MOD! თავდაცვის სამინისტრო/არსებული ვითარება

Day 3,429, 11:03 Published in Georgia Georgia by Sir Integra



სალამი მეგობრებო!

ამ ბოლო ხანებში როგორც ვნახე დაიწერა რამოდენიმე სტატია რომლებმაც თქვენ წარმოიდგინეთ და ძალიან გამახარა რადგან ჩვენ მოსახლეობამ როგორც იქნა ხმის ამოღება დაიწყო და სურვილი გამოითქვა აქტიურობისკენ,ამიტომაც გადავწყვიტე სტატია მეც გამომექვეყნებინა და მოკლედ ამეღწერა ამჟამინდელი მსოფლიოსა და საქართველოს ვითარება...





ალბათ ყველამ იცით რომ საქართველოს 3 რეგიონი არის ოკუპირებული რუმინეთის მიერ,ამ სამი რეგიონიდან ორში არის სასიცოცხლო ბონუსები ძლიერი ქვეყნებისთვის მესამე რეგიონი კი უბრალოდ პლაცდარმი და კორიდორია მათი დედაქალაქისკენ!

მსოფლიოში ასტერია(რამოდენიმე ქვეყნებისაგან შემდგარი ალიანსი) კვლავ დომინირებს,მათ ოკუპირებული აქვთ როგორც ჩვენი, ასევე ჩვენი მეგობარი ქვეყნების ტერიტორიები რომლებისთვისაც ბრძოლები თითქმის ყოველდღე თავდაუზოგავად მიმდინარეობს რომელშიც ქართული არმიაც აქტიურად ჩართულია და ვცდილობთ შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ მოკავშირეებს,მაგრამ როგორც იცით ჩვენი მტერი გაცილებით ძლიერია ვიდრე ჩვენ და ჩვენი მოკავშირეები ერთად!



ახლა კი თავს უფლებას მივცემ და მობილიზაციისაკენ მოგიწოდებთ!

საქართველოს სამხედრო საცავი შევსებულ იქნა მოკავშიეების მიერ რაც დაახლოებით მილიონამდე ლარი დაჯდა,, ამ მომენტისათვის ველოდებით მოკავშირეების მწვანე შუქს,როგორც კი სიგნალი გვექნება უნდა ავფრინდეთ და ვეცადოთ სამხრეთ ამერიკაში დაფრენა და მოკავშირეების რეგიონებიდან მტრის გაგდება! რაც იმაზე ძნელი იქნება ვიდრე შეიძლება წარმოგვედგინოს! მაგრამ ჩვენ მოკავშირეები არასოდეს მიგვიტოვებია და ჩვენს გასაკეთებელს ყოველთვის გავაკეთებთ!!
ზოგ ზოგიერთებმა შეიძლება იფიქროთ რომ მოკავშირეებს კიარა ჩვენ თავს მივხედოთო მაგრამ მეგობრებო ჩვენ ჩვენს თავს ვერ მივხედავთ მანამ სანამ ჩვენი მოკავშირეები ჩვენთვის ვერ მოიცლიან და რომ მოიცლიან მერეც გვეშველება თუ არა ეგ კიდე მეორე თემაა (facemalp)

rogorc ki sahaero dartymas ganvaxorcielebt da chven amocanas shevasrulebt (an ver shevasrulebt) meore dgesve viwyebt ajanyebebs!! vargvevt xelshekrulebas da daviwyebt brdzolas tavisuflebisatvis!



ჩემო ძმებო/დებო: e საქართველოს ბევრი რამ გადაუტანია,ვყოფილვართ იმაზე ძლიერი ქვეყნის ოკუპაციის ქვეშ ვიდრე რუმინეთია მაგრამ ჩვენმა ერთად დადგომამ ბევრჯერ მოგვიტანა გამარჯვება,,მართალია მაშინ ჩვენი მოქალაქეებიც უფრო მრავლად იყვნენ მაგრამ მე ბოლომდე მჯერა რომ სანამ ერთი საქართველოს მოქალაქეც კი იქნება ამ თამაშში მანამ ჩვენი მტრები ვერ იტყვიან რომ ადვილად დაგვამარცხებენ! შეიძლება ომები ვერ მოვიგოთ მაგრამ ჩვენ ბრძოლას არ შევაჩერებთ!

ეხლა კი მინდა კიდევ ერთ თემას შევეხო რომელიც გასულ დღეებში ძალუან აქტუალური გამოდგა...არჩევნები და ჩვენი უცხოელი პრეზიდენტი
მეგობრებო მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება პრეზიდენტი,მიზანი ერთია-რამეფრად გამოვძვრეთ სიტუაციიდან! ვერავინ დამაჯერებს იმაში რომ სხვა რომელიმე ჩვენთაგანი რომ მოსულიყო ან მოვიდეს პრეზიდენტად რაიმე განსხვავებულს გააკეთებს! რაცარუნდა სამწუხარო იყოს დღესდღეობით ამ თამაშში რეალური ფული ბევრ რამეს წყვეტს,თუ შეგიძლია ცოტა ფული დახარჯო ძლიერი ხარ,თუ არ შეგიძლია შედარებით სუსტი! ძალიან გთხოვთ თავი დავანებოთ რაღაც უაზრო დავა/მუქარებს ქვეყნის სადავეებთან დაკავშირებით,თუ რომელიმე თქვენგანს ნამდვილად რაიმე გეგმა გაქვთ შეგიძლიათ გამოაქვეყნოთ და თუ მართლა გამოსადეგი რამ იქნება ჩემი ხელით გადმოგაბარებთ პრეზიდენტობას! შეიძლება იფიქროთ რომ თქვენ რატომ უნდა გმაოაქვეყნოთ რამე როდესაც ჩვენ არაფერს ვაქვეყნებთ მაგრამ ამას მე იმით ავხსნი რომ რაც არუნდა სამწუხარო იყო დღეს 2-3 ადამიანი ვართ ვისაც რაიმე შეგვიძლია და იმის ფონზე რომ ჩვენი მოქალაქეები თამაშიდან გადიან ამიტომაც მე ვერ დავჯდები ყოველ დღე და ერთ საათს ვერ დავუთმობ სტატიების წერას რომლებსაც არაფერი შედეგი არ ექნება რისთვისაც ძალიან ბოდიშს გიხდით,,როდესაც მე დავინახავ ხალხისგან მონდომებას ყველანაირად ვეცდები ინფორმაცია მოგაწოდოთ!



ჩვენი რამოდენიმე თვიანი წყნარად და მშვიდობიანად ყოფნა მზადება იყო დიდი ომებისათვის,ქართველი ხალხს დანებება არ სჩვევია,მე მჯერა რომ ჩვენ ერთ გოჯა ქართულ მიწას არ დავთმობთ ბრძოლის გარეშე!

P.s ბრძოლების მოსაგებად საჭიროა რესურსები და ფული,,100 000 ერეპუბლიკის ფული 5 ეურო ღირს,,ვისაც შეგვეძლება ცოტცოტა რეალური ფულიც რომ შევაგროვოთ და ერთი 2 მილიონი ერეპუბლიკის ფული ვიყიდოთ ძალიან გაზრდის ჩვენი გამარჯვების შანსებს! (გთხოვთ ვინმეს თუ შეგიძლიათ ცოტა ფული გამოყოთ რადგან რუმინეთი გავაგდოთ ჩვენი ტერიტორიებიდან დაწერეთ კომენტარებში და დავილაპარაკოთ რას როგორ ვიზამთ)




გაუმარჯოს ერთიან,დამოუკიდებელ,თავისუფალ საქართველოს!!

პატივისცემით: თქვენი მორჩილი გიზო 🙂