SportTime

Day 2,616, 07:28 Published in Georgia Georgia by nika191999

მოგესალმებით,მე ვარ ნიკა უშიკიშვილი, მედია საშუალება ImediTv_ის მონაწილე და SportTime_ის წამყვანი, ჩვენ ვიწყებთ.


ლიონელ მესი

ესპანეთის "ბარსელონას" და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელი ლიონელ მესი ზედიზედ მეოთხედ პლანეტის საკუკეთესო ფეხბურთელი "ოქროს ბურთის" მფლობელი გახდა.

მესის საპატიო პრიზი ციურიხში გამართულ ცერემონიაზე გადაეცა. მესიმ 2012 წელს 91 გოლი გაიტანა. 25 წლის ფეხბურთელმა, მადრიდის რეალის ფეხბურთელს კრიშტიანუ რონალდუს აჯობა.

გატანილი გილების მიხედვით მან ასევე გადააჭარბა გერმანელი ფეხბურთელის გერდ მიულერის რეკორდს (85 გოლი 1972 წელს). მესიმ ერთი სეზონის განმავლობაში ბარსელონას შემადგენლობაში 79 გოლი გაიტანა, ხოლო არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში 12 გოლი.