ინთერვიუ ბათონ პრეზიდენტ-Luka Koberidze-სთან

Day 2,731, 11:11 Published in Georgia Serbia by MORAL1994
გამარჯობათ ბატონო პრეზიდენტო.
კითხვები:
1:რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში,მას შემდეგ,რაც ესაქართველოს პრეზიდენტი გახდით?

2:რას ფიქრობთ დიქტატურაზე და გეშლებათ თუ არა ხელი დიქტატურით?

3:რას ფიქრობთ ექართულ მედიაზე?

4:რას ფიქრობთ ექართულ პოლიტ-ელიტაზე?

5:რას აპირებთ,საგარეო ურთიერთობების მიმართულებით და ამჟამად,რამდენ ქვეყანასთან გვაქვს დიპლომატიუეი ურთიერთობა?

ბატონი პრეზიდენტი,ძალიან კარგი მოპასუხე აღმოჩნდა.

გამარჯობა 😁.

ჩემს ცხოვრებაში ბევრი არც არაფერი შეცვლილა, ან რა უნდა შეცვლილიყო,ერთი ეგაა მეტი საზრუნავი მაქვს და კარგი მინისტრები რომ არ მყავდეს,ალბათ ვერაფერს მოვახერხებდი და დრო არ მეყოფოდა, არც ახლა ვარ განებივრებული დროით,თუმცა ყველას რაც შეგვიძლია,ვაკეთებთ. ბატონი გიორგი ,aka დიქტატორიც, გვიდგას გვერდში და ბევრ რაღაცაში გვეხმარება , ხელი არანაირად არ მეშლება , ერთი ეგაა,რომ ცოტა დრო სჭირდება ხოლმე რაღაცების გაკეთებას,რადგან ზოგჯერ აქ არ არის ხოლმე გიორგი,დანარჩენი ყველაფერი მშვენივრად არის.

ქართულ მედიაზე ბევრ ვერაფერს ვიტყვი,რადგან ადრე რაც იწერებოდა ბევრი რამ კოშმარი კი იყო,თუმცა ახლა საერთოდ არაფერი იწერება ,რაც ძალიან ცუდი, ვგუისხმობ რომ საინტერესო არაფერი იწერება,თორემ ჯანგოს ,aka Georgian Shield-ის სტატიას თუ გადახედავთ:
http://www.erepublik.com/en/article/-jango-48--2522794/1/20
დაინახავთ ,რომ მე-13 ადგილზე ვართ სტატიების რაოდენობით მსოფლიოში.იმედია ნუგოს,განათლების მინისტრის,პროექტი წამოწევს წინ ბევრ რამეს.
პოლიტიკურ პარტიებზე ბევრი არაფერი მაქვს სათქმელი იმის გარდა, რომ ისინი ჩაიკეტნენ და აღარ არიან აქტიური ,ეს მათი პირადი გადაწყვეტილებაა, უბრალოდ ,მათ არ სჯერათ,რომ დიქტატურის ქვეშ შეიძლება მართონ ქვეყანა ,არადა რატომღაც მე ეს გამომდის ,ასევე მეწყინა,რომ ზოგმა დატოვა სამხედრო დანაყოფი და განაცხადა ,რომ მხოლოდ თავდაცვით ომებში იბრძოლებენ ,ეს საწყენია ,ნამდვილად და იმედი მაქვს ამ თვეში თუ რამე იქნება ,აუცილებლად დამიგებიან გვერდში 😁.
საგარეო ასპარეზზე დიდ ცვლილებებს ან წარმატებას მივაღწიეთ -მეთქი ვერ ვიტყვი,თუმცა იმ პირობებში,რომ სტივმა დაგვტოვა და თავად ვცდილობთ ყველაფერის ახლიდან დაწყებას (მე იმის წინააღმდეგ ვარ,რომ უცხოელი მინისტრი გვყავდეს,რადგან აშკარად ძალიან ვიყავით სტივზე დამოკიდებული) . წარმატებები გვაქვს ,რადგან მსოფლიოში გვცნობენ და ბევრი დახმარებასაც გვთხოვს,ერთადერთი პრობლემა ,რასაც წავაწყდი,წამოვა თუ არა მათგან დახმარება ,როდესაც გაგვიჭირდება,თურქეთმა დაამტკიცა,რომ გასაჭირში არ მიგვატოვებს პერუზე შეტევაზე,თუმცა სხვა ქვეყნების რა მოგახსენოთ. ამჟამად ჩილესთან,თურქეთთან,ბრიტანეთთან ,უკრაინასთან,ლიტვასთან ვცდილობთ გავაღრმავოთ ურთიერთობა. ასევე ბულგარეთი და ხორვატიაც არიან ჩვენი სამიზნეები ,მათთან უკვე გვაქვს მპპ ები . სხვა ბევრი არაფერის თქმა შემიძლია, ძალიან მინდოდა ალიანსში შევსულიყავით ჩემი პრეზიდენტობის დროს,თუმცა ეს სავარაუდოდ არ მოხერხდება ბევრი მიზეზის გამო,ახლა ,უბრალოდ,ალიანსის შექმნის დრო და მომენტი არ არის, ვფიქრობ ასტერიის რომელიმე წევრის გადაბირებაზე უნდა ვიჩალიჩოთ და თუ ეს მოხერხდა შემდეგ ყველაფერი რეალური იქნება .
დიდი მადლობა და წარმატებას გისურვებ კონკურსზე.

მადლობა ბატონო პრეზიდენტო,ინტერვიუსთვის და გისურვებთ წარმატებას.

ინტერვიუ მოამზადა-MORAL1994-მა E'GEORGIA TV-თვის