმართეთ, ჩამოაყალიბეთ თუ რა გინდათ ,რატომ და რისთვის/ვისთვის იქნება ეს მომგებიანი.

თუ კანონები ,როგორც აქამდე გამოვა ისე,რომ მათ შესახებ ,მათი დანიშნულებისა და არსის შესახებ არავინ არაფერი იცოდა , აუცილებლად იქნება უკმაყოფილება, ხოლო თუ თითოეული ადამიანი გაერკვევა რას მოგვიტანს აღნიშნული იდეა თუ ქმედება ,ყველა კმაყოფილი იქნება .

კანონის გამოტანის წესი აქამდეც ასეთი იყო და ერეფაბლიქის მექანიზმი გაძლევთ უფლებას ანოტაცია სტატიის სახით მიუთითოთ კანონს , შესაბამისი ანოტაციის განხილვისა და გაანალიზების შემდეგ ,ადვილად გადაწყდება საჭიროა თუ არა კანონისა გამოტანა ,თუ იდეის განხორციელება .

მეორე ,რაც მინდა გითხრათ:

საქართველოს მოსახლეობის საინფორმაციო წყარო უნდა იყოს MOD და MOE , გთავაზობთ ,რომ შევცვალოთ ბრძანებებისა და საგანმანათლებლო სტატიის ფორმის გამოქვეყნების წესი, გარდავქმნათ იგი ისე,რომ ნებისმიერ მოთამაშეს ,რომელსაც დააინტერესებს ,ადვილად შეეძლოს მისთვის საჭირო ინფორმაციის მოპოვება და არ უწევდეს სხვადასხვა ადამიანისთვის ტვინის გაბურღვა,ბოდიში და 😁.

ამ ფორმას მე თავად შემოგთავაზებთ ძალიან მალე, მაქამდე კი თავადაც იფიქრეთ შესაძლო ვარიანტებზე .


ასევე კარგი იქნებოდა სენატის ფუნქციებსათ თუ განვიხილავდით(რასაც უკვე მოგიწოდებენ ,როგორც ვიცი) და ნორმალურად ჩამოვაყალიბებდით როგორ ავირჩევთ სენატის წესებს, რადგან ფაქტობრივად ეს ერთ-ერთი მექანიზმია ,რომელიც არ დაუშვებს არასწორი გადაწვეტილებების მიღებას(მეტწილად).



ჰო,კიდევ , წარმატებას ვუსურვებ კანდიდატებს არჩევნებზე 😁 .

აბა თქვენ იცით. აქვე შეგიძლიათ ჩამოწეროთ რა იდეები გაქვთ და რისი გაკეთება შეიძლება ( ვამბობ ფუნდამენტალურ და მარტივად მოსაგვარებელ საკითხებს ,რაც გააუმჯობესებს თამაშის ხარისხს ყველასთვის და არა „მოდი ბიუჯეტით ექაუნთები ვიყიდოთ“.

ექაუნთებს რაც შეეხება,თუ მათი ყიდვა გსურთ, უბრალოდ იკითხეთ და დაგეხმარებიან და აგიხსნიან როგორ უნდა.
თუ ფული გჭირდებათ ამისთვის და ფიქრობთ ,რომ ბიუჯეტიდან უნდა დაიხარჯოს ,ცდებით.
შეგიძლიათ მორიგდეთ მოთამაშეები და თავად დათქვათ დღე და თანხა,რომელიც აგროვდება და პერიოდულად თქვენთვის ექაუნთების შეძენისთვის დაიხარჯება,ეს ყველასთვის სასარგებლო იქნებათ, ბიუჯეტს კი ნუ შეეხებით მოდი 😁.