მოსახლეობის ზრდა

Day 2,496, 21:26 Published in Georgia Georgia by L 1 0 N

მეგობრებო

როგორც ხედავთ მიუხედავად იმისა რომ ჩვენი მოქალაქეთა რიცხვი 1500-ს ცდება, აქტიურ მოთამაშეთა რაოდენობა საკმაოდ მცირეა.

ესაქართველოს არსებობის პერიოდში მოვაწყეთ რამდენიმე ე.წ ბეიბი ბუმი რის შედეგადაც მივიღეთ არაერთი მოქალაქე

ბეიბი ბუმის მოწყობა ხდება Facebook-ის რეკლამებით რომელსაც ყველანი შეძლებისდაგვარად ვაფინანსებდით.

1 კვირის წინ 2 დღიანი რეკლამის ხარჯზე თითქმის 500 ახალი მოქალაქე დავიმატეთ, რათქმაუნდა უმეტესობამ თამაშს თავი დაანება მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენი აქტიური მოთამაშეთა რიცხვი ერთი ორად გაიზარდა.

მოკლედ ბევრი რომ არ ვწერო, მაქვს ასეთი გეგმა.

შევქმნათ ფონდი ( emoney, paypal-ი ან რაიმე ამდაგვარი) და ყოველთვიურად თუ კვირეულად ყველამ შეძლებისდაგვარად ამ ფონდის შევსებაზე ვიზრუნოთ, 1, 2, 3, 10 ვისაც რამდენი შეეძლება ის რომ ჩარიცხოს, ეს ფული მოხმარდება Facebook-ზე გაშვებულ რეკლამებს, რეფერალებიდან შემოსული ოქრო კი დამწყებ მოთამაშეებს. ეს სავალდებულო არ იქნება და დათვლას არავინ დაიწყებს მაგრამ რაც უფრო დიდხანს შევძლებთ რეკლამის გაშვებას მით უკეთესი.

დროა რამე ვიღონოთ და ბაზა შევქმნათ რაზეც ქვეყანა აშენდება თორემ ასე 50-60 მოთამაშით შორს ვერ წავალთ.