ინტერვიუ STALINI21-სთან: „რასტრილიაც“

Day 2,644, 06:08 Published in Georgia Georgia by Guga Nemsitsveridze

არჩევნების დღეს, 15 თებერვალს, ქართველი დემოკრატების ერთ-ერთმა აქტიურმა წევრმა, STALINI21-მა დატოვა პარტია. იგი დემოკრატების წევრებს უმადურებად მოიხსენიებს. შევეცადე, ჩამეწერა მასთან ინტერვიუ. ყოფილი დემოკრატი ძალზედ გაბრაზებულია იმის გამო, რომ მას მხარი არ დაუჭირეს დღევანდელ არჩევნებში.

-როგორც ცნობილია, დღეს შუადღისას თქვენ დატოვეთ „ქართველი დემოკრატები“, რა იყო ამის მიზეზი?
-ამის მიზეზი იყო პარტიის მოუწესრიგებლობა. არამეგობრულები არიან, შურიანები და ერთმანეთის წამხედურები. ძირითადად, თანამდებობის პირები, სხვები არ აქტიურობენ, ჩასვრილები არიან, უფრო სწორად, მანდ ისეთი ნიკებია, რომლებმაც დიდი ხანია თამაშს დაანებეს თავი.
-ხომ არ გქონდათ პრობლემები ხელმძღვანელობასთან?
-როგორც ჩანს, მქონდა.
-შეინიშნებოდა თუ არა პარტიაში მეგობრული მდგომარეობის გაქრობა?
-კი.
-რას გეგმავთ მომავალში, აპირებთ რომელიმე პარტიაში შესვლას?
-ვაპირებ და ახლო მომავალში პარტიას შევქმნი.
-ხომ არ გეგმავთ კარიერის საჯარო სამსახურში გაგრძელებას?
-ჯერ არა.
-რას იტყვით ამჟამინდელი მთავრობის მუშაობაზე?
-რასტრილიაც.

-განაცხადა STALINI21-მა