ღლეობა, სახელად ბოიკოტი.

Day 2,585, 02:08 Published in Georgia Georgia by Aveun

ღლეობა, სახელად ბოიკოტი, რომელიც იწვევს მასიურ ქაოსს ქვეყანაში...



ყველაფერი ასე დაიწყო http://www.erepublik.com/en/article/-1344-2474140/1/20

ბევრი ვეხვეწე არ გამოეცხადებინათ ეს ბოიკოტი, ვიცოდი, რომ შემდეგი მოვლენები ასე განვითარდებოდა, მაგრამ ღლეზე დაიკიდეს.

რა მოყვა ამას?

როგორც იცით გუშინ საქართველოს მოქალაქეებს მოუწიათ თავგანწირვით ბრძოლა, რომ თბილისი არ დაეკარგათ და დიდი გაჭირვებით ბიჭებმა ეს მაინც შეძლეს. ყველაზე სასაცილო კი ის არის, რომ თურქებს ეწერათ იბძოლეთ საქართველოს სახელითო, თუმცა სხვადასხვა ეროვნების ტანკები მაინც ჩვენს წინააღმდეგ იბრძოდა და ამიტომაც, მოგვიხდა ბრძოლაში სერიოზულად ჩართვა, უბრალოდ სამარცვინოა, რომ სავარჯიშო ომზე, მეტად მარტივ ომში ჩვენ ვაივაგლახით მოვახერხეთ გამარჯვების მოპოვება, ამით ქვეყნის რეპუტაცია ეცემა, დიახ ეცემა, 1-2 თვის წინ ოკეანიაში კოლონიები გვქონდა, ეხლა კი აჯანყებას ვერ ვიგებთ და დედაქალაქის დაცვა ძლივს შევძელით.

ის რომ ლიტვის და ესტონეთის ომებით უკვე ტვინი მოიდღნა ეს ცალკე თემაა, თუმცა ალიანს რა უნდა მოთხოვო, როდესაც ასეთ მარტივ ომებს ჩვენით ვერ ვუმკლავდებით.

როგორც დასაწყისში ავღნიშნე, რესპებს ვთხოვდი, რომ მსგავსი, რამ არ გაეკეთებინათ, ისედაც ალბათ ყველა ხვდებოდა, რომ ეს ბოიკოტი ასეთ შედეგებზე გაგვიყვანდა, მაგრამ "ღლეზე" დაიკიდეს მეორეჯერაც ვიტყვი. უბრალოდ სირცხვილია, რომ თამაშში ერთი ეროვნების ხალხი საერთო ენას ვერ ვპოულობთ, თუმცა ეს თემას არ ეხება ამიტომ...

გუშინ ამხელა რესპების MU-დან მხოლოდ ნიკა ჩანქსელიანი იგივე MAXIMUS (სხვათაშორის მან CO-ც დადო) და ყველასთვის ნაცნობი Bendo7 იბრძოდა, პირადად მე რესპებიდან, რომ ებძოლა არ მინახავს. გადახედეთ რესპების MU-ს და თავად მიხვდებით, რომ ძლიერი მეომრები ნამდვილად ყავთ, მაგრამ გუშინ, რატომღაც არ გამოჩენილან ალბათ თვალები აგვიხილეს და გვანახეს, რომ მათ გარეშე არაფრის "ტრაკი" არ გვაქ, არ ვიცი მე ესე შევაფასებდი ამ ყველაფერს.

ამ ბოიკოტმა ქვეყნის აშკარა რეგრესი გამოიწვია. მოკლედ, რომ ვთქვათ რესპებმა საერთოდ ხელი ჩაიქნიეს პოლიტიკაზედა თავის MU-ში გაინაბნენ.(ვისაც ახსოვს საპრეზიდენტო არჩევნებზე Georgian Wolf ერთადერთი კანდიდატი იყო)

ეხლა კი კითხვა მაქვს რესპუბლიკელებთან, ნუთუ ღირდა ეს ბოიკოტი ამად? თვითონაც ხედავენ ალბათ, რომ ქვეყანა დღე-დღეზე კვდება... დაიკარგა ყოველგვარი კონკურენცია, რამაც გამოიწვია მოსახლეობის შემცირება, რათქმაუნდა ასე იქნება ეს ლოგიკურია, რადგან მოთამაშეს თამაშში რაიმე უნდა აკავებდეს და როდესაც ასეთი სურათი ხვდება, ნამდვილად არ მოუნდება აქ დარჩენა, ალბათ ძნელი მისახვედრი არ არის, რომ კონკურენციას მოაქვს განვითარება, რაც ბოლო დროს საერთოდ გაქრა. აი თქვენი ბოიკოტიც, მეგობრებო იმედია კმაყოფილები ხართ 🙂

უბრალოდ სირცხვილია და ჩემი თხოვნა და მოწოდებაც იქნება, რომ მალე მოგვარდეს ეს მარაზმი და გავაგრძელოთ, ძველებურად ქვეყნის შენებაში, მონაწილეობის მიღება ეს ყველას სარგებელს მოუტანს.

თქვენი ძმა და მეგობარი Aveun 😵