[MoE] - ბრიფინგი

Day 3,082, 04:47 Published in Georgia Georgia by The Wolf of Georgia


მოგესალმებით მეგობრებო...

ამ სტატიაში მინდა განვიხილო ის პრობლემები, რომლებმაც თავი დემოკრატიის და კონგრესის შექმნის შემდეგ იჩინეს, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ეს პრობლემები არ იქნებიან ახალი აღმოჩენილნი... ისინი იმ პრობლემების სიაში არიან, რომელთა აღმოფხვრა ვერაფრით მოხერხდა და რომლებიც ცდებიან ერეპუბლიკის საზღვრებს...

კანონებით თამაში

ეს უკანასკნელი პრობლემების სათავეში დამსახურებულ ადგილს იკავებს... პირველ რიგში ორი სიტყვა კანონებზე: ის ერეპის დემოკრატიის ყველაზე მნიშვნელოვანი და სათუთი ნაწილია, ამიტომ თითოეული კანონის მიღებისას საჭიროა ბჭობა და დაფიქრება თუ რა შეიძლება მოგვიტანოს მასზე დათანხმებამ... წინა ორმა კანონმა გვაჩვენა, რომ ახალგაზრდა კონგრესმენებს არ ესმით ეს ყველაფერი და კანონების გამოტანას არ უფრთხიან... ამიტომ საჭირო გახდა კონგრესმენების ჩატის შექმნა ერეპუბლიკში, სადაც განიხილება თითოეული კანონი დეტალურად და მხოლოდ შემდეგ მოხდება მისი მიღება, ასე რომ ყველა კონგრესმენს მოვუწოდებ თუ რამე კანონის მიღება მოგინდებათ ჯერ საერთო ჩატში დაწერონ მათი გეგმის შესახებ და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიტანონ იგი.

მოვალეობის მოხდა

ამ ერთი შეხედვით უმნიშვნელო პრობლემას მივყავართ მეორესთან, რაც შემდეგში მდგომარეობს: კონგრესმენების ნახევარზე მეტს წარმოდგენა არ აქვს რა კანონზე აძლევს თანხმობას და ხანდახან ისეთ შთაბეჭდილება მრჩება, რომ მათ სულ არ აინტერესებთ კანონები და რომელი ფერიც უფრო მოეწონებათ იმაზე აკლიკავენ. ასე, რომ ყველა პარტიას მოვუწოდებ იმ ხალხს ვისაც გაიყვანენ კონგრესის არჩევნებზე თავიანთი მოვალეობები კარგად გააცნონ... ვფიქრობ აუცილებელია, რომ იყოს კონგრესმენებს შორის მკაცრი დამოკიდებულება და თუ ვინმე კანონს დაუკითხავად გამოიტანს სხვები არ დაეთანხმნონ. მართალია წინა ორმა კანონმა არაფერმა გვავნო, მაგრამ მომავალში შეიძლება ეს პრობლემები უფრო დიდებად გადაიქცნენ.

მოქალაქეობის მინიჭება

ასევე კონგრესმენებს მოვუწოდებ, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეებს არ მისცენ საქართელოს მოქალაქეობა თუ რა თქმა უნდა, მოქალაქეობის მომთხოვნნი ქართველი არ იქნება, რადგან ყველა, როდია "კეთილსინდისიერი სტუმარი", ასე რომ, როგორც დანარჩენი კანონები ესეც საერთო ჩატში განიხილეთ.


ჩვენ ასევე ვცდილობთ განვავითაროთ ე-საქართველოს ფორუმი, რადგან მოსახლეობას შეეძლოს თუ რა ხდება კონგრესში და რა გადაწყვეტილებებს ვიღებთ. მნიშვნელოვან კანონებზე ინფორმაცია დაიდება აქ.

მეგობრებო მოდით მეტი მსგავსი რამ აღარ განმეორდეს! ჯერ განვიხილოთ ყველაფერი, ავწონ დავწონოთ, თუ საჭირო იქნება სტატიაც გამოვაქვეყნოთ, მოსახლეობამაც რომ გაიგოს და მხოლოდ მერე გამოვიტანოთ მსგავსი კანონიები!

ასევე ყველას გთხოვთ დამიმატოთ სკაიპში live😛acho_liverpool ან avtomegrelishvili სადაც შექმნილია კონგრესის ჩათი და ყველას ჩაგაგდებთ მანდ. ან უბრალოდ მიყევით ბლმულს და პირდაპირ მოხვდებით ჩათში: https://join.skype.com/dOfUxFayQhPg

დროებით მუდამ თქვენი მონა მორჩილი The Wolf of Georgia...