[MOD] ცვლილებები ქართულ არმიაში

Day 2,712, 12:38 Published in Georgia North Macedonia by Le Saliery





მოგესალმებათ თავდაცვის სამინისტრო !..

როგორც იცით, ქართულ არმიაში რეჯიმენტები მეტად არეული იყო. დღეს კი მე და ჩემმა მოადგილემ Strategi1–მ მოვაწესრიგეთ ქართული არმია.

პირველ რიგში მნიშვნელოვანი იყო არმიიდან წაგვეშალა მკვდარი მოქალაქეები. ამის გაკეთების შემდეგ არმიაში ჯარისკაცების რიცხვი 458–დან 228–მდე შემცირდა. 228 კაციდან 208 სრულფასოვანი წევრი და 20 რექრუითი.

● ის ფაქტი, რომ არმიაში 220 მკვდარი ჯარისკაცი იყო, მეტყველებს იმაზე, რომ ძალიან ბევრმა დაანება თამაშს თავი. ეს თავისთავად ძალიან ცუდად აისახება ქვეყანაზეც. ამიტომ უნდა გამოვნახოთ რაიმე საშუალება, რომ მოქალაქეებმა კიარ დაანებონ თავი, არამედ უფრო დაინტერესდნენ ამ თამაშით.

● კარგი იქნება, თუ არმიაში რექრუითის სტატუსი არავის ექნება. ყველა რექრუითს ვთხოვ მოკლას 10 კაცი და გახდეს სრულფასოვანი წევრი. ეს სტატუსი ხელს გვიშლის ჩვენ იმაში, რომ უფრო მოწესრიგებული გავხადოთ არმია. ცვენ არ გვაქვს წვდომა თქვენზე, რეჯიმენტებში გადაყვანა და ა.შ. ამიტომ გთხოვთ ასცდეთ რექრუითობას.


რეჯიმენტების რაოდენობა დავიყვანეთ 16–დან 10ზე. რა საჭიროა ის რეჯიმენტები, რომლებშიც საკმარისი ხალხი არ გვყავს. ჯობია რეჯიმენტების რაოდენობა ნაკლები იყოს და მისი წევრების რაოდენობა თითოეულში საკმარისად იყოს, ვიდრე ბევრი რეჯიმენტი და თითოეულში ცოტა ჯარისკაცი, რაც იწვევს ზოგიერთი რეჯიმენტის არასრულფასოვნებას. მოგეხსენებათ, რეჯიმენტი მაშინ არის სრულფასოვანი, როცა მაში 20 ან მეტი ჯარისკაცია.

● 208 კაცი გადავანაწილეთ 10 რეჯიმენტში. გადანაწილების შემდეგ 8 რეჯიმენტში მოხვდა 21 კაცი და 2–ში კი 20. შესანიშნავია... მივირეთ 10 სრულფასოვანი რეჯიმენტი.


თითოეულ რეჯიმენტში დაინიშნა კაპიტნები.
ეს მეტად მნიშვნელოვანია, რომ არმია განვითარდეს და უფრო მეტად გაძლიერდეს.
მე მაქვს იმედი თითოეული კაპიტნის, იმის შესახებ, რომ ისინი არ დაიშურებენ ძალებს თავიანთი რეჯიმენტების და მთლიანი არმიის გასაძლიერებლად.
კაპიტნებს ვთხოვ, მუდმივად იყვნენ კონტაქტში საკუთარი რეჯიმენტის წევრებთან, გაიგონ მათი პრობლემების შესახებ და დაეხმარონ.
მნიშვნელოვანია, ომის დროს დროულად მისცეს დავალება მის რეჯიმენტს.
კაპიტნებს ასევე ვთხოვ, რომ დეილი ორდერის არქონის შემთხვევაში მათ შეუძლიათ საკუთარ რეჯიმენტში დო–ს დადება და ვთხოვ რომ ეს გააკეთონ.

თუ ვინმეს პრეტენზია აქვს რამის შესახებ, მომწერეთ მე ან ჩემს მოადგილეებს.


ახლა ჯერია იმის, რომ დავნიშნოთ დივიზიების სარდლები.
თავდაცვის სამინისტრო აცხადებს ვაკანსიას დივიზიების სარდლების თანამდებობაზე !.. მსურველებმა მოგვწერეთ:

მინისტრი – Le Saliery
მინისტრის მოადგილე – VuXman
მინისტრის მოადგილე – Strategi1
მინისტრის მოადგილე – Geo.AssasiN