[MOJ] ჟურნალისტიკის სამინისტრო

Day 3,091, 03:32 Published in Georgia Spain by VuXman


მოგესალმებით. უნდა გითხრათ ახალი და სასიხარულო ამბავი. როგორც იცით პრემიერის ინიციატივით იქმნება ,,საქართველოს ჟურნალისტიკის სამინისტრო" რომელსაც უხელმძღვანელებს, თქვენი მონა-მორჩილი VUXMAN-ი. ასე რომ, მინდა გითხრათ ქვეყნის შენებაში ერთ პატარა აგურს ჩვენც დავდებთ. ახლა კი როცა ჩემი ადგილი ვიპოვე, გპირდებით რომ მე და ჩემი გუნდი ქვეყანაში შევქმნით, ინფორმირებულ საზოგადოებას. თუ მერე მე ვიღაცას არ მოვეწონები და გადადგომა რომ არ გამიჭირდება, ალბათ ყველამ ვიცით.


ახლა კი წარმოგიდგენთ ჩვენი სამინისტროს ძირითად გეგმებს და ფუნქციებს:
1) ჩვენ ყოველი კვირის ბოლოს უნდა გამოვაქვეყნოთ სტატიები, სადაც იქნება 2 უცხოელი პოლიტიკოსის ინტერვიუ, 1 ქართველი პოლიტიკოსის ინტერვიუ და ასევე იქნება მიმდინარე პროცესების განხილვა.

2) ჩვენ შევქმნით დეპარტამენტებს, სადაც საქმეები თანაბრად იქნება გადანაწილებული. ეს დეპარტამენტებია: მიმდინარე პროცესების განხილვის დეპარტამენტი- სადაც იმუშავებს მაქსიმუმ 3 კაცი.
უცხოელ პოლიტიკოსებთან ინტერვიუების დეპარტამენტი- სადაც იმუშავებს, ასევე 3 კაცი.
ქართველ პოლიტიკოსებთან ინტერვიუების დეპარტამენტი- სადაც იმუშავებს ასევე, 3 კაცი.
ჩვენ ასევე ვაცხადებთ ,,საერთო ქართულ კონკურსს" სადაც შევარჩევთ მონდომებულ ჟურნალისტებს, რომ დაიწყონ ჩვენს სამინისტროში მუშაობა, ამა თუ იმ დეპარტამენტში. შეგიძლიათ თქვენი კანდიდატურა კომენტარებში წამოაყენოთ ან პირადში მომწეროთ.




ასევე ჩვენ ვაპირებთ ჩავატაროთ კონკურსები და ყოველი კვირის ბოლოს გამოვაქვეყნოთ გაზეთების რეიტინგები. ეს რეიტინგები კი განიხილება იმის მიხედვით, თუ რომელ გაზეთს ქონდა ყველაზე მეტი ხმა და რომელი გაზეთის სტატია იყო ყველაზე განხილვადი კვირის განმავლობაში.

ამ სამინისტროს კი გავუძღვებით მე და ჩემი მოადგილე Le saliery



დიდი მადლობა!!!