ახალი ამბები განათლების სამინისტროდან

Day 2,413, 17:13 Published in Georgia Georgia by JangavaDze
ბიჭებო პირველ რიგში გილოცავთ დიდ გამარჯვებას !

უბრალოდ რომელი ჩვენგანი წარმოიდგენდა რომ ამდენს შეძლებდა სულ რაღაც თვე ნახევრის წინ დამატებული საქართველო...საზიზღარი ბულგარეთი გავაგდეთ ჩვენი ტერიტორიებიდან და თან იმ სიშორეზე გავაგდეთ რომ ჰორიზონტზე დიდი ხანი ვერ გამოჩნდებიან.



შემდეგ დამშეულ დათვს რუსეთის სახით დიდი წიხლი მოხვდა უკანალში და მათ მთლიანი ძალებით წამოსულ შეტევას გავუძელით აფხაზეთში,ჭკუაც ვიხმარეთ და ოკუპირებული West Georgia–ც დავიბრუნეთ.

ჩვენ ქვეყანას განვითარებისკენ მიმავალ გზაზე დიდი სიჩქარე აქვს აღებული და დარწმუნებული ვარ ვერავინ და ვერაფერი გაგვაჩერებს,ახალი მოთამაშეებიც და ჩვენი სამშობლოც ნაბიჯ–ნაბიჯ ვითარდებიან.

ბევრმა ჩვენგანმა დიდი შრომა ჩავდეთ ამ ყველაფრის მისაღწევად და დღემდე ძალებს არ ვიშურებთ უკეთესი შედეგისთვის,ერთი პერიოდი იყო ქაოსი,არეულობა და დაუმთავრებელი კამათი,მე პირადად თამაშისთვის თავის დანებებასაც ვფიქრობდი,მაგრამ ამ ახალმა მოთამაშეების ნაკადმა იმედი გააჩინა .დავინახე რომ გვეზრდებიან მიზან დასახული და აქტიური ჯარისკაცები რომლებსაც გვერდში დგომა და დახმარება სჭირდებათ.დღეს ჩვენ ერთ მუშტად შეკრული გუნდი ვართ და იმედი მაქვს ბოლომდე ესე დავრჩებით !!

ჩვენს პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ მან გამოუყო განათლების სამინისტროს 10 000 ლარი.

ჩემო კადეტებო აწი თქვენ საკვების პრობლემა აღარ გექნებათ ,თამაშის მთავარ გვერდზე მარჯვენა მხარეს არის "My feeds" ... მანდ დაიდება ყოველდღიურად ახალი მომარაგების გაზეთი,რომელშიც 500 ენერგიის აღსადგენ საკვებს მოგცემთ

ბევრმა მოთამაშემ მოითხოვა იარაღი ბრძოლის დროს,ასევე ბიჭები ითხოვდნენ დაფინანსებას რომ აეწყოთ ბომბები.მე დავეხმარე ნაწილს,ხოლო დანარჩენებს გულდაწყვეტილებს ვუყურებდი რადგან ფიზიკურად მეტი რესურსი არ გამაჩნდა.ჩვენ ჭკვიანი ერი ვართ,შეცდომები ორჯერ არ უნდა დავუშვათ და სასარგებლო გაკვეთილი მივიღოთ..ამიტომაც შევქმენი მარაგი რომელშიც შედის :

იარაღი ბომბების შესაქმნელად :
Q1 – 200
Q2 – 200
Q3 – 200
Q4 – 200
Q5 – 200
Q6 – 200

ასევე ბრძოლის დროს დარიგდება Q6 - 300 იარაღი (კაცზე 10).
ასევე ბრძოლის დროს დარიგდება Q5 - 3000 საჭმელი (კაცზე 100)

კადეტები მზად არიან მტრის შესახვედრად და ვურჩევ ჩვენი ქვეყნის სხვა სამხედრო დანაყოფებს აიღონ მაგალითი ჩვენგან

თქვენს გვერდში გვიგულეთ :
Georgian_wolf (ირაკლი)
Lonely tunes (რატი)
Geooffroader (გიორგი)








Cadets' Military Academy –ს მოადგილე
United Georgian Party–ს პრეზიდენტი
=========== Georgian_wolf ===========