UGP Official- პირველი მერცხალი
Unik.
აგერ უკვე ორი დღეა რაც მრავალპარტიული პლურალური გენდერულად დაბალანსებული და არნახული დემოკრატიის შესაფერისი კონგრესი გვყავს...
რესპუბლიკური პარტიის თავკაცებმა დიდის ზარზეიმით და ბუკის კვრით გვამცნეს თუ რაოდენ დიდ წარმატებას მიაღწიეს და შევიდნენ კონგრესში.
აქვე ყველანი მწარედ გაგვაფრთხილეს, რადგან ისინი უკვე ანგარიშგასაწევ ძალად იქცნენ მათ წინასწარ უნდა შევუთანხმოთ ნებისმიერი კანონი, რადგან არცერთ კანონს არ დაეთანხმებიან რომელსაც ახსნა განმარტება არ ექნება...
ხო, როგორც ვთქვი გავიდა ორი დღე და რას ვხედავთ?
ვინმე უბრალო ადამიანმა შემოიტანა კანონი
http://www.erepublik.com/ka/main/law/Georgia/168501
Debate Area არ არსებობს.
არსავ წამიკითხავს ამ კანონის შესახებ.
არც რიგითი, შემდგომში გასაგრძელებელი მპპ კანონია რომელიმე ალიანსის ქვეყანასთან.
არც მეტი არც ნაკლები იარაღის იმპორტის გადასახადის 50%ზე მომატებაა
🙂
მოდი ცინიკურად არ ვილაპარაკებ და მოვთოკავ თავს თორე მიწასთან გასასწორებლები ხართ მთლიანი პარტია....
რათა შვილო რათა?!
ამიხსენით აქ. რატო გამოიტანეთ ეგ კანონი?!
მთლიანად რესპუბლიკურ პარტიას მივმართავ
რადგან უკვე ტვინი შეჭამეთ თქვენი არნახული დემოკრატიით და თუ როგორ ყველაფერს ათანხმებთ ერთმანეთთან, დაჟე გაკუებასაც
"რაც შეეხება კონტაქტს თუ ერთმანეთში კონტაქტს გულისხმობ, ჩვენზე კარგად მოწყობილი არავის, არც ერთ პარტიას არ ექნება, ერთმანეთში კონტაქტი."
"პირველ რიგში რესპუბლიკური პარტია არის ერთადერთი პარტია სადაც ყველა გადაწყვეტილება მიიღება კენჭისყრით"
"რესპების ჩატი არის ესაქართველოშ ყველაზე აქტიური ჩატი."
ციტატა თქვენი პარტიის წევრების ნაამბობიდან.
ubralod me შენ პირადად არაფერი არ მიიღო შენ თავზე. შენ არაფერს გერჩი. შენ ხარ გარემოების მსხვერპლი რაც რესპუბლიკურმა პარტიამ შექმნა.
თუ საქმე არ იცით ნფგ-ს მიბაძეთ და დაიძინეთ საღათას ძილით.
გისმენთ
p.s. ვისაც საქმის კეთება გინდათ ან/და მისი შესწავლა გადმოდით უგპ-ში ან ედპ-ში, კაკ მინიმუმ დასაძრახს არაფერს გააკეთებთ.
Comments
P.s. 🙂
http://i.imgur.com/4Py7v7l.png
კანონი გამოიტანა და გარტყმაში არაა რა გააკეთა.
და მერე რა? თუარიცის ისწავლის შენ არ დაამტკიცო და ვინ რა კანონს გამოიტანს ეგ არავისი საქმე არაა
მივწერე უკვე პმ-ში და მივეცი რჩევა.
იმედია მაგასაც არ დასქრინავ 🙁
"ვინ რა კანონს გამოიტანს ეგ არავისი საქმე არაა" ოღონდაცა რა V
რუსეთის NE გამოიტანეთ აბა ბარემ 😉
ან უარესი ირანის....
:დ თუმოგვინდება ვიზამთ :დდ
mtel partias nu gadavwvdebit. chemi idea iyo da me gavcem pasuxs
არა. მთელი პარტიის ბრალია.
დავწერე რატომაც.
მოგვიტევეთ ბატონო ტომ 😃 მეტს აღარ იზავს 😃
ერთი კანონპოექტია რომელიც ჩავარდება და დიდ ტრაგედიად ნუ შერაცხავთ.
კანონის გამოტანა არაა ტრაგედია...
ტრაგედია სხვა რამეა და ამას 2 დღეში ავხსნი...
samwuxarod ar vicodi ragac ragaceebi magram eg imas ar nishnavs rom mteli partia aris gasakicxi, me saxelmwifostvis cudi ar mindoda, arc is mindoda rom xalxi sazgvargaret yiddes iarags. mindoa ekonomika gadzlierebuliyo da imis magivrad rom sazgvargaret gayidon produqti gaeyidat saqartveloshi
სამწუხაროდ არ იცოდი. სამწუხაროდ არავინ არაფერი აგიხსნა. სამწუხაროდ არავის არაფერი კითხე.
პარტიამ არ გამოგზარდა არ დაგარიგა და ჩაგახედა ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სხვა საკითხებში.
ვიცი რომ სამწუხაროდ მხოლოდ რიგითი ხმა ხარ
ახალი მოთამაშეა შეეშალა და ნუ ჩაქოლავთ, ჩავარდება ეს კანონპროექტი.
მე მოთამაშეს არ ვქოლავ. მე უძველეს პარტიას ვქოლავ.
მოქალაქეს ქოლავ. უბრალო მოქალაქეს რომელმაც შეცდომა დაუშვა და ნანობს. თქვენ და თქვენისთანა ემოქალაქეები დანაშაულს დაინახავენ და იმას ფიქრობენ რა მოოუძებნონ და როგორ ჩაქოლონ. ყოჩაღ ეს თქვენ გამოგივიდათ, 😑
დავწერე რომ შენ არაფერ შუაში ხარ თქო.
მე ვაკრიტიკებ შენ პარტიას.
რადგან შენმა პარტიამ არ შეგიქმნა ის გარემო რა გარემოსაც იმსახურებ.
დამიჯერე შენი ბრალი არაფერი არაა...
სწორედაც ჩემი ბრალია და არა პარტიის. 🙂
გეშლება მეგობარო. ისევე როგორც კანონი შეგეშალა ისე გეშლება ეგეც. არაა შენი ბრალი თქო 🙂
რაც შენი ბრალია, პარტიის ბრალიც არის .
luka gio respebi pirveli partia romelsac eseti situacia hqonia ugps arhqonia maseti stuacia?
დიქტატურის გადაგდების შემდეგ პირველი პარტიაა კი 🙂
თან დემოკრატიაზე გადაყვანა თქვენი მოთხოვნა იყო ანუ პასუხისმგებლობაც გაქვთ
http://www.erepublik.com/ka/article/-1344-2567511/1/20
უკვე მეცინება, რაოდენ საცოდავი ხდება უგპ და თუნდაც ედპ, ხედავთ რომ რესპუბლიკურმა პარტიამ უმოკლეს დროში ყველას გადაუარა და წვრილმან უაზრობებსაც კი ეკიდებით, დადო ადამიანმა რაღაც კანონპროექტი რისთვის მყავხართ აქ ამხელა გამოცდილი ხალხი თუ არაა საჭირო დააჭერთ არას ხომ ?
ცინიზმს მოვთოკავო, მაგ ცინიზმ ცინიზმში და სიცილ სიცილში კი ხართ მე-4 ადგილზე მომდევნო ედპა !!!! ჩვენ არ გავჩერდებით სანამ ყველაზე დიდი ძალა არ გავხდებით საქართველოში !
😃
და ამის მერე ალბათ ბოროტად გადაიხარხარე 😃 😃
ამბიციური ზალხია.
მომწონს
ამბიციურები დასაწყისშიც ვიყავით და ახლაც ვართ, გარკვეულ შედეგს მივაღწიეთ და კიდევ უფრო მეტსაც მივაღწევთ იმედია შეამჩნიე უკვე არჩევნებში რა როგორ მოხდა
200 ძალას აცდი და მერე მელაპარაკრ თუ როგორ გადამიარე თავზე 😉
არ ვარ აქოური, უბრალოდ ვათვალიერებდი სტატიას და კომენტარებს და ამაზე მომინდა პასუხის გაცემა.
ჩემს აზრს გეტყვით, იმის ილუზია მემგონი არავის არ აქვს, რომ ყველა კანონი ყველასთვის მისაღები იქნება, ზოგს დააჭერენ კის და ზოგს არას.
საქმე აქ სხვა რამეშია, არ უნდა გადიოდეს მსგავსი კანონები წინასწარი განხილვის ან მინიმუმ ახსნა-განმარტების თანხლების გარეშე.
დიახ მესმის, რომ ბევრი ახალბედაა კონკრესში, მე პირიქით ამის მომხრეც ვარ! მაგრამ სწორედ პარტიის პასუხისმგებლობაა, როდესაც კონგრესის კანდიდატად გამოყავს დამწყები მოთამაშეეები ბოლომდე გაარკვიონ საკითხში და სულ მცირე ის მაინც აუხსნას რომ ეგრე კანონები არ უნდა გამოდიოდეს!
xDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD
Ginda davbrunde da gasaocari demokratia mogitynat? :3
პირველი კი და მეორე ისედაც ნახმარია :დ .
Vixumre )) axia tqvenze rac miiget 🙂
თუ ცოტა გაქ ძალა 0 - ხარ ?
😃DDDDDDDDD 😃DDDDDDDDD gisurveb rom didi epolotikosi gaizardo 😘
მეგობრებო, რამოდენიმე დღის წინ კვიპროსშიც იგივე მოხდა, ვიღაც ახალბედამ შემთხვევით კონგრესში კანონი შეიტანა (თუ მართლა ასე მოხდა და სავარაუდოდ მართლაც ასე მოხდა), სადაც NE-დ გვაცხადებდა, არა და მპპ გვქონდა გაფორმებული. ორი მეგობრული ქვეყანა კინაღამ მტრები გავხდით. იქაც იტყოდა ვიღაცა (და ჩვენც ეგრე ვთქვით), რომ "რა მოხდა, ახალბედაა, შეეშალა. ქართველებს ავუხსნით, ჯიგრები არიან, გაგვიგებენ და არ ეწყინებათ"-ო. ეგრეც მოხდა, არავის ეწყინა და გავიგეთ. იმ ახალბედას არავინ ადანაშაულებს შეცდომაში, მაგრამ მე კვიპროსელებს მაგ შემთხვევის მერე მაგარ ჭუჭუებად ვთვლი, რადგან დაუშვეს, რომ ასეთი ლაფსუსი მოხდა და მაგათი ნდობა ნაკლებად მაქვს უკვე. დარწმუნებული ვარ ყველა ეგრე ფიქრობთ. ძაან გთხოვთ ხწორად გაიგეთ და ისე ნუ ატრიალებთ როგორც თქვენ გაწყობთ. დააშავა კვიპროსელმა, დამნაშავეა მთელი კვიპროსი. ომი რო დაწყებულიყო მთელ კვიპროსს დავუწყებდით ბრძოლას და არა იმ ერთ მოთამაშეს. დააშავა რესპუბლიკელმა, დამნაშავეა მთელი პარტია. ეხლა თქვენ გინდათ, რომ ამ კაცს შეაწეროთ ყველაფერი, უბრალოდ გამოუცდელობისგან შეცდომას არქმევთ, რომ პარტია სუფთა გამოვიდეს. მაგრამ კარგით რა, მმართველი პარტია ხართ და ასეთი შეცდომები მართლა არ უნდა დაუშვათ. მართალი ხარ, საცოდავები ვართ, ორი პარტიიდან ერთიც ძლივს გავიდა სამეულში, მაგრამ ისეთი პირი უჩანს, შემდეგ არჩევნებამდე, ჩვენი საცოდაობა საქართველოს საცოდაობასთან მონაგონი იქნება. მე და არც ერთი E. D. P./U. G. P.-ელი არ ადანაშაულებს ამ მოთამაშეს შეცდომაში. მეც ახალი ვარ და შეიძლება იგივე მომივიდეს.
ამ ადამიანს არავინ არაფერს არ აწმინდავს და ზოგადად არა მარტო ამ 1 შემთხვევაზე მაქვს ლაპარაკი, ხო ვიძახი არა რაღაც მარაზმში გადადიხართ უკვე, მალე ალბათ მძიმე იქ უნდა დაგესვა და აქ წერტილიო ეგეთებში გამოეკიდებით ხალხს, რაც შეეხება ამ სიტუაციას, ჩვენ კი მთელ კვიპროსს დავუწყებდით ომს, ეს კანონი რომ გასულიყო, მაგრამ არ გავიდა იმიტომ რომ სხვა მოთამაშეებმა ჩააგდეს არა? იგივე აქ მომხდარიყო და უბრალოდ გაგეფრთხილებინეთ ან ჩვენ ან ის ადამიანი, მეორეც რა მმართველი ჩვენი პარტია ვართ ან ამას რას გადაეკიდეთ? 2 სამინისტრო გვაქვს იქიდან ერთი არა საბაზო სამინისტროა, მესამე გვქონდა და ისიც სატესტო იყო, გეუბნებით მარაზმში გადადის უკვე ეს უაზრო კრიტიკის იქით აქეთ გასროლები, იმ ადამიანმა იქამდე გაიგო რომ არ უნდა გამოეტანა ეს კანონი სანამ ეს სტატია დაიდებოდა და მოგვწერა ჩააგდეთო, ამას ქვია გამოცდილების მიღება, უკვე სერიოზულად ვფიქრობ რომ ნაღდად არავის არ უნდა აქ ახლებმა გამცოდილება მიიღონ, ჯერ კონგრესის არჩევნებზე იყო ერთი ამბავი ამ ახლებს რატომ აძლევთ ხმასო, ახლა ეს მოხდა, მანამდე საპრეზიდენტოზე მახსოვს, იქამდე დიქტატურის დროს დემოკრატიაზე და ახლებსაც რომ შეძლებოდათ მართვა და გამოცდილების მიღება, ამაზე რომ გელაპარაკა ჩაგქოლავდნენ, თქვენ რა გგონიათ რატომ გაიზარდა რესპების ძალა ასე ძალიან? იმიტომ რომ ხალხს მობეზრდა ეს უაზრობები, ქვეყანა წინ მიდის ტერიტორიები გვაქ დამატებით, ალიანსში შევედით, პრეზიდენტი თავისი ჯიბიდან აფინანსებს ყველაფერს და მაინც უმადური ქართველები რაღაცა გამოსაკიდებელს მოიფიქრებენ რა, ცოტა გადახედეთ რას წერთ ხოლმე და თუ ცოტა მაინც იგრძნობთ რომ მარაზმში გადაგდით წაშალეთ ის რის დაწერასაც აპირებთ.
ნოშპა დალიე ვალერიანი და დაისვენე 🙂
ბევრს ნერვიულიბ
რო არ იცოდი ბიძიკო და გონზე არ ხარ ნუ გამოგაქვს კანონი და აზრი მიატანე, იკითხე მაინც.
დიქტატურა, რომ დამყარდა სასტიკი წინაარმდეგი ვიყავი ვისაც ახსოვს.
ახლა კი ბატონებო და ქალბატონებო ერთი ასეთი კიდევ და მოვითხოვ დიქტატურას, გავყიდი რაც მაქვს და შემოვალ წილში 🙁
ლუკა შენ კიდევ ნუღარ მისტირიხარ ამ დიქტატურას, დამთავრდა რისი მიზეზითაც იყო დამყარებული მორჩა, მემგონი ჯერ ჯერობით არავინ არ აპირებს დამყარებას უცხოელებისგან, ასე რომ მიეჩვიე დემოკრატიაში ცხოვრებას.
ლუკა არ ვარ 🙂
მიზეზი ბოლოს არ გცოდნია რა იყო 🙂
ეგეც თვქნი ბრალია მიზეზი თუ არ მცოდნია იმიტომ რომ ერთ-ერთმა თქვენგანმა მითხრა ადრე როცა ვყვიროდი დიქტატურა აღარ გვინდა თქო მე მითხრეს რომ სხვას რომ არ დაემყარებინა დიქტატურა იმიტომ დავამყარეთ ჩვენთვითონო...
შენა და ვინ ხარ საერთოდ :დ
ჩვენი წინა საპრეზიდენტო პროგრამა დიქტატურის გადაგდებას გპირდებოდათ.
„ლუკა შენ კიდევ ნუღარ მისტირიხარ ამ დიქტატურას, დამთავრდა რისი მიზეზითაც იყო დამყარებული მორჩა, მემგონი ჯერ ჯერობით არავინ არ აპირებს დამყარებას უცხოელებისგან, ასე რომ მიეჩვიე დემოკრატიაში ცხოვრებას. “
ლოლ :დდ
ჩვენ ერთმანეთში დავწერეთ რომ თუ რაიმე კანონპროექტის მიღებას დააპირებთ იკითხეთ ჩათში ან თუ რამეს დააპირებთ იკითხეთ... სამწუხაროდ გამოუცდელია და ბევრრამეს სწავლობს ყოველდღიურად როგორც პატარა ბავშვი :დ... ყველაფერში პარტიას რატო რევთ? რა ჩვენი ბრალია რომ მან ეგ კანონი გამოიტანა... კონგრესში გამარჯვებიდან ორ დღეში ჩვენ ვერავუხსნით ვერავის ყველაფერს თამაშის შესახებ... ამას სჭირდება დრო და გამოცდილება. ამ გამოცდილების დროს ბევრ შეცდომას უშვებს ადამიანი მათ შორის ეს შეცდომაცაა. რაც შეეხება პარტიას ჩვენ არავის არ ვეჯიბრებით არც კომუნიკაციით ერთმანეთში და არც არაფრით ამიტომ ამ ციტირებით ვერაფერს გახდები, ამაგარდა პარტიას იმიტო ადანაშაულებთ რომ დაინახეთ რომ დიდ ძალას წარმოვადგენთ და როგორც ყოველთვის კონკურენტი იქცევა თქვენც ართვლით თქვენ თავს გამონაკლისად...
ამასგარდა ნებისმიერ კონგრესმენს შეუძლია გაიტანოს ნებისმიერი კანონი პარტიის წევრთა უკითხავად.. თქვენ გაქვთ საშუალება დაამტკიცებთ თუარა ამ კანონპროექტს...
და ბოლოს მინდა გაგახარო იმით რომ ამ სტატიით შენ ვერაფერს ვერ დაგვიმტკიცებ უბრალოდ გინდა რომ პარტიას შეურაწყოფა მიაყენო.წარმატებებს გისურვებთ ყველა პარტიას საქართველოში ყველა ერთი მთლიანი ძალავართ და ურთიერთობა უნდა დავალაგოთ... ერთად უნდა გადავწყვიტოთ ყველაფერი ნაკლები კრიტიკა და მეტი საქმე... ჩვენ ძირითადად ახლებივართ და ვსწავლობთ ყველაფერს... ამ პროცესში ბევრი შეცდომა შეიძლება გაგვეპაროს და იმედია ზოგიერთი მოთამაშე მაინც გაგებით მოეკიდება ამას და არდაიწყებს კომენტარებში კრიტიკას და სულ უარყოფითზე ლაპარაკს...
კონგრესმენად ის უნდა გაიყვანო, ვისთვისაც ყველაფერი ახსნილი გაქვს და ვინც ყველა რისკს წონის, პასუხისმგებლობას კისრულობს და ბევრი შეცდომა არ მოსდის , ან თითქმის უშეცდომოა ამ საკითხში, ვინც პარტიის ინტერესს გაატარებს, ან მოსახლეობისას , მაგრამ რახან მოსახლეობა ფაქტობრივად ერთი დიდი პარტიის რამდენიმე ნაწილია და ყველა პირველობისთვის იბრძვის, პარტიის გამოდის , მაინც.
ხოდა , ამხელა დემოკრატიული პარტია რომ ხართ, კეთილი ინებეთ და დემოკრატიულად აარჩიეთ ისეთი მოთამაშეები , რომლებსაც , როგორც შენ ამბობ, ყველაფერი ახსნილი აქვთ და გარკვეულები არიან .
2 დღის თამაშდაწყებულს არაფერი ესაქმება კონგრესში, ჩვენ რომ მაგის თქმა გვინდა მაგას თუ ვერ ხვდები, ძალიან ცუდი.
თუ ვინმე გამოვარდება და ახლა იტყვის,რომ ინტერესს ვკლავთ ახალბედებში, კარგად ვერ ჰქონია ვერც იმას საქმე .
მან სურვილი გამოთქვა რომ კონგრესის წევრობა უნდოდა... ჩვენ ჩავატარეთ შიდა არჩევნები და დემოკრატიულად ავირჩიეთ... ქულების რაოდენობით მოხვდა იმ 12 კაცში.
შეცდომებზე ვსწავლობთ ყველა და აწი აღარ დაუშვებს იმ შეცდომას
როგორ არ დაუშვებ შეცდომას :დ .
შეცდომას ყოველთვის დაუშვებ და ყველა დაუშვებს .
მაგას ნურასდროს იტყვი, ისეთი პირობაა,რომელსაც ვერასდროს შეასრულებ.
უბრალოდ , არ იზრუნეთ სათანადოდ წევრის განათლებაზე, და ეგ არის თქვენი პრობლემა და არა ის, რომ „დემოკრატიულად“ არჩევთ სიას.
ჩვენ დავწერეთ ჩათში რომ არცერთ კანონპროექტს არ შეეხოთ სანამ ჩათში არ განვიხილავთ