vMOFA კვირის შეჯამება

Day 2,887, 11:55 Published in Georgia Austria by NicK TS

მოგესალმებით. (აქ კიდევ ბევრი რაღაცის დაწერა შეიძლებოდა, მარა მეზარება)
პირველ რიგიში მინდა დავიწყო იმ თემით რომელიც „განხილვის“ ობიექტად იქცა ბოლო დღეებში. რასაკვირველია საქართველო/თურქეთის შეთანხმებაზე მაქვს საუბარი. ბევრი დაიწერა და ბევრი ითქვა, აქვე ჩემსასაც ვიტყვი. არ ღირს იმ ადამიანების მოსაზრებებზე გამოკიდება, რომელთათვისაც მნიშვნელობა არ აქვს არგუმენტირებულ საუბარს, არ, ვერ ერკვევა საქმეში და ბევრს ლაპარაკობს, პატრიოტიზმი მისთვის ასოცირდება უაზრო ნაბიჯთან, რომელიც ქვეყანას გააქრობს და არა დრეობით რომელიმე რეგიონს, თავი ზევსი გონია და ამდროს იაზონიც არ არის. დავასრულე... :დ

რეგიონი, აღმოსავლეთ ევროპა, დასავლეთ ევროპა, მოკავშირეები..

რეგიონში უახლოეს მომავალში (მინიმუმ 2 თვე) რაიმე სახის გართულებას ადგილი არ ექნება, რადგან წამყვან ქვეყნებს შერის დადებულია და მოქმედებს ორი ხელშეკრულება (საქართველო/თურქეთი და ირან/თურქეთი. რაც შეეხება რუსეთს მას აქ მისდა საუბედუროდ „გაზპრომი“ არ აქვს და ვერ ახერხებს პილიტიკური ამინდის შექმნას.
ჩვენ მას შემდეგ რაც შეთანხმებით გათვალისწინებული "ნე" გამოვიტანეთ დავკარგეთ ყველა ორმხრივი დაცვის ხელშეკრულება ყველა იმ მოკავშირესთან რომელთანაც თურქეთსაც ქონდა მპპ, ამიტომ მხოლოდ ორი დაგვრჩა, ომები არ გვაქვს ამიტომ ბევრი მპპ საჭირო სულაც არ არის მაგრამ ძირითად მოკავშირეებთან ალბათ სულ მალე აღვადგენთ.
პ.ს ჩვენი დიქტატორი რამდენადაც შეზღუდულია ორი იმდენად სურს კანონების მიღება და ერთი მეორის მიყოლებით აწესებს ემბარგოს მოწინააღმდეგე ბანაკის ქვეყნებთან :პ
უკრაინა.

მას შემდეგ რაც უნგრეთს "FF" წვეულება გაუმართეს და საგრძნობლად დასუსტდა, უკრაინამ მოახერხა თავისი დასავლეთ რეგიონების გათავისუფლება, რომელთაგან ერთერთი ისევ დაკარგა. ახლა ცდილობს რომ სხვა რეგიონები არ დაკარგოს მაგრამ რადგან უნგრეთს დასავლეთით გზა ჩაეკეტა იგი აუცილებლად შეეცდება დაკარგული რეგიონების დაბრუნებას და რასაკვირდელია ახლების დამატებაზე არ იტყვის უარს თუ სიტუაციამ ხელი შეუწყო.
ბალტიის პირეთი.

ესტონეთი ისევ გახვეულია ომის ქარცეცხლში, რომელიც უკვე რამოდენიმე წელია გრძელდება და არ დაადგა საშველი მის დასრულებას, ესტონეთის მდგომარეობა კარგი მაგალითია იმისა თუ რატოაც მოხდა საქართველო თურქეთის და მანამდე ირან საქართველოს შეთანხმება. ამავდროულად ჩვენი და ესტონეთის სამეზობლოს შედარება არც შეიძლება ერთი ესტონეთს მასზე არაფრით გამორჩეული მეზობლები ყავს (მოკლედ რომ ვთქვათ ერთი სიძლიერის ქვეყნებია) ჩვენ კიდევ თურქეთი და ირანი გვემეზობლება, რომლებიც ხელწამოსაკრავნი სულაც არ არიან.
ბალკანეთი/ცენტრალური ევროპა

ერთი შეხედვით დღეს დილით საკმაოდ მძიმე სიტუაცია ჩანდა, რადგანაც ზესახელმწიფოებმა ერთი მეორიეს მიყოლებით გამოიტანეს "ნე" კანონები. ხორვატებმა უნგრეთზე გადაწყვიტეს დარტყმა, სერბებმა ხორვატებზე მაგრამ საბოლოოდ ხორვატების "ნე" ჩავარდა.

ასევე ჩასაგდებად არის განწირული სერბეთის "ნე" კანონიც

მაგრამ დროს ნუ გავუსწრებთ, შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს.
დასავლეთ ევროპა

მას შემდეგ რაც ესპანეთმა გაათავისუფლა საკუტარი ტერიტორიები და საფრანგეთს მიადგა, პრაქტიკულად ომი დასავლეთ ევროპაში არ დასრულებულა, ესპანეთის ექსპანსიაას ჩვენი მოკავშირეებისათვის საკმაოდ კარგი შედეგი მოჰყვა დიდი ბრიტანეთი, რომელიც მთლიანად იყო დაბყრობილი, როგორც იქნა გათავისუფლდა, მაგრამ ეს თავდაპირველი გათავისუფლება დროებითი აღმოჩნდა, მას შემდეგ რაც აშშ-მ დაარტყა ესპანეთს დიდმა ბრიტანეთმა საფრანგეთს შეუტია )რათა ფრანგების ძალა გაენაწილებინა და მთლიანი დატრყმა ესპანეთისკენ არ წაულიყო,) ამ დროს კი უნგრეთმა და ჰოლანდიამ დაიწყეს დიდ ბრიტანეთზე შეტევა რასაც ამ უკანასკნელის კვლავინდებური გაქრობა მოყვა. როგორც ჩანს ეს მხოლოდ ახალი გადანაწილების დასაწყისი იყო და ბრიტანეთში უნგრეთი ჯერ კიდევ არ იყო კარგად დაბანაკებული, როცა მოკავშირეების დახმარებით უნგრეთს ნამდვილი FF "ფართი" მოუწყვეს და ერთი მეორის მიყოლებით დააკარგინეს ტერიტორიები, ამ მომენტით საბერძნეთმა ისარგებლა, ავია დარტყმა განახორციალა გერმანიაზე და სწორედ ახლად გათავისუფლებული ბავარია დაიპყრო, რომლითაც ფაქტობრივად უნგრეთს გადაუკეთა დასავლეთის გზა (ალბად დიდი ხნით არა მარა უნგრეთი დაემშვიდობა ბონუსების დიდ ხონჩას) საფრანგეთი კი ხორვატია, ესპანეთმა და სამხრეთ კორეამ გაინაწილეს. უნგრეთი კი ფაქტობრივად ჩიხში აღმოჩნდა დასავლეთით საბერძნეთი გაუმეზობლდა, სამხრეთით სლოვენია, და ჩრდილოეთით პოლონეთი.
ჩრ. ამერიკა

მას შემდეგ რაც კანადამ ესპანეთს დაარტყა და დიდი ბრიტანეთის ოკუპირებაა მოახდინა, მასზე შეტევები ჩვენმა მოკავშირე ქვეყნებმა დაიწყეს პირველი იყო მაკედონია, იტალია და ალბანეთი რომლებმაც ავია იერიშები მიიტანეს კანადაზე და დაიპყრეს. ამ დროისთვის იტალიის და ალბანეთის ექსპანსია ისევ გრძელდება მხოლოდ მაკედონია გამოეთიშა, მას შემდეგ რაც აშშ-მ "ნე" გაიტანა.

დღეს როცა რუკას ვათვარიელებდი ერთ საინტერესო ფაქტს წავაწყდი ალბათ ბევრმა თქვენგანმა შეიძლება არ იცოდით ამიტომ "იცოდით თუ არა რომ" ყველაზე დიდი ხნის მანძილზე ტერიტორია უნგრეთს არ დაუკარგავს და აგერ უკვე 1185-ე დღეა აკონტროლებს :დდ
საგარეო ურთიერთობების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი: ოქრო/ფული
მას შემდეგ რაც პლატომ რესურსების გადანაწილება და ახალი ტურნირი მოიგონა, რომელსაც ზემოდან დაურთო მედლების ცვლილება (თითქოს შოკოლადი იყო) ლარი სულ უფრო და უფრო უფასურდება (ალბათ მრჩევლად ეკონომიკის დარგში ნ. ხადური ყავს)


პ.ს თუ მოგეწონებათ სტატიები გავაგრძელებ vMOFA-ც რომ აღარ ვიყო 😉