eARSENALI [5] ''OPTIMIST''

Day 2,737, 13:13 Published in Georgia Georgia by Mr. Nickname

Mr.Nickname-ის და Charliearg-ის ერთობლივი ნამუშევარი.
მოგესალმებით სრულიად eსაქართველოს მოსახლეობას.დღეს გადავწყვიტეთ გესაუბროთ ესაქართველოს დღევანდელ მდგომარეობაზე,პრობლემებზე და მათი გადაჭრის ჩვენეულ მეთოდებზე.

ესაქართველოს დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე(ცოტა მოთამაშეები და ისინიც ნაკლებად აქტიურები) ვფიქრობთ ჯობია გავაძლიეროთ ქვედა დივიზიები (D1,D2,D3). D4-ზე ''გადაბარგება'' სისულელეა რადგან D4 მოითხოვს ზედმეტად დიდ ხარჯებს და შემოსავალიც თითქმის არ გაქვს.
გეგმა

დაახლოებით ვართ 150 მოთამაშე. ამიტომ უნდა გავანაწილოთ ისინი შემდეგი კომბინაციით:
D1-35 კაცი
D2-50 კაცი
D3-35 კაცი
დარჩენილი 30 კაცი D4. (ციფრები რათქმაუნდა მიახლოებითია)
როგორც მოგეხსენებათ დაბალ დივიზიაში ბევრი გზა არსებობს ფულისა და ოქროს საშოვნელად,ამიტომ ფინანსურად უფრო ძლიერები ვიქნებით.

ბრძოლაშიც უკეთეს შედეგს ვაჩვენებთ და ბევრად ძლიერ ქვეყნებს გავუწევთ წინააღმდეგობას.
მოკავშირეები

ამ შემთხვევაში მოკავშირეებსაც უფრო ეფექტურად დავეხმარებით,უფრო სასარგებლო გავხდებით მათთვის და შეაბამისად მათგანაც ანალოგიურ პასუხს მივიღებთ 🙂
ჩვენც ჩავერთვებით უფრო მასშტაბურ ბრძოლებში და ცოტატი მაინც გამოვაცოცხლებთ ესაქართველოს.
ალბათ ფიქრობთ,რომ ეს უბრალოდ ლამაზი ზღაპარია და ბევრი კითხვებიც გიჩნდებათ თუ საიდან ამდენი ACC და ა.შ.
magram dagvijeret arc iseti rtulia axali acc-s yidva.mtavari mondomebaa.

მსურველებს პირადად დავეხმარებით.
P.S.
კიდევ გვინდა გთხოვოთ ვინც გაბუტული ხართ და ცალკე MU-ში გადახვედით,დაბრუნდით და ერთად ვიმოქმედოთ. რაც ცოტა MU იქნება ერთ ჩატში ბევრი ხალხი იქნება და უფრო საინტერესო იდეები დაებადება ხალხს საუბარში.
როგორც ნათქვამია ''ძალა ერთობაშია''.

უფალი ფარავდეს საქართველოსთვის მებრძოლებს.