F.A.Q. Military Unit

Day 2,387, 05:42 Published in Georgia Georgia by Aveun

მოგესალმებით ძვირფასო მკითხველნო, დღეს მინდა გესაუბროთ ზოგადად Military Unit-ზე.

Military Unit იგივე (MU,სამხედრო რაზმი) ითვალისწინებს მოთამაშეების გაერთიანებას, რომელთაც რათქმაუნდა სათავეში უდგას მეთაური,გენერალი, როგორც გენებოთ ისე უწოდეთ

მაგალითი:რათა მარტივად გადავიდეთ ჩვენი სამხედრო რაზმის გვერდზე დააჭირეთ Shift+M-ს

ბევრი რამ ალბათ გაუგებარია თქვენთვის, ასე რომ მოდით შევჩერდეთ და დეტალურად გავიგოთ თუ ვინ არის მეთაური,გენერალი

მეთაური

•შეუძლია შეცვალოს სამხედრო რაზმის სახელწოდება,დახასიათება და ავატარი(ანუ სურათი)
•შეუძლია დაამტკიცოს წესი, რომლის მიხედვითაც სამხედრო რაზმში გაწევრიანება, მხოლოდ მოწვევით იქნება შესაძლებელი.
•მას ასევე შეუძლია იყოლიოს მარჯვენა ხელი ანუ რაზმის კაპიტანი(არაერთი არამედ სამი 1 მარჯვენა ხელი, ხოლო დარჩენილი ორი მარცხენა ხელის როლს შეასრულებენ)
•შეუძლია Daily Order-ის დამტკიცება (არაუმეტეს 5-ჯერ დღეში)
•შეუძლია ნებისმიერი მოთამაშის მოწვევა რაზმში.
•შეუძლია გააძევოს ნებისმიერი მოთამაშე რაზმიდან.
•თუმცა ამავდროულად მას არ შეუძლია გააძევოს რაზმიდან კაპიტნები მისი თანაშემწეები.


ეხლა კი მოდით გადავხედოთ მეორე რიგით მეორე მეთაურის პრივილეგიებს

მეორე მეთაური

•შეუძლიათ მიიწვიონ მოთამაშეები რაზმში
•გააძევონ მოთამაშე რაზმიდან
•დაამტკიცონ Daily Order (აქაც არაუმეტეს 5-ჯერ დღეში)

პოლკის კაპიტნის პრივილეგიები.

•მოიწვიონ მოთამაშეები პოლკში.
•გააძევონ მოთამაშეები პოლკიდან.
•დაამტკიცონ Daily Order-ი პოლკში (არაუმეტეს 5-ჯერ დღეში)

რიგითი მეომრები

•განსაკუთრებული პრივილეგიებით ისინი არ სარგებლობენ, თუმცა ნებისმიერ მათგანს შეუძლია წარადგინოს თავისი კანდიდატურა პოლკის მეთაურობაზე.

რეკრუტები
•რეკრუტები ჩვილი ბავშვებივით არიან, მათი წაშლა მოწვევიდან 3 დღის განმავლობაში არცერთ მეთაურს არ შეუძლია, თუმცა თავისმხვრივ არც რეკრუტებს არ შეუძლიათ ამ პერიოდის განმავლობაში კანდიდატურის წამოყენება ან პოლკის მეთაურის არჩევნებში მონაწილეობის მიღება.


ვფიქრობ ყველაფერი გასაგებია, ასე რომ შემიძლია ეხლა პირდაპირ საქმეზე გადავიდე.

სამხედრო რაზმის შექმნა
იმისათვის, რომ სამხედრო რაზმი შეიქმნას საჭიროა:

1.40 ოქრო
2.რანკი "Commander" ან რათქმაუნდა უფრო მაღალი.
3.+20 დონე (Level)

თუ თქვენ ზემოთ ხსენებულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებთ, მაშინ MU-ს შექმნა თქვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ სამხედრო რაზმის შექმნა მხოლოდ იმ ქვეყანაშია შესაძლებელი, სადაც თქვენ მოქალაქე ბრძანდებით.

საომარი ბრძანება
იგივე Combat Order აძლევს მეთაურს საშუალებას დაადგინოს თუ რა სახის ანაზღაურებას მიიღებენ მოთამაშეები მოწინააღმდეგისთვის მიყენებული ზიანის გამო.