Jimmy Levy - პრეზიდენტად

Day 2,783, 03:02 Published in Georgia Japan by Strategi1

გამოვსლები და ლამაზი სიტყვებით თამაში ჩემი სპეციალობა არ გახლავთ. შესაბამისად ამ საკითხში დიდი ამბიციებიც არ გამაჩნია, მაგრამ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მაინც გადავწყვიტე რამდენიმე წინადადებით ჩემს არჩევანზე მესაუბრა.



ჯიმი ლევი პრეზიდენტად- წამოყენებული კანდიდატებიდან ვფიქრობ ეს პიროვნება ყველაზე ღირსეულია. ადრე, როცა მის კონკურენტ პარტიაში ვიყავი ხშირად ვაკრიტიკებდი, მაგრამ ჩემი დამოკიდებულება მის მიმართ რადიკალურად შეიცვალა, მაშინ როცა, მერგო მასთან მუშაობის პატივი ბიზნესის გამოცოცხლებასა და ეკონომიკური ზრდის საკითხებზე. ამ ადამიანს კარგად აქვს ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა გააზრებული და ცდილობს ხალხის მაქსიმალური ჩართულობით მართოს ქვეყანა. ტიპიური ლიბერალ-დემოკრატია, თავისუფლად შეუძლია მიიღოს განსხვავებული აზრი და რაც მთავარია შეუძლია შეცდომის აღიარება. თამამად ვაცხადებ ეს ის ადამიანი, რომელსაც ამ საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარი უნდა დაუჭიროთ. მას შეუძლია ქვეყნის კურსი სწორად წარმართოს და კონკურენტისგან განხვავებით ცრუ ამბიციებით არ არის შემპყრობილი.



ეს კი იმის დასტურად, რომ სხვებივით ბინძური გზებით არ ვმოქმედებთ და ჩვენი პარტია ე.წ. ალტერებზე არ არის დამოკიდებული. პრეზიდენტი პატივს ცემს ხალხის არჩევანს და კონკურენტებს ღირსეულ "ბრძოლაში" იწვევს.


მხარი დაუჭირეთ ჯიმი ლევის!