ესაქართველო და სამეზობლო პოლიტიკა

Day 2,638, 14:05 Published in Georgia Georgia by SaRimaBa

მოგესალმებით... ამ სტატიას ორი მიზეზით ვწერ... პირველი იმიტომ, რომ ეს წყეული მისია მოვიშორო და მეორე არ იქნება ურიგო ამ საჯითხს თუ საჯაროდ განვიხილავთ და მსგავსი "პროვოკაციული" მოსაზრებები აღარ გაისმება... ამ ბოლო დღეებში ვაკვირდებოდი ესაქართველოს რუკას და გამიჩნდა ორაზროვანი კითხვები და მოსაზრებები...

მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია არ ვარ ესაქართველოს მოქალაქე მქონდა ბედნიერება მოვსწრებოდი "დამპყრობელ" საქართველოს, რომელსაც ჩრ. კავკასია ჰქონდა დაკავებული, მაგრამ ბედის უკუღმართობით და ძლიერთა ამა ერესპუბლიკელთა გავლენით რუსეთმა დაიბრუნა დაკარგული ტერიტორიები და შეტევაზეც გადავიდა... მართალია, ამერიკა დაეხმარა და უდავოა ორ დიდ ქვეყანას ვერაფერს დავაკლებდით, მაგრამ რატომღაც მეტს მოველოდი...

რუსეთის საკითხი გადაწყვეტილია, მასთან ვერაფერს გავხდებით ამიტომ დებულებასავით წამოვაყენებ განცხადებას, ხომ არ გადაგვეხედა ჩვენი საგარეო პოლიტიკისთვის ირანთან მიმართებაში... მათ ერთხელ უკვე გაგვყიდეს, ამიტომ ნამდვილად არ ვარ მოხარული მათი მეზობლობით... თუ მოხერხდება (ამ შემთხვევაში შეიძლება ზედმეტად პატრიოზულად და დილეტანტურად ჟღერდეს, მაგრამ) იქნებ თურქეთის დახმარებით ავიღოთ სომხეთის ტერიტორიები და ასე ვთქვათ კლანჭები გამოვაჩინოთ... ეს ჩვენს ბიუჯეტსაც საგრძნობლად გაზრდის... თუ ეს არ მოხერხდება ხალხს მიზეზი მაინც განგვიმარტეთ...

ველი თქვენს აქტიურობას...

გმადლობთ ყურადღებისთვის...

SRM