[MOE] განათლების სამინისტრო

Day 2,758, 09:13 Published in Georgia Japan by Strategi1


მოგესალმებით ემოქალაქეებო, პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო Jimmy Levy-ს, რომელმაც ნდობა გამომიცხადა, მეც თავისმხრივ შევეცდები პირნათლად შევასრულო დაკისრებული მოვალეობა.



რაც შეეხება საქმეს, მჭირდება მოადგილეები. ერთი გამოცდილი მოთამაშე და 2 ახალბედა, რომელიც იმუშავებს ჩემთან ერთად და დააგროვებს საჭირო გამოცდილებას, რაც შემდგომ ესაქართველოს დაეხმარება. დიდი სურვილი მაქვს სხვა სამინისტროებმაც აიყვანოს მეტ ნაკლებად გამოცუდელი მოთამაშე და შეასწავლოს ეპოლიტიკური ცხოვრება.
დამეთანხმებით ახალი სისხლი და შემართება ქვეყანას ჭირდება.



ასევე Bingo o-გან მივიღე ძველი მთავრობის პროექტების შესახებ ინფორმაცია და ვაპირებ რამდენიმე მათგანი გავაგრძელო.
1. კვლავ დასაჩუქრდება საუკეთესო ეჟურნალისტი.
2.პერიოდულად დარიგდება რესურსები მთავრობის სახელით (ამისთვის საკმარისი რესურსი დამიტოვა წინამორბედმა)
3. ახალბედების წახალისების მიზნით ჩატარდება სხვადასხვა სახის კონკურსები.

ახალ წამოწყებებსა და პროექტებზე სტრუქტურის კარგად გაცნობის შემდეგ დავიწყებ ზრუნვას.




რაც შეეხება კადეტთა აკადემიას, ვგეგმავ ე.წ. მკვდარი სულებისგან გავწმინდო, რაც უფრო გამიადვილებს საქმეს და უკეთესად შევძლებ აქტიური მოთამაშეებზე დაკვირვებას, რომლებიც შემდგომ სხვადასხვა პროექტებში მიიღებენ მონაწილეობას. ასევე მინდა მათვის ჩავატარო საბრძოლო წვრთნები რომელიმე კონკრეტულ ბრძოლაში და გავიგო, როგორც მათი საბრძოლო უნარები ისე მობილიზირებულობა, ეს უკანასკნელი დიდ როლს თამაშობს ქვეყნის დაცვაში.



გეგმაში მაქვს საკუთარი სახსრებით დავაფინანსო "ბეიბი ბუმი" და მოთამაშეების კიდევ ერთი თაობა მივიღოთ, რომელსაც შემდგომ თქვენი დახმარებით სწორ გზაზე დავაყენებთ.



ბოლოს მინდა მივმართო ხალხს. თუ თქვენ გაქვთ იდეა(პროექტი) და თვლით, რომ ეს იდეა ღირსია, რომ განხორციელდეს გთხოვთ დამიკავშირდეთ პირადი შეტყობინების საშუალებით და ვისაუბროთ აღნიშნულის განხორციელებაზე. ჩემი კაბინეტის კარი კვირაში ყოველ დღე, 24 საათი ღიაა და ველოდები კრეატიულ ადამიანებს.

პატივისცემით განათლების მინისტრი