ინტერვიუ Mr. Chkadua-სთან

Day 2,662, 11:29 Published in Georgia Georgia by Guga Nemsitsveridze

–პირველ რიგში, მოგესალმებით.
Mr Chkadua: გამარჯობა
–საინტერესო ფაქტი მოხდა და თქვენმა პარტიამ არჩევნებში ბოიკოტი გამოაცხადა. რა იყო ამის მიზეზი?
Mr Chkadua: ჩვენ გვაქვს საკმაოდ მყარი მიზეზი, ვინაიდან ეს ჰაერიდან არ მოდის. ჩვენ ვერ დავრწმუნდით ვერცერთი კანდიდატის გეგმაში. მარტო ეს კმარა ყველაფრისთვის.
–თქვენ ახალგაზრდა პოლიტიკოსი ბრძანდებით. ხომ არ თვლით, რომ შეცდომა დაუშვით?
Mr Chkadua: სულაც არა. ეს იყო ზუსტად გათვლილი და კარგად გააზრებული ნაბიჯი.
–ხომ არ თვლით, რომ ამით თქვენი რეიტინგი დაეცემა ან დაგტოვებენ წევრები?
Mr Chkadua: სულაც არა. ჩვენ ჩვენი წევრების სრული ნდობა გვაქვს. ერთადერთი Mr.Sarajishvili იყო რომელმა დატოვა აქაურობა, რადგან ის სუსტი გამოდგა და მეტის მოღწევა მოუნდა.
–თვლით, რომ შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში რამე შანსი გაქვთ?
Mr Chkadua: ესე დაზუსტებით ვერ ვიტყვით, მაგრამ შემდეგისთვის ალბათ ჩვენი კანდიდატით და გეგმით წარვსდგებით.
–ყველაზე მეტად რა არ გესიამოვნებოდათ ახლა?
Mr Chkadua: ალბათ, მაინც Mr.Sarajishvili_ს რომელიმე მოწინავე პარტიაში დაწინაურება და მმართველობაში მოსვლა, რადგან შეიძლება ითქვას მან ბევრი იცის ჩვენზე. მაგრამ ალბათ ამასაც გავუძლებთ!
–დიდი მადლობა ინტერვიუსთვის
Mr Chkadua: პირიქით, თქვენ დიდი მადლობა რომ შეწუხდით 🙂