[MOD] თავდაცვის სამინისტრო

Day 2,758, 02:34 Published in Georgia Georgia by Mr. Nickname


Mr.Nickname მოგესალმებათ ყველას და დიდ მადლობას გიხდით ნდობისთვის. არ მოველოდი და ეს ჩემთის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა,ამიტომ მაქსიმალურად ვეცდები გავამართლო თქვენი იმედები.ჩვენი დევიზი ხომ ''სამშობლო,ღირსება,ერთგულება''-ა 🙂

ჯერ წარმოგიდგენთ ჩემს მოადგილეებს და შემდეგ გეგმებს გაგაცნობთ.

1 მოადგილე-Charliearg
2 მოადგილე-Georgian Ghost
3 მოადგილე-Geo.AssasiN



პირველი რასაც გეტყვით ის არის,რომ მოადგილეობაც და მინისტრობაც შეიძლება ითქვას ფორმალური იქნება რადგან ვთვლი,რომ ერთმა და ორმა კაცმა არ უნდა მიიღოს დამოუკიდებლად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. ჩვენ უკვე შევქმენით სპეციალური MOD ჩათი სადაც ყველა მნიშვნელოვან საკითხს განვიხილავთ ერთად,ვიმსჯელებთ და მხოლოდ ასე მივალთ საბოლოო პასუხთან. ამ ჩათში დავამატებთ გამოცდილილ მოთამაშეებს (თუ სურვილი ექნებათ).ერთ-ერთი არის Georgian Shield. ჩვენ ვენდობით მას და მის გამოცდილებას და მისი დახმარების იმედი გვაქვს. როგორც იტყვიან ''ძალა ერთობაშია'' 🙂

ელჩებს ვთხოვ აქტიურად ითანამშრომლონ ჩვენთან და მოგვაწოდონ ამა თუ იმ ქვეყანაზე საჭირო ინფორმაციები დაზვერვის სახით. ალბათ თქმაც არ არის საჭირო თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ამას ქვეყნის თავდაცვისთვის.

რაც შეეხება ომს. უკვე შევნიშნე,რომ ბევრ ემოქალაქეს მობეზრდა სავარჯიშო ბრძოლები და ერეალური სისხლისმღვრელი ომი სწყურია. 🙂 სიმართლე გითხრათ ომი მეც მინდა,მაგრამ ეს არც მარტო თავდაცვის გადასაწყვეტია და უბრალოდ ''მუღამის'' გამოც ომს ვერ დავიწყებთ.
ყველაფერს კარგი დაგეგმვა სჭირდება,მითუმეტეს იცით რომ არც ისე ძლიერი ქვეყანა ვართ.
ამიტომ ცოტას ''დავლაგდებით'' და განვიხილავთ ამ საკითხს პრეზიდენტთან და დიქტატორთან ერთად.

კიდევ ვაპირებ ახალი პროგრამის განხორციელებას (არ ვიცი ეს რამდენად ეხება თავდაცვის სამინიტროს მარა მიანც).
პროგრამა ''New Life''


თამაშის სტრუქტურიდან გამომდინარე როდესაც ახალბედა შემოდის თამაშში შეიძლება ითქვას,რომ გამოუდეგარია ბრძოლაში. 🙂 მისი ძალა და მისი ''Damage'' ბრძოლაში ფაქტიურად არ ჩანს. მის გაძლიერებას კი მინიმუმ 2 წელი სჭირდება. თამაშის დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე კი ძნელი სათქმელია იარსებებს თუ არა ეს თამაში კიდევ 2 წელი 🙂
ამიტომ სანამ დრო გვაქვს ''გავისწოროთ მუღამი'' 🙂
მე და ჩემი მოადგილე Charliearg პირადად დაგეხმარებით ახალი აკაუნტების shedzenashi.
და ეს სულაც არ არის ძნელი და შეუძლებელი. პირადად ვარ ცოცხალი მაგალითი,ორ დღეში შევძელი ზუსტად დღევანდელ აკაუნტში ''გადმოსახლება''

რაც მეტი ძლიერი აკაუნტი გვექნება მით უფრო ძიერი ქვეყანა ვიქნებით.
დაინტერესებული პირები შეგვეხმიანეთ და დეტალურად აგიხსნით ყველაფერს. 🙂


დიდი მადლობა ყურადღებისთვის. დანარჩენ გეგმებს და სიახლეებს პერიოდულად მოგაწვდით.

o7 ვემსახურები საქართველოს!