SPECIAL WEAPONS #1: Bazooka

Day 2,397, 04:09 Published in Georgia Finland by geoarmy
SPECIAL WEAPONS #1: Bazooka

მოგესალმებით და გთავაზობთ "SPECIAL WEAPONS"-ის პირველ ნომერს, რომელშიც განხილული იქნება თამაშში არსებული განსაკუთრებული ჯავშანსაწინააღმდეგო იარაღი - Bazooka და მისი რეალური პროტოტიპები.


Bazooka თამაშში წარმოადგენს განსაკუთრებულ იარაღს, რომელიც მარკეტში არ იყიდება და მისი მოპოვება მხოლოდ საჭირო ნაწილების მოპოვებითაა შესაძლებელი. იარაღი შედგება 5 განსხვავებული ნაწილისაგან. ყოველი აწყობილი იარაღის გამოყენება შესაძლებელია 3-ჯერ და თითოელის დარტყმის ძალა 10 000-სია, ხოლო ყოველი გასროლისთვის საჭიროა 10 ენერგია.

Bazooka-ს ასაწყობათ საჭიროა გქონდეთ 150 ძალა და 5-ვე საჭირო ნაწილი.
- ლულა
- M63A რაკეტა
- სამიზნე
- კონდახი
- სასხლეტი

მათ მოსაპოვებლად არსებობს რამდენიმე გზა:
>ბრძოლა - ბრძოლისას ზოგჯერ ვარდება იარაღის ნაწილები.
>დღის დავალების შესრულება - ამ შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 5-ვე განსხვავებულ ნაწილს.
>ყიდვა - შესაძლებელი შეძენა სპეციალური პაკების მეშვეობით რეალურ თანხაზე.
>სხვადასხვა მისიების შესრულებით - ჯილდოს სახით.

Bazooka-ს რეალური ანალოგები მრავლად არსებობს, მაგრამ ჩემი აზრით ვიზუალურად ის ყველაზე მეტად გავს ამერიკულ M136 და შვეიცარიულ AT4. ეს ორი იარაღი თითქმის ერთმანეთის ანალოგია და მთავარ განსხვავებას მათ შორის მხოლოდ მწარმოებელი ქვეყანა წარმოადგენს. თავდაპირველად ის შექმნეს შვეიცარიაში 1980 წელს, ხოლო მოგვიანებით აშშ-მ დაიწყო მისი გაუმჯობესებული ვარიანტის წარმოება.

რეალური ჯავშანსაწინააღმდეგო AT4 / M136 არის მსუბუქი წონის,ოპტიკური და ღამის ხედვით აღჭურვილი იარაღი.ის გამოიყენება ტექნიკისა და სახმელეთო ობიექტების გასანადგურებლად.
მას გააჩნია შემდეგი მახასიათებლები:
კალიბრი: 84 მმ.
სიგრძე: 1.2 მ.
წონა: 7,5 კგ.
სროლის დიაპაზონი: 150მ. მოძრავ სამიზნეზე და 300მ. უძრავ ობიექტზე.
შეღწევადობა: 500 მმ

რაც შეეხება ამ ტიპის უახლესი თაობის იარაღს, ასეთად შეიძლება მივიჩნიოთ ბრიტანული ყუმბარმტყორცნი MBT LAW, რომელზეც მუშაობა 2002 წელს დაიწყო, ხოლო 1 მოდელი 2009 წელს გამოუშვეს და მისი შექმნა ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი დაჯდა.

ეს იარაღი AT4-ის გაუმჯობესებულ ვარიანტად შეიძლება მივიჩნიოთ, ოღონდ გაცილებით დიდი შესაძლებლობებით,ბრიტანეთის არმიამ უკვე მოაწერა ხელი შეთანხმებას კომპანიასთან და ეს იარაღი მის არსენალში მომავალი 20 წლის განმავლობაში იქნება, ასევე მას იყენებს ა.შ.შ-ს, შვედეთის. ფინეთის და კიდევ რამდენიმე ქვეყნის სამხედრო ძალები. იარაღი აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიური შესაძლებლობებით და 1 კმ-ის მანძილზე ნებისმიერი ობიექტის განადგურება მისთვის არანაირ დაბრკოლებას არ წარმოადგენს.
MBT LAW გააჩნია შემდეგი მახასიათებლები:
კალიბრი: 150 მმ.
წონა: 12,5 კგ.
სროლის დიაპაზონი: 20-1000 მ.
საწყისი სიჩქარე: 40 მ/წმ