{{რჩევა ახალბედებს}}

Day 2,608, 16:45 Published in Georgia Turkey by Bendo7
მოგესალმებით 🙂

მინდა პატარა რჩევა დავწერო ახალბედებისთვის იმისათვის რომ უკეთ განვითარდნენ და შესაბამისად უფრო ძლიერი ესაქართველო გვქონდეს...

პირველ რიგში მინდა დავწერო რომ დაფიქსირდა რამდენიმე ფაქტი როცა ახალბედებს ოქროს თავაზობდნენ ნაღდი ფულის გადახდის შემთხვევაში. როგორც ვიცით ოქრო საჭიროა სავარჯიშოების თუ კომპანიების ასაშენებლად. თავიდანვე გეტყვით არ მიმაჩნია მაინცდამაინც ცუდ საქციელად რომ ვიღაც აქაურ ოქროს (ან ეფულს) ყიდის რეალურ ფულზე, ყველამ თავის ბოზ მამიდას მიხედოს, მაგრამ ყველა ძველი მოთამაშე დამეთანხმება რომ ახალდარეგისტრირებული ექაუნტის გასანვითარებლად რეალური ფულის დახარჯვა არ ღირს. თუ მაინცდამაინც რეალური ფულის დახარჯვას აპირებთ გირჩევთ იგივე ფულით შავ ბაზარზე იყიდოთ ძლიერი ექაუნტი და მაგით გააგრძელოთ თამაში და განვითარება. დამიჯერეთ ამით ძალიან ბევრ დროს და შესაბამისად ფულსაც დაზოგავთ.

ახლა აგიხსნით რატომ: ე.ი. ვთქვათ სავარჯიშო პოლიგონები ოთხივე მაქსიმალურად განვითარებული გაქვთ (ბოლომდე აწევას რამდენი დრო უნდა თქვენ თვითონ გამოითვალეთ)

ერთ დღეში ოთხივე პოლიგონზე ვარჯიშით შეგიძლიათ მოიპოვოთ 90 ძალა. აქედან გამომდინარე
ერთი წლის განმავლობაში ყოველდღიური ვარჯიშით თქვენ შეძლებთ დააგროვოთ 90*365=32850 ძალა, რაც პირველი დივიზიონის მებრძოლისთვის ნორმალურია მაგრამ მეორე დივიზიაში უკვე საკმაოდ მცირე ძალაა. გარდა ამისა არამგონია რომელიმე თქვენთაგანს იმდენი ნებისყოფა ქონდეს რომ ერთ წელზე მეტი დროის განმავლობაში მხოლოდ ივარჯიშოს და არ იომოს, ბრძოლისას კი ლეველი გემატება შესაბამისად 1 წელიწადში თქვენ შეიძლება უკვე მეოთხე დივიზიამდეც ახვიდეთ, ამ ძალით კი ზედა დივიზიებში ყოფნა უკვე სასაცილოა.

მოკლედ გამოსავალი ერთია, თუ ფულის დახარჯვას აპირებთ გირჩევთ შეეშვათ ახალი ექაუნტების განვითარებაზე ფიქრს, ამის შესახებ ხმამაღლა თქვით ჩათებში და ძველი მოთამაშეები დაგაკვალიანებენ თუ სად და რამდენად შეიძლება ძლიერი ექაუნტის ყიდვა, იყიდეთ დიდძალიანი ექაუნთი და იმით გააგრძელეთ თამაში.

ახლა კი მეორე ვარიანტი:
იმ შემთხვევაში თუ თქვენ არ გაქვთ ან არ აპირებთ რეალური ფულის დახარჯვას თამასში, მაშინ ნორმალური ექაუნტის საშოვნელად ცოტა უფრო გრძელი გზის გავლა მოგიწევთ.

აქამდე გავრცელებულია განვითარების ყველაზე ოპტიმალური გზა, რომ უნდა დააგროვო ოქრო და ყოველთვიური ფასდაკლებების დროს პირველ რიგში უნდა აწიო სავარჯიშო პოლიგონები. ვერაფერს ვიტყვი კარგია რადგან ამ თამასში ყველაზე მნიშვნელოვანი ძალაა, რის გარეშეც ომში არაფერს წარმოადგენ. მაგრამ თუ შენი ექაუნტის სამუდამოდ დატოვებას აპირებ ეს გზაც ზემოთ დაწერილი გამოანგარიშებიდან გამომდინარე საკმაოდ არაპერსპექტიული ჩანს. ძალიან დიდი დრო და ნებისყოფა უნდა.

გთავაზობთ გამოსავალს, ყველაზე მოკლე და უსაფრთხო გზას ძლიერი ექაუნტის დასათრევად, შეგვიძლია დავარქვათ Bendo7-ს გზა🙂


როგორც ზედა სურათიდან ჩანს ამ გზის მთავარი მიზანი და დასასრული ეფულია! თუ არ იცით გეტყვით რომ შავ ბაზარზე დიდძალიანი ექაუნტების ყიდვა გარდა ნაღდი ფულისა ასევე შესაძლებელია აქაური თამაშის ეფულითაც. მინიმალური ფასი 20 000 ელარი და ზევით, რაც უფრო მეტ ფულს დააგროვებ მით უფრო კარგ ექაუნტს იყიდი.

მოკლედ გირჩევთ რომ თამაშის დაწყებიდანვე მაქსიმალურად მოუფრთხილდეთ ფულსაც და ოქროსაც! არ დახარჯოთ არაფერში უკიდურესი შემთხვევების გარდა. არ ააშენოთ არაფერი. იბრძოლეთ მხოლოდ მედლებისთვის რომლებიც ოქროსა და ფულს გაძლევთ. ჩაებით ვაჭრობაში, იყიდეთ იაფად შემოიტანეთ და გაყიდეთ, დააგროვეთ ფული და არაფერში არ დახარჯოთ. საბრძოლველად საჭირო საკვები, იარაღი და სამოგზაურო ბილეთები მოიძიეთ თქვენს გარშემო მყოფი ძველ ძლიერ მოთამაშეებში, ხშირადაა როდესაც სტატიების მეშვეობით არიგებენ რესურსებს, ყოველთვის გამოიყენეთ ეგეთი შანსები. ეცადეთ შეხვიდეთ ფინანსურად ძლიერ და ძველი მოთამაშეებით დაკომპლეკტებულ პარტიებში რომ შენი დახმარება არ გაუჭირდეთ, მოკლედ თქვენთვითონ მოძებნეთ გზა რომ მიიღოთ ბრძოლისათვის საჭირო უფასო რესურსები. ყველა ახალბედის ძალა იმდენად მიზერულია რომ ვერცერთი ომის ბედს ვერ გადაწყვიტავს ოდნავადაც კი, ამიტომ კიდევ გირჩევთ იბრძოლოთ მხოლოდამხოლოდ მედლებისთვის და გაძლევთ გარანტიას რამოდენიმე თვეში (მონდომებაზეა დამოკიდებული) თქვენც სრულყოფილი ძლიერი მეომარი აქაუნტი გექნებათ 🙂

აი ის მედლები რომლის მოპოვებაც ბრძოლით ადვილად შეუძლიათ სუსტძალიან ახალბედებსაც


ამ და დანარჩენ მედლების ასაღებად ინფორმაცია შეგიძლიათ მოიპოვოთ ამ სასწავლო გვერდის მეშვიდე თავში http://tinyurl.com/NewToErep
პირველივე მედლის აღება შესაძლებელია თამაშის დაწყებისთანავე 15ლეველამდე, მანამ სანამ მსოფლიო რუკაზე მოგზაურობა უფასოა.

წარმატებას გისურვებთ ძლიერი ესაქართველოსთვის! 🙂

P.S.

ერთსაც დავამატებ, ხშირია შემთხვევა რომ მოთამაშე ვეღარ უმუღამებს და წყინდება თამაში, ამ შემთხვევაში მოგიწოდებთ, თუ მაინც აღარ აპირებ თამაშს, რაც გაგაჩნია ფული, ოქრო თუ რესურსი მიეცი სხვა რომელიმე აქტიურ მოთამაშეს ან შეწირე ბიუჯეტს, ან რამე სიკეთე გააკეთე და ისე წადი🙂

მადლობა ყურადღებისთვის!