ყველაფერი პოლიტიკაზე

Day 2,394, 10:36 Published in Georgia Georgia by JangavaDze
გამარჯობათ ბიჭებო,ამ სტატიაში ვისაუბრებ პარტიებზე,კონგრესზე და მთავრობაზე

ბოლო რამოდენიმე დღეა ახალ შემოსულ მოთამაშეებს აქვთ ინტერესი ამ სფეროს მიმართ და მაქსიმალურად მოკლედ ჩამოგიყალიბებთ მთლიან სტრუქტურას.

ქვეყანაში ტოპში მყოფ 5 პარტიას შეუძლია თავისი კანდიდატების წარდგენა კონგრესში.ეს ტოპ რეგულირდება პარტიაში მყოფი მოთამაშეების რაოდენობით.ნებისმიერ წევრს შეუძლია თავისი თავი კანდიდატად წარადგინოს პარტიის სიაში ,მაგრამ ლიდერმა უნდა დაალაგოს ნომირაციით ეს წევრები ისე რომ ვინც მეტად იმსახურებს ზევით მოახვედროს და ვინც არ იმსახურებს ქვევით ჩამოწიოს.


არჩევნების დღეს ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქე აძლევს ამ ტოპ 5 პარტიიდან რომელიმეს ხმას და პროცენტულობიდან გამომდინარე განაწილდება ადგილები კონგრესისთვის.

რაც შეეხება კონგრესმენის მოვალეობებს... თითოეულ მათგანს შეუძლია კანონის წარდგენა.განხილვა გრძელდება 24 საათი და ხმების 66 პროცენტი არის საჭირო მის დასამტკიცებლად .ასევე კონგრესის უმრავლესობას შეუძლია ქვეყანაში არჩეული პრეზიდენტის გადაყენება (იმპიჩმენტით).

კანონები არის ბევრნაირი,მაგალითად :რა იქნება მინიმალური ხელფასი....რამდენი პროცენტით დაიბეგრება მოთამაშე როცა იმუშავებს(work taxe)...რა გადასახადი იქნება რაიმე სახის პროდუქტზე და ასე შემდეგ.

4 დღეში იქნება არჩევნები ,მე დღეს გადავწყვიტე კენჭი მეყარა "United Georgian party"-ს პრეზიდენტად.ამ მომენტისთვის მაგ თანამდებობას ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი როსმედიან იკავებს ხოლო მე ვარ ვიცე პრეზიდენტი(მოადგილე).

მინდა რომ ავხსნა ჩემი გადაწყვეტილების მიზეზები და დაგანახოთ დადებითი მხარე ამ ყველაფრის.


პირველ კონგრესის არჩევნებში როცა ქვეყანა დაემატა ძაან ბევრი გაუგებრობა და შეცდომები მოხდა.დავიწყებ იმით რომ ქართველ კონგრესმენთა სიაში უცხო პიროვნება და თან უცხოელი იმყოფებოდა სიის თავში და მე ვიყავი მეოცე ადგილზე.ესეთი შეცდომები აღარ უნდა გამეორდეს,რიცხობრივად ცოტა ქართველის გამო თითქმის ყველა გახდა კონგრესმენი,მაგრამ ჩვენს გატანილ კანონებს ყოველთვის წამებში 8–9 წინააღმდეგობა ქონდა(NO),ხოდა ჩვენი გუნდის წევრების ძებნა საათობით იყო საჭირო.
მე წინააღმდეგი ვარ ერთი გუნდის მართველობის,მინდა იყოს მრავალფეროვნება და აუცილებლად უნდა მოხდეს გადარჩევა მოთამაშეების.კონგრესში უნდა იყოს აქტიური და გუნდისთვის ერთგული წევრები,და არა ისეთი თავისი ამბიციების გამო უცხოელებს რომ დაეხმარება შენი კანონის უარყოფაში(როდესაც მთელი გუნდი შენ გიჭერს მხარს).კონკრეტულად მე არავიზე არაფერს არ ვამბობ,ჩვენს კონგრესში 24 კაციდან 15 მდე ნამდვილად იმსახურებს იქ ყოფნას მაგრამ ხალხის მოუცლელობის გამო ბევრი შეფერხება და პრობლემა ექმნება ქვეყანას.ჩემი აზრით მე იდიალურად გავართმევ ამ საქმეს თავს.

ასევე მინდა მივმართო სხვა ქართული პარტიების ლიდერებს...ხალხს რომ აგროვებთ პარტიებში
და პირდებით ...ოღონთ ჩვენთან შემოდით და მეტი შანსი გაქვთ კონგრესში შესვლისო... არ გინდათ რომ კრიტერიუმებს გადახედოთ და მხოლოდ გამარჯვების გამო ქვეყანა არ გაწიროთ? კონგრესში სხვა პარტიიდან არააქტიურ და უპასუხისმგებლო წევრს თუ ვნახავ ყველანაირად შევეცდები რომ მეორედ არჩევნებში მაგ პარტიის ლიდერმა ვეღარ მიიღოს მონაწილეობა.






საქართველოს კონგრესმენი და განათლების მინისტრი
Cadets' Military Academy –ს მოადგილე
United Georgian Party–ს ვიცე პრეზიდენტი

=========== Georgian_wolf ===========