10 ყველაზე ძლიერი არმია მსოფლიოში

Day 2,935, 10:34 Published in Georgia Serbia by MORAL1994

იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობს პოლიტიკური სტაბილურობა და ფიქსირდება მერყევი მსოფლიო წესრიგი, ძლიერი არმია ხდება ქვეყნის კეთილდღეობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორი. ძლიერი ეკონომიკა და ცხოვრების მაღალი დონე არ არის ყოველთვის სახელმწიფოს ძლიერების მთავარი მაჩვენებელი. მაგალითად ისეთი ქვეყნები როგორებიცაა ლუქსემბურგი, მონაკო და ვატიკანი, ცხოვრობენ კარგად, მაგრამ აქვთ მცირე სამხედრო დანაყოფები და კონკრეტული რისკის შემთხვევაში რჩებიან უძლურნი.

კონკრეტულ ტერიტორიაზე არმიის შექმნა არა მხოლოდ საბრძოლო მოქმედებების ან დაცვის მიზნით ხორციელდება, არამედ მისი წყალობით ნარჩუნდება კონტროლი ქვეყანაში. მსოფლიოში ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი დომინირებს, სწორედ ძლიერი სამხედრო ძალებითა და შეიარაღებით.

2014 წელს რაოდენობრივი და ხარისხობრივი ანალიზის შედეგად დადგინდა 10 ყველაზე ძლიერი შეიარაღებული ძალების რეიტინგი, რომელსაც თანმიმიმდევრობით ქვემოთ წარმოგიდგენთ:

1. აშშ – მსოფლიოში ყველაზე ძლიერი არმია ეკუთვნის ამერიკის შეერთებულ შტატებს. იმის გათვალისწინებით, რომ ის არის მსოფლიო ლიდერი და ექსპანსიონისტი, უბრალოდ ვალდებულია ზრუნავდეს ამაზე. ყველაზე შთამბეჭდავია ამერიკის არმიის დაფინანსება, რომელიც 471,9 მლრდ. აშშ დოლარს შეადგინს, რაც 220,1 მლრდ. აშშ დოლარით ნაკლებია ამერიკული არმიის წლიურ ბიუჯეტზე. მოსახლეობა: 311 მლნ.
რეგულარული ჯარი: 560 ათასი ადამიანი.
სარეზერვო: 567 ათასი ადამიანი.
სამხედრო ტექნიკა: მეტი 56 ათასი.
საზღვაო საინჟინრო: 2384 ერთეული
ავიაცია: 18234 ერთეული
არმიის ბიუჯეტი: 692 მლრდ. აშშ დოლარი.
32 და სატელიტური 450 ბალისტიკური რაკეტები.

2. რუსეთი – ალბათ არავისთვის არ არის გასაკვირი ის ფაქტი, რომ აღნიშნული ქვეყანა სიის მეორე ადგილს იკავებს თავისი შეიარაღებული ძალების რაოდენობითა და შესაბამისი აღჭურვილობით. ისევე როგორც აშშ-ს შემთხვევაში, რუსეთიც მსოფლიოს ერთ-ერთ პოლიტიკურ ლიდერს წარმოადგენს და სხვაგვარად შეუძლებელიც კია ლიდერობდეს მსოფლიოში. მოსახლეობა: 143.1 მლნ.
რეგულარული არმია: 1 მლნ. ადამიანი
სარეზერვო: 20 მლნ. ადამიანი.
სამხედრო ტექნიკა: 9 ათასზე მეტი.
საზღვაო საინჟინრო: 233 ერთეული
ავიაცია: 2747 ერთეული
არმიის ბიუჯეტი: 74 მლრდ. ამერიკული დოლარი.

3. ჩინეთი – ეგზოტიკურ ზღვარზე ამომავალი მზის, ბრინჯის და წარმოუდგენლად ლამაზი დეკორაციების გარდა აღნიშნული ქვეყანა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი არმიითაც ხასიათდება. ისტორიულად, ჩინეთი ყოველთვის საჭიროებდა ძლიერ არმიას. შიდა პოლიტიკური წყობა ვალდებულია დაეყრდნოს ძლიერ სამხედრო ძალას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამის არ არსებობამ შეიძლება გამოიწვიოს ხელისუფლების შეცვლა. მოსახლეობა: 1.35 მილიარდი.
რეგულარული არმია: 2.2 მლნ. ადამიანი.
სარეზერვო: 800 ათასი ადამიანი.
სამხედრო ტექნიკა: 57.5 ათასი.
საზღვაო საინჟინრო: 972 ერთეული
ავიაცია: 5176 ერთეული
არმიის ბიუჯეტი: 106 მლრდ. აშშ დოლარი

4. ინდოეთი – ერთ-ერთი ყველაზე დასახლებული ქვეყანა მთელს მსოფლიოში, რომელიც უბრალოდ ვალდებულია ჰყავდეს ძლიერი არმია. ინდოეთში არმიის საჭიროება ეფუძნება ისტორიულ გამოცდილებასაც. რათქმაუნდა კოლონიური რეჟიმის დრო წავიდა, თუმცა მსოფლიო არ არის პროგნოზირებადი, ისეთი მჭიდროდ დასახლებული ქვეყნისათვის კი, როგორცი ინდოეთია აუცილებელია კარგი სამხედრო შეიარაღება. მოსახლეობა: 1.2 მილიარდი.
რეგულარული არმია: 1.325.000 ადამიანი.
სარეზერვო: 2.142.000 ადამიანი.
სამხედრო ტექნიკა: 12,5 ათასი.
საზღვაო საინჟინრო: 175 ერთეული
ავიაცია: 2452 ერთეული
არმიის ბიუჯეტი: 48.9 მლრდ. აშშ დოლარი.

5. დიდი ბრიტანეთი – ძალიან დიდი ისტორიისა და კულტურის მატარებელი ქვეყანა. აღნიშნულ რეიტინგში ის იკავებს მეხუთე ადგილს. ინგლისი ერთ-ერთი უძლიერესია მთელს მსოფლიოში, რასაც გარკვეულწილად მისი სამხედრო სიძლიერე და შეიარაღებაც განაპირობებს. მოსახლეობა: 62,2 მლნ.
რეგულარული ჯარი: 220 ათასი ადამიანი.
სარეზერვო: 181 ათასი ადამიანი.
სამხედრო ტექნიკა: 11,6 ათასი.
საზღვაო საინჟინრო: 99 ერთეული.
ავიაცია: 1663 ერთეული.
არმიის ბიუჯეტი: 74 მლრდ. აშშ დოლარი.

6. თურქეთი – აღნიშნული ქვეყანა მისი ისტორიისა და პოლიტიკური მოწყობის შესაბამისად გამოირჩევა არმიის ძალიან დიდი სიძლიერით, უფრო კონკრეტულად კი ამის აუცილებლობით. ქვეყნის პოლიტიკა გარკვეულწილად წარსული ოსმალეთის გამოცდილებასა და იმპერიალისტურ მაჩველებლებს ეფუძნება, რომლებიც განაპირობებენ მისი სამხედრო ძალების სიძლიერეს და შესაბამისად მის კარგ აღჭურვასა და შეიარაღებას. მოსახლეობა: 74,7 მლნ.
რეგულარული ჯარი: 660 ათასი ადამიანი.
სარეზერვო: 579 ათასი ადამიანი.
სამხედრო ტექნიკა: 70 ათასი.
საზღვაო საინჟინრო: 265 ერთეული
ავიაცია: 1940 ერთეული
არმიის ბიუჯეტი: 25 მლრდ. აშშ დოლარი.

7. სამხრეთ კორეა – ის ფაქტი, რომ სამხრეთ კორეას ჰყავს ძლიერი არმია ალბათ არავისთვის არ არის გასაკვირი. მისი მდებარეობა და ტერიტორიული მოწყობა აუცილებელს ხდის ძლიერი სამხედრო ძალის საჭიროებას, რადგან ძალიან დიდია საშიშროება იმისა, რომ მის გარშემო დაიწყოს სრულმაშტაბიანი ომი.
მოსახლეობა: 48.950.000. ადამიანი
რეგულარული არმია: 640 ათასი ადამიანი
სარეზერვო: 2900 ათასი ადამიანი
სამხედრო ტექნიკა: 13 ათასზე მეტი
საზღვაო საინჟინრო: 170 ერთეული
ავიაცია: 1568 ერთეული
არმიის ბიუჯეტი: 27 მლრდ. აშშ დოლარი

8. საფრანგეთი – ის რომ აღნიშნული ქვეყანა მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესია, ალბათ ეს არავისთვის არ არის სიახლე. კონფლიქტების მოგვარების კუთხით, მას ძალიან კარგი სამხედრო სტრატეგიები გააჩნია. შეიარაღებისა და სამხედრო არმიის მოწყობის თვალსაზრისით კი, ის აღნიშნული რეიტინგის მერვე ადგილზე ნაწილდება. მოსახლეობა: 63,5 მლნ. ადამიანი
რეგულარული ჯარი: 230 ათასი ადამიანი
სარეზერვო: 70 ათასი ადამიანი. + 105 ათასი პოლიციის კუთხით
სამხედრო ტექნიკა: 10 ათასზე მეტი
საზღვაო საინჟინრო: 289 ერთეული
ავიაცია: 1757 ერთეული
არმიის ბიუჯეტი: 44 მლრდ. აშშ დოლარი

9. იაპონია – ალბათ ყველამ იცით, რომ იაპონია იყო მეორე მსოფლიო ომის აქტიური მონაწილე და გამოირჩეოდა კაპიტულაციის ძალიან მაღალი კოეფიციენტით. ეს დრო წარსულს ჩაბარდა, თუმცა აღნიშნული ქვეყანა ერთ-ერთ ყველაზე პრიორიტეტულად თვლის სამხედრო შეიარაღების სიძლიერესა და შესაბამის აღჭურვილობას, სწორედ ამიტომ ის იკავებს აღნიშნული რეიტინგის მეცხრე ადგილს.
მოსახლეობა: 127.8 მილიონი ადამიანი
რეგულარული ჯარი: 270 ათასი ადამიანი
სარეზერვო: 60 ათასი ადამიანი
სამხედრო ტექნიკა: 5320 ერთეული
საზღვაო საინჟინრო: 110 ერთეული
ავიაცია: 1965 ერთეული
არმიის ბიუჯეტი: 58 მლრდ. აშშ დოლარი

10. ისრაელი – აღნიშნული რეიტინგის ბოლო ადგილს იკავებს ისრაელი. მისი არმიის სპეციფიკური მხარე მდგომარეობს იმაში, რომ მის შემადგენლობაში წარმოდგენილია ქალების ძალიან დიდი რაოდენობა. ისრაელის პოლიტიკური, ისტორიული და გლობალური მდგომარეობა განაპირობებს მისი შეიარაღებული ძალების ძალიან კარგ აღჭურვასა და ხარისხს. მოსახლეობა: 7.9 მილიონი ადამიანი
რეგულარული ჯარი: 240 ათასი ადამიანი
სარეზერვო: 60 ათასი ადამიანი
სამხედრო ტექნიკა: 13 ათასი
საზღვაო საინჟინრო: 64 ერთეული
ავიაცია: 1964 ერთეული
არმიის ბიუჯეტი: 15 მლრდ. აშშ დოლარი

მადლობა ყურადღებისთვის!
მგონი საინტერესო სტატიაა,გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი აზრი!
წყარო:http://madloba.com