ესაქართველოს მთავრობის ანგარიში

Day 2,541, 07:45 Published in Georgia Turkey by Barnabius



ესაქართველო საუკუნეების განმავლობაში დაგროვილ სიბრძნეს თანამედროვე გარემოს არგებს და მუხლჩაუხრელად ცდილობს eRepublik-ის სამყაროში დაიკავოს მნიშვნელოვანი ადგილი. სახელმწიფო მოსახლეობის რაოდენობითა და სიძლიერით მოწინავე პოზიციებს ვერ იკავებს, მაგრამ ყველას ხომ გვსმენია, რომ ღონეს გამჭრიახად მოფიქრებული ხერხი სჯობს... ესაქართველოს მთავრობამ შეძლო მოეფიქრებინა ორი კურდღლის დაჭერის გზა და სწორედ მაშინ, როდესაც ქვეყანას მაქსიმალური აქტივობა სჭირდებოდა Epic Warfare Tournament-ში მაღალი ადგილის დასაკავებლად, გამოცხადდა AirStrike ახალი ზელანდიის დასაპყრობად, რამაც მებრძოლების მოტივაცია ერთიორად გაზარდა.



დასაწყისშივე მოგახსენებთ სასიხარულო შედეგს - ესაქართველომ შეძლო დაეპყრო ახალი ზელანდია, ხოლო ტურნირში მოიპოვა ჯილდო - 2 000 ოქრო და ოთხმილიარდიანი დამცავი ფარი. აღსანიშნავია, რომ მეტად კოორდინირებული მოქმედების შემთხვევაში ქვეყანას გაცილებით უფრო მეტის მიღწევა შეეძლო. ვიმედოვნებთ, სამომავლოდ თითოეული მოქალაქე გაიაზრებს, რომ ინდივიდუალური მიღწევები არაფერია ესაქართველოს წარმატებასთან შედარებით და ზოგჯერ აუცილებელია დაითრგუნოს ეგო, რათა საერთო საქმე არ დაზარალდეს და შედეგად მთელი ქვეყნის მოსახლეობამ ნახოს სარგებელი(ხშირად იმაზე მეტი, ვიდრე ზემოხსენებული ინდივიდუალური მიღწევა გახლავთ).



ნამდვილად მამაც, ლიდერულ ხასიათს შეუძლია საზოგადოებას გადაადგმევინოს ნაბიჯი, რომელიც ერთი შეხედვით მიუღწეველი ჩანს, დარწმუნების გზით - ჩვენ შეგვიძლია თუნდაც დროებით შევცვალოთ ამინდი eRepublik-ის სამყაროში, რატომაც არა ?!!!
ველინგტონი, კანტენბური, ოკლენდი, ოტაგო - ახალი ზელანდიის ყველა რეგიონი ესაქართველოს კონტროლის ქვეშ გახლდათ გარკვეული პერიოდის განმავლობაში! ესაქართველოს დროშა ფრიალებდა ოკეანიის კუნძულებზე და მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი მდგომარეობით „კოლონიები“ დროებით ქვეყანამ დათმო, კამპანია მხოლოდ წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს, რაც შედეგებზეც აისახება. პირველ რიგში, ესაქართველომ შეძლო ყველასთვის დაენახებინა ძალა, რომელიც არც თუ ისე სუსტია! მეორე რიგში, ქვეყანამ საკმაოდ მაღალი პოზიცია დაიკავა Epic Warfare Tournament-ში, რაზეც უკვე მოგახსენეთ. მესამე რიგში, დაამყარა აქტიური, მეგობრული ურთიერთობა ეჩილეს ძლიერ სახელმწიფოსთან, რომელთანაც გაფორმდა MPP. ასევე რიგი მოლაპარაკებების შემდეგ მეგობრული ურთიერთობა ჩამოუყალიბდა ესაქართველოს ეავსტრალიასთანაც. და ბოლოს... ეკონომიკური თვალსაზრისითაც გამართლებული და წარმატებული კამპანია ბიუჯეტისთვის დამატებითი თანხების მომტანი გახდა - ეახალი ზელანდიის გადასახადებით ესაქართველოს ბიუჯეტი ივსებოდა.



მთავრობის ნაწილი განაგრძობდა მეგობრული ურთიერთობების დამყარებას სხვა სახელმწიფოებთან. აღსანიშნავია ახლახან გაფორმებული MPP ეესტონეთთან. ასევე გასაფორმებლად მზადდება MPP ელატვიასთან.
საინტერესოა, რომ ურთიერთობები არ შემოიფარგლება მხოლოდ საომარ ვითარებაში დახმარებით - ესაქართველომ ეუკრაინასთანა და ებელორუსიასთან დაამყარა კულტურული თანამშრომლობა. რამდენიმე მოქალაქე უკვე აქტიურად ჩაერთო პროცესში და უახლოეს მომავალში მოგახსენებთ პროექტებსა და პროგრამებზე, რომლებიც ქვეყნების საერთო ძალისხმევით განხორციელდება. ელოდეთ ბევრ კონკურსს, ვიქტორინასა და სიახლეს...



პრემიერ მინისტრის მიერ დაწყებული პროექტი -“კრედიტების პროგრამა“ წარმატებით მიმდინარეობს. უახლოეს მომავალში იგეგმება კრედიტების გაცემის მეორე რაუნდის დაწყება, რომელიც ესაქართველოს მოსახლეობას წარმატების უმოკლეს ვადაში მიღწევას შეუწყობს ხელს. პროგრამაში, „დაეხმარე ესაქართველოს ეკონომიკას - დასაქმდი საქართველოში“, ცვლილებებია და ამ გზით დასაქმებული მოქალაქეები უპრეცენდენტო რაოდენობის ხელფასს იღებენ, რაც, რა თქმა უნდა, მათ მეტად თავისუფალს ხდის არჩევანში. თითოეულ მოქალაქეს შეუძლია გაეცნოს პროექტს და ჩაერთოს.
მთავრობა, აგრეთვე, მუშაობს ახალი მოთამაშეების მოზიდვასა და ემიგრანტების ქვეყანაში დაბრუნებაზე, რათა ჩააყენოს ისინი ესაქართველოს სამსახურში. თამაშის შიგნით თუ გარეთ, სოციალური ქსელების მეშვეობით, ვრცელდება ინფორმაცია, რათა მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდოს.




...დასასრულ ქვეყნის პრეზიდენტ Vettel-სა და სამთავრობო გუნდს პრემიერ მინისტრ George Java-ს მეთაურობით, დიდ მადლობას ვუხდით გაწეული სამსახურისთვის.
CharlieArg-ს, რომელიც ზრუნავდა ქვეყნის თავდაცვაზე, xSteviex-ს, რომელსაც უკვე საერთაშორისო არენაზეც კი ეთქმის სიტყვა და ესაქართველოს წარმოაჩენდა მხოლოდ დადებითი კუთხით და paskunji-ის , რომელიც ენერგიულად უძღვებოდა განათლების სამინისტროს - მადლობა ყველაფრისთვის, თქვენ, სათითაოდ ყველამ, ესაქართველოს ერთიან, ძლიერ, დემოკრატიულ ქვეყნად ჩამოყალიბებაში მოკრძალებული წილი შეიტანეთ, გისურვებთ წარმატებას მომავალში!




პატივისცემით
ესაქართველოს მთავრობის პრესცენტრის დირექტორი
Barnabius