ბრძოლები

Day 2,391, 01:15 Published in Georgia Serbia by xuBcu

თავი იჩინა დამწყებებში გაურკვევლობამ, კონკრეტულად ვერ ერკვევიან როგორ იბრძოლონ და რატომ ხვდებიან მოწინააღმდეგის მხარეს და იქ იბრძვიან.

ამ სტატიას დავწერ ახალბედებისთვის რათა გაერკვიონ ერთხელდასამუდამოდ და აღარ იყოს გაუგებრობა.



პირველ რიგში არსებობს 2 სახის ბრძოლა:
1. ნატურალური - იბრძვი იმ ქვეყნის მხარეს სადაც იმყოფები ან მის რომელიმე ალიანსის წევრთან და გამოიყურება შემდეგნაირად

ამ სამი ბრძოლიდან პირველს და მეორეს რომ აირჩევ შესაბამისად მოხვდებით Indonesia ან Croatia_ს მხარეს. ხოლო მესამეს თუ ავირჩევთ ჯერ ამოვა შემდეგი სახის შეტყობინება

ანუ გვეკითხება გინდა თუ არა საქართველოს ალიანსისკენ ბრძოლა.
თუ არ გინდათ "No Thanks" მიუთითებ და შესაბამისად მოხვდები რუსეთის მხარეს, თუ გინდა რომ ფინეთის მხარეს იბრძოლო "Change location"_ით შეიცვლი ადგილმდებაერეობას და მოხვდები ფინეთის მხარეს.

2. აჯანყება - აჯანყება არის შემდეგი სახის ასე ვთქვათ "ოკუპირებული" ტერიტორიების გათავისუფლება. აჯანყებაში არ მონაწილეობს ალიანსი და სხვა რომელიმე ქვეყანა. აჯანყებაში მონაწილეობის მიღება შეიძლება მხოლოდ ოკუპანტის ტერიტორიაზე ყოფნით. აჯანყების წამოსაწყებად საჭიროა 10 კაცის დახმარება და შესაბამისად ყოველი მათგანიდან 1000 ლარის შეწირვა. აჯანყება დაიწყება მაშინვე როგორც კი 10 კაცი გადარიცხავს ფულს. აჯანყება რომ დაიწყება და მოხდება გათავისუფლება ტერიტორიის ეს 10 კაცი რომელმაც ჩარიცხა ფული იღებს "Resistance Hero" მედალს და 5 ოქროს.
.
აჯანყება გამოიყურება შემდეგნაირად:

აჯანყებულ ქვეყანას დროშასთან აქვს "მუშტი" წითელ ვარსკვლავში.
აჯანყებაში მონაწილეობა ხდება როგორც ზევით ავღნიშნეთ ოკუპანტის ტერიტორიაზე გადასვლით.
როდესაც ჩვენ ვიმყოფებით ოკუპანტის ტერიტორიაზე და შევდივართ აჯანყებაში გვხვდება შემდეგი სახის შეტყობინება

"Join Resistance"_თი ვირჩევთ აჯანყებულის მხარეს(ამ შემთხვევაში საქართველოს) "Fight for Bulgaria"_თი შევდივართ ოკუპანტის მხარეს(ამ შემთხვევაში ბულარეთის) და ვიბრძვით იმ მხარეს რომელსაც ავირჩევთ.
(ბრძოლის შემდეგ აუცილებელი არ არის ისევ მაგ: საქართველოში დაბრუნება რომ შედეგი საქართველოზე აისახოს. ამ საკითხთან იყო გაურკვევლობა ხალხი გადადიოდა და გადმოდიოდა ისევ საქართველოში რომ საქართველოს ჩათვლოდა ვითომ ბრძოლა და ხდებოდა საწინააღმდეგო, ბრძოლას აწარმოებდნენ ბულგარეთის მხარეს)

P.S. Vote_ არ დაგავიწყდეთ რომ რაც შეიძლება მეტმა ნახოს და გაერკვეს ბრძოლებთან დაკავშირებით.

თუ რამეს კიდევ ვერ გაიგებთ დააკომენტარეთ და შევეცდები პასუხი გაგცეთ...