[MOFA] სიახლეები

Day 2,782, 15:26 Published in Georgia Peru by TheDictatorOfPeru


მიღწევები

ალბათ ბევრს და პირადად მეც მათ შორის, აუხდათ სურვილი ჩვენი სამხრეთ მეზობლის სომხეთის დაბყრობის სახით, მართალია ჯერ-ჯერობით მხოლოდ 2 რეგიონი გაგვაჩნია, თუმცა ეს თავიდანვე ასე გახლდათ ჩაფიქრებული, რადგან საქართველოს და ეგვიპტეს შორის წინასწარი შეთანხმება იყო დადებული, რომლის მიხედვით ორი ქვეყანა სომხეთს შუაზე გაიყოფდა.


წარუმატებლობები

ვფიქრობ უდიდედი წარუმატებლობა, კონგრესის არადეკვატური მუშაობა გახლდათ, რამეთუ ძალზედ უაზრო კანონები იქნა გამოტანილი და ასევე დაიდო MPP, რომელიც ქვეყნის ინტერესებში არ შედიოდა, კერძოდ იგულისიხმება MPP ბულგარეთთან, რომელმაც დააყოვნა საქართველო-საბერძნეთის ურთიერთობების დათბობა, მოგეხსნებათ, რომ ბულგარეთი საბერძნეთის მტერია, თუმცა მთავრობა არ გავწყვიტავთ ბერძნებთან კონტაკტს და დიდი ალბათობით დაწყებულ საქმეს, ბოლომდე მივიყვანთ.

პრიორიტეტები

პრიორიტეტულია აფხაზეთის დაბრუნება, რომელზეც უკვე დიდიხანია მიდის დავა. ახალი არაა რომ აფხაზეთის არენდას გააჩნდა დადებითი და უარყოფითი მხარეები. საქართველო-თურქეთის დაახლოება, სწორედ ამ არენდის სახით დაიწყო, ძალიან რთული ნაბიჯი იყო, თუმცა ეს ამად ღირდა, მითუმეტეს მაშინ აფხაზეთში უიშვიათესი რესურსი მოიპოვებოდა, კერძოდ რეზინი, რომელზეც უხეშად, რომ ვთქვა ნადირობდა უამრავი ქვეყანა, თუმცა ახლანდელი ვითარება რადიკალურად განსხვავდება, წინანდელისგან, რამეთუ აფხაზეთში რეზინი უკვე დიდიხანია, აღარ მოიპოვება და აქ ახალი რესურსი Cattle (საქონელი) მოიპოვება, ამიტომაც აფხაზეთის დაბრუნების შანსები, მეტად იზრდება, რადგან Cattle არაა დეფიციტიანი რესურსი და სწორედ ეს რესურსი გააჩნია ირანს, რომელთანაც ეხლა ომი აქვს თურქეთს. ამრიგად შევეცდებით აფხაზეთის დაბრუნებას და საბოლოოდ საქართველოს გამთლიანებას.


სამომავლო გეგმები

განიხილებოდა, შესაძლო საჰაერო დარტყმა, რომელიმე ქვეყანაზე ეგვიპტესთან ერთად, თუმცა საბოლოოდ ვერ მოვახერხეთ, ხელსაყრელი სამიზნის მონახვა და გეგმა დროებით გადაიდო ან საერთოდ გაუქმნდა, ზუსტად ვერ გეტყვით, ვნახოთ როგორ განვითარებდა მოვლენები. (ამ თემასთან დაკავშირებით პირადად, თქვენც შეგიძლიათ დააფიქსიროთ თქვენი აზრი თუ ვიზე ღირს საჰაერო დარტყმის განხორციელება და რატომ.)