ქუჩუკ-კაინარჯის ზავის შედეგები იმერეთისთვის --- ვიცოდეთ ვისი გორისა ვართ!

Day 2,723, 00:13 Published in Georgia Georgia by Vano Mikeladze

1774 წლის ნოემბერში სოლომონ I-მა რუსეთში ელჩად კვლავ დავით კვინიხიძე მიავლინა, რომელსაც თან ოფიციალური თხოვნა მიჰქონდა იმპერატორ ეკატერინე II-სთან იმერეთის მფარველობაში აყვანის შესახებ. მაგრამ ამ დროისათვის ქუჩუკ-კაინარჯის ზავი (1774 წლის 10–21 ივლისი) უკვე დადებული იყო, რომლის შედეგების შესახებ სოლომონმა ეკატერინეს მიერ გამოგზავნილი სიგელით შეიტყო. ამ ზავის 23-ე მუხლის თანახმად, რუსეთი ცნობდა დასავლეთ საქართველოზე ოსმალეთის უფლებას გარკვეული პირობებით – რუსეთი ოსმალეთს უბრუნებდა რუსული იარაღით აღებულ ციხეებს: ბაღდათს, შორაპანს და ქუთაისს, მაგრამ დანარჩენი ციხეები იმერეთის მეფეს რჩებოდა. ოსმალეთი უარს ამბობდა ადამიანების ხარკზე და ყოველგვარ გადასახდზე; ვალდებულებას კისრულობდა არ შეევიწროებინა ქრისტიანული ეკლესია. ეს დათმობები, უპირველეს ყოვლისა, სოლომონ მეფის გმირული ბრძოლის შედეგად იყო მიღწეული. ამდენად, ქუჩუკ-კაინარჯის ზავის შემდეგ იმერეთის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა და სოლომონის ხელისუფლება უფრო განმტკიცდა. ადგილობრივი მთავრებიც ვეღარ ბედავდნენ ურჩობას.

1776 წლის 5 ოქტომბერს იმერეთის მეფეს თურქეთის ელჩობა ეახლა და სულთნის ფირმანი გადასცა ძვირფასი საჩუქრებითურთ. ამით დასტურდებოდა, რომ რუსეთ-თურქეთის ომის შედეგად თურქები დასუსტდნენ და ქართლ-კახეთთან და იმერეთთან ბრძოლის უნარი დაკარგეს..