2,611 - განახლება თამაშში

Day 2,613, 03:07 Published in Georgia North Macedonia by Aveun.

სულ ცოტა ხნის წინ რამდენიმე მნიშნელოვანი განახლება მოხდა თამაშში, რის შესახებაც ქვემოთ დეტალურად ვისაუბრებ. ეპიკური ბრძოლები აქამდე შეგვეძლო გვეხილა მხოლოდ ტურნირებზე, ახალი კი უკვე ყოველდღიურად გვხვდება.

1)კამპანიის მოსაგები ქულების რაოდენობა გაიზარდა 94 ქულამდე.

- ძველი იყო 83 ქულა.
- თუ 94 ან მეტი ქულა ექნება ორივე მხარეს მოხდება შემდეგი: მოიგებს ის მხარე, ვინც პირველმა დააგროვა 94 ქულა. 1 დივიზიონის შედეგი გათვალისწინებული იქნება პირველ რიგში, შემდეგ მეორესი. და ა.შ.

2) დიმეიჯი რომელიც საჭიროა, რომ ბრძოლა გახდეს ეპიკი.

- ძველი რაოდეონობა განისაზღვრა ტურნირზე.
- ახალი რაოდენობა განისაზღვრება ყველა მეომრის შედეგებით ბოლო 7 დღის განმავლობაში მათ დივიზიონებში.ძირითადი ფორმულა გამოიანგარიშება აქტიური მოთამაშეების მიხედვით.

3) ეპიკურ ბრძოლებში მოგებული მხარე იღებს ორმაგ ქულას.

- მაგალითად, პირველი დივიზიონის მოგება გვაძლევს 1 ქულას, თუ ბრძოლა გახდა ეპიკური, მოგებული მხარე მიიღებს 2 ქულას. ასევეა შემდეგ დივიზიონებშიც.

4) ორმაგი ოქრო ბრძოლის გმირის მედლისთვის.

- მაგალითად, თუ თქვენ აიღეთ ბრძოლის გმირი მეოთხე დივიზიონში ეპიკური ბრძოლის დროს, თქვენ მიიღებთ 10 ოქროს.

5) ორმაგი პრესტიჯის ქულები ეპიკური ბრძოლის დროს.

- როდესაც ბრძოლა გახდება ეპიკური თქვენი პრესტიჯ ქულები გაორმაგდება.

6) ბრძოლას დაემატა სტატუსი, თუ რა რაოდენობის დიმეიჯის საჭირო ეპიკური ბრძოლისთვის.

- ცივი ომი (0 - 49,9% დიმეიჯია დადებული, რომ ბრძოლა გახდეს ეპიკური)
- მაშტაბური ომი (50 - 99,9% დიმეიჯია დადებული, რომ ბრძოლა გახდეს ეპიკური)
- ეპიკური ბრძოლა (100% ბრძოლა გაეკიპდა)

განვიხილოთ მაგალითები:

შვედეთი-პაკისტანის ანგარიშია 86-86 და ბრძოლა მიდის მხოლოდ მეოთხე დივიზიონში. დადებული მაღალი დიმეიჯის გამო ბრძოლა გაეპიკდა და შვედეთმა მოიგო. საბოლოო ანგარიში გახდა 96-86, რადგან მოგების ქულა გაორმაგდა ეპიკური ბრძოლის დროს.


დანია-ნორვეგია ანგარიშია 92-92. მე-3 და მე-4 დივიზიონი ჯერ კიდევ იბრძვის,ორივე დივიზიონის ბრძოლა დამთავრდა ერთდროულად. დანიამ მოიგო მე-3 დივიზიონში, ნორვეგიამ მოიგო მე-4 დივიზიონში. დანიამ მოიგო ეს კამპანია, მიუხედავად იმისა რომ საბოლოო ანგარიშია 95-97. რადგან მე-3 დივიზიონი უფრო დაბალია ვიდრე მე-4.

კითხვები დაწერეთ კომენტარებში. vote sub არ დაგავიწყდეთ 🙂